ძველიშვილი: ჟურნალისტის უფლებაა, გამოაქვეყნოს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმის დეტალები
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორი ნატა ძველიშვილი მიიჩნევს, რომ დაუშვებელია ჟურნალისტების სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე დისკუსიაც კი, წყაროს გამჟღავნებასთან, ან დახურული სასამართლო სხდომის შესახებ დეტალების გასაჯაროებასთან დაკავშირებით.
ვინ და რატომ ითხოვს ჟურნალისტის დასჯას
ფოტო: ადვოკატთა ასოციაცია
საპროკურორო საბჭოს წევრი, იურისტი ირმა ჭკადუა მოითხოვს, რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაიწყოს რუსთავის 2-ის ჟურნალისტის, თამარ ბაღაშვილის მიმართ. როგორც ჭკადუამ აიპრესს განუცხადა, თამარ ბაღაშვილმა მას დაურეკა და კომენტარი სთხოვა ციანიდის დახურულ სხდომაზე პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსის, სოსო ოხანაშვილის ბრალდებაზე. კერძოდ, როგორც ინტერვიუდან ირკვევა, ოხანაშვილმა ირმა ჭკადუა საპატრიარქოსთან დაკავშირებით კორუფციაში დაადანაშაულა.
ირმა ჭკადუა დარწმუნებულია, რომ ბაღაშვილს არ აქვს უფლება, საჯარო გახადოს დახურული საქმის შესახებ გაგებული დეტალები და ის სწორედ ამიტომ ითხოვს მის დასჯას. აღნიშნული სიუჟეტი ეთერში ჯერ არ გასულა და ის მზადების პროცესშია.
საფრთხე სიტყვის თავისუფლებისთვის
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი ნატა ძველიშვილი On.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ საქართველოში ინფორმაციის წყარო დაცულია. ჟურნალისტის უფლება, არ გაამჟღავნოს წყარო, დაცულია კანონმდებლობით.
"სწორედ ამან მისცა საშუალება ჟურნალისტებს, მიეღოთ ინფორმაცია და გაესაჯაროებინათ ისეთი ამბები, რომელზეც არსებობდა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. როდესაც საპროკურორო საბჭოს წევრი მსგავსი მოთხოვნით გამოდის, სრულიად ბუნდოვანია, რას ეყრდნობა, თუმცა მაძლევს ვარაუდის საშუალებას, რომ მას ეშინია ინფორმაციის გასაჯაროების, წინააღმდეგ შემთხვევაში, უფრო ადრე შეწუხდებოდა დახურული სასამართლო პროცესიდან ინფორმაციის გასაჯაროების გამო, რაც არაერთხელ გაუკეთებიათ თავად პროკურორებს.
გავიხსენოთ თუნდაც პაპიძის საქმე, როდესაც პროკურორმა სრულიად არასაჯარო ინტერესის მქონე დეტალები გაასაჯაროვა დახურული პროცესიდან და ამაზე საჯარო რეაქცია, მით უმეტეს, პროკურორის დასჯის ინიციატივა არავის ჰქონია. იმედი მაქვს, ამბის მონაწილე პირების გარდა, რომელთაც პირადი ინტერესია, არ გასაჯაროვდეს მათთვის არასასურველი ინფორმაცია, სხვას არავის მოუნდება ამ საკითხზე დისკუსიის დაწყებაც კი".
როგორც ნატა ძველიშვილი მიიჩნევს, სრულიად წარმოუდგენელია ჟურნალისტისთვის რაიმე პასუხისმგებლობის დაკისრება მოპოვებული ინფორმაციის გამო.
თუკი მსგავსი დისკუსია მაინც დაიწყება, ამას ძალიან დიდი საზოგადოებრივი წინააღმდეგობა მოჰყვება
"თუკი მსგავსი დისკუსია მაინც დაიწყება, ამას ძალიან დიდი საზოგადოებრივი წინააღმდეგობა მოჰყვება. ეს ფუნდამენტური საკითხია. ინფორმაციის წყარო დაცულია. ამასთან, ჟურნალისტს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ნებისმიერი საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნებაზე, რადგან ამ საიდუმლოს დაცვა მას არ ევალებოდა. როდესაც რაიმეს მიენიჭება საიდუმლოს კატეგორია, კანონმდებლობით მის დაცვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება შესაბამის პირს და არა -ჟურნალისტს, რომელიც ამ ინფორმაციას წყაროსგან მოიპოვებს".
როგორც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა, ლევან ვეფხვაძემ On.ge-ს უთხრა, ჟურნალისტს უფლება აქვს, გაასაჯაროოს წყაროს მიერ მიცემული ის ინფორმაცია, რომელიც დახურულ სასამართლო სხდომაზე გავრცელდა. მას პასუხისმგებლობა მხოლოდ იმ დროს შეიძლება დაეკისროს, თუ თავად ჟურნალისტი ესწრებოდა ასეთ სხდომას და ის მოსამართლისგან იყო გაფრთხილებული სხდომის დახურვის შესახებ. მისივე თქმით, ჟურნალისტს უფლება აქვს, არ გაამჟღავნოს წყარო და ეს უფლება კანონმდებლობითაა გარანტირებული.
ციანიდის საქმე
ირმა ჭკადუა ერთ-ერთი მოწმეა ციანიდის საქმეზე. აღნიშნულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის სექტემბერში დამნაშავედ სცნო და მას პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მამალაძე დანაშაულს არ აღიარებს და საკუთრი სიმართლის დამტკიცებას ზემდგომ ინსტანციებში შეეცდება.
On.ge ცდილობს დაუკავშირდეს ირმა ჭკადუას და გაიგოს დამატებითი დეტალები მისი მოთხოვნის შესახებ, რომელიც ჟურნალისტის დასჯას ეხება.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში

კომენტარები