გია ვოლსკი

7 Jan. 2026, 16:46

გია ვოლსკი: "მოწყალება არის აუცილებელი და საჭირო, ისევე, როგორც მონანიება, ისევე, როგორც სიღრმისეული ანალიზი ვითარებისა, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა და იმ რეალობისა, რაც, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანას თავს დაატყდა. როდესაც სტაბილურობა გაჩნდა რეგიონში და მთელი ძალებით ამ სტაბილურობის კერას უტევენ. არ შეიძლება, ამაში ჩაერთო, არ გაანალიზო, ვის სჭირდება ეს და მხოლოდ იმაზე იყოს საუბარი, რომ მოწყალება სინანულის გარეშე იყოს ერთადერთი მამოძრავებელი ჩვენი საზოგადოებისა".

— განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა, გია ვოლსკიმ სინდისის პატიმრების შეწყალებაზე საუბრისას. ცნობისთვის, ოცნების ხელისუფლების არჩეულმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საშობაო ლიტურგიის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ შემდეგი პატიმრების შეწყალების აქტს ნათლისღების დღესასწაულზე მოაწერს ხელს — ყაველაშვილმა არ დააკონკრეტა იგულისხმებიან, თუ არა სინდისის პატიმრები. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  4. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
  5. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…