Avengers: Doomsday-ის ახალი თიზერი ორიგინალ X-Men-თან ერთად
ახალ თიზერში ბრუნდებიან პერსონაჟები, რომლებსაც პატრიკ სტიუარტი, ჯეიმს მარსდენი და იან მაკელენი ასრულებენ.
ფოტო: Marvel
სუპერგმირთა კიდევ ერთი გუნდი ერთვება სამყაროს გადასარჩენ ბრძოლაში. ფილმის Avengers: Doomsday ახალი თიზერი X-Men-ის გამოჩენას გვიჩვენებს — ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მუტანტების ეს ფრაქცია Marvel-ის კინემატოგრაფიულ სამყაროში (MCU) უკვე დამკვიდრებულ გმირებს შეუერთდება.
პროფესორი X, კადრი თიზერიდან Avengers: Doomsday
ფოტო: Marvel
მაგნეტო, კადრი თიზერიდან Avengers: Doomsday
ფოტო: Marvel
ერთწუთიან თიზერში პატრიკ სტიუარტი ჩნდება პროფესორ X-ის, იგივე ჩარლზ ქსავიერის როლში. "სიკვდილი ყველას მოგვაკითხავს. ეს არის ერთადერთი, რაც დანამდვილებით ვიცი", — ამბობს ის თრეილერში, სადაც ნაჩვენებია ქსავიერის ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი სკოლის მუქი, ატმოსფერული კადრები. "საკითხავი ის არაა, მზად ხარ თუ არა სიკვდილისთვის? საკითხავია ვინ იქნები, როცა თვალებს დახუჭავ?"
თიზერი კვლავ აერთიანებს პროფესორ X-სა და მაგნეტოს, იგივე ერიკ ლენშერის (იან მაკელენი) პერსონაჟებს და ასევე აბრუნებს კიდევ ერთ სუპერგმირს, ჯეიმს მარსდენის ციკლოპსს, იგივე სკოტ სამერსს.
ამ თიზერში წარმოდგენილი პერსონაჟები პირველად 2000 წელს ვიხილეთ ბრაიან სინგერის ფილმში X-Men, რასაც მოჰყვა X2 (2003) და X-Men: The Last Stand (2006). ფრენჩაიზმა ასევე წარმოშვა სპინ-ოფები, მათ შორის ჰიუ ჯეკმანის ვულვერინის ტრილოგია, ასევე პრიქველების სერია.
ორიგინალური X-Men-ის ფილმები წარმოებული იყო 20th Century Fox-ისა და Marvel Entertainment-ის მიერ. Disney-მ Marvel 2009 წელს შეიძინა, ხოლო 20th Century Fox — 2019 წელს. ამან შესაძლებელი გახადა X-Men-ის სამყაროს ინტეგრაცია MCU-ში, რაც დაიწყო ფილმით Deadpool & Wolverine. Doomsday იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ეკრანზე Avengers და X-Men ერთად იბრძოლებენ. ფანები განსაკუთრებით აღფრთოვანებულები დარჩნენ მარსდენის გამოჩენით თიზერში.
კადრი თიზერიდან Avengers: Doomsday
ფოტო: Marvel
X-Men-ის გარდა, Avengers: Doomsday-ში გამოჩნდებიან კრის ევანსის სტივ როჯერსი, რომელიც კაპიტან ამერიკად იყო ცნობილი და ახლა ბრძოლას უერთდება დოქტორ დუმის წინააღმდეგ, პერსონაჟის, რომელსაც Iron Man-ის ყოფილი ვარსკვლავი რობერტ დაუნი უმცროსი ასრულებს. ახალმა თიზერმა ასევე დაადასტურა, რომ კრის ჰემსვორთის თორი კვლავ დაბრუნდება.
ფილმის პრემიერა 2026 წლის 18 დეკემბერსაა დაგეგმილი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები