შალვა პაპუაშვილის თქმით, მოლოტოვის კოქტეილი შუა საუკუნეებში ადამიანის კოცონზე დაწვის სიმბოლოა
ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან სინდისის პატიმრების შეწყალების საკითხზე ისაუბრა.
მან თქვა, რომ შეწყალება მისი არა, პრეზიდენტის კომპეტენციაა.
"შეწყალება ჩემი კომპეტენცია არ გახლავთ. ეს პრეზიდენტის კომპეტენციაა და მისი გადასაწყვეტია ვინ, როდის და რა მოტივით შეიწყალოს.
რაც შეეხება მათ, ვინც დანაშაული ჩაიდინა — ნებისმიერ დანაშაულს სასჯელი მოსდევს. ამის გაცნობიერებაა მნიშვნელოვანი. დღეს არის მცდელობა იმისა, რომ დანაშაული მოგვყიდონ როგორც კეთილი საქმე, ძალადობა მოგვყიდონ როგორც სიყვარული, პარლამენტის დაწვა მიგვყიდონ როგორც დემოკრატიის ზეიმი. აი ამას აკეთებენ მრუდე ქართველები უცხოური დაფინანსებით!
მთავარი პრობლემა ის არის, რომ უნდათ გარედან თავს მოგვახვიონ ძალადობა, თავს მოგვახვიონ ზიზღი, თავს მოგვახვიონ ქვეყნის წინააღმდეგ ქმედება და ეს ყველაფერი მოგვყიდონ როგორც პროევროპულობა. თურმე "მოლოტოვის კოქტეილის" დამზადება — ბენზინის ჩასხმა, შიგნით ნაჭრის ჩადება, წაკიდება, ადამიანისთვის სროლა და ცეცხლის წაკიდება, ეს არის პროევროპულობა. დღეს ბრიუსელი ამას ამბობს! ამბობს, რომ ადამიანისთვის "მოლოტოვის კოქტეილის" სროლა არის პროევროპულობა.
ბრიუსელი და მათი პოლიტიკური ლიდერები უსამართლოდ გასამართლებულებზე საუბრობენ. ვინ არის უსამართლოდ?! — "მოლოტოვის კოქტეილია" უსამართლობა?!" — თქვა პაპუაშვილმა.
შემდეგ პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ახალისებდა პროევროპულ აქციებზე ძალადობას და "მოლოტოვის კოქტეილზე" შუა საუკუნეებში კოცონზე დაწვის ტენდენცია გაიხსენა. მისი თქმით, "მოლოტოვის კოქტეილი" "შუა საუკუნეების კოცონზე დაწვის" სიმბოლოა.
"დანაშაულს უნდა ეწოდოს დანაშაული. როდესაც დანაშაულს უწოდებენ სათნო საქციელს ბრიუსელიდან და ამბობენ, რომ მოლოტოვის კოქტეილის მსროლელი არის უსამართლოდ დაჭერილი, რომ საკუთარი ცოლის გამოყენებით პირადი ცხოვრების ჩამწერი ადამიანი არის უსამართლოდ დაკავებული, რომ თაღლითი არის უსამართლოდ დაკავებული... თქვენ პლაკატებს ხომ ხედავთ ხოლმე, სახელს და გვარებს ხედავთ, რა აწერია ამ პლაკატებს? ე.წ უსამართლო პატიმრები, თუ რასაც ეძახიან — სახელს და გვარებს და სიას ხომ ხედავთ? ყველა იგულისხმება მასში — ადამიანის ცოცხლად დამწველიც, საკუთარი ცოლის ხარჯზე პირადული ვიდეოების გადამღები ადამიანიც იგულისხმება, რომელიც იდეოლოგიური ხელმძღვანელი იყო ერთ-ერთი ამ მოძალადე ჯგუფების, თაღლითებიც იგულისხმება და ყველა — პოლიციელზე თავდამსხმელი, პარლამენტის დამწველები და ეს მოგვეყიდება დღეს, როგორც ევროპულობად. ზუსტად ეს არის დასტური ევროპის ღირებულებითი დაღმასვლის და იმის, რომ ბრუსელს ევროკავშირი მიჰყავს ცივილიზაციურ უფსკრულთან.
...სხვათა შორის შუა საუკუნეებში ადამიანებს წვავდნენ ევროპაში, ეს თუ არის პროევროპულობა, რომ მოლოტოვის კოქტეილის სროლა და ადამიანი ცოცხლად დაწვა — კი ბატონო არის, ოღონდ რამდენიმე ათასწლეულის წინანდელი. ამ იდეოლოგიაშია ჩარჩენილი, თქვენ რა გგონიათ, მოლოტოვის კოქტეილი რისი სიმბოლიზმია? ზუსტად, აი იმ შუა საუკუნეების კოცონზე დაწვისა ადამიანისა, ვისაც არ ეთანხმებოდი იდეოლოგიურად. ამის სიმბოლოა მოლოტოვის კოქტეილი. ამ მხრივ კი, ნამდვილად ევროპულია, ოღოონდ საუკუნის წინანდელი,," — თქვა პაპუაშვილმა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები