აშშ-ს მიერ 2 რუსული ტანკერის დაკავების შემდეგ, რუსეთი მოითხოვს ეკიპაჟს ღირსეულად მოექცენ და გაათავისუფლონ
7 იანვარს, აშშ-ის სამხრეთ სარდლობამ კარიბის ზღვის საერთაშორისო წყლებში ვენესუელასთან დაკავშირებული რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის" 2 ტანკერი დააკავეს — Marinera — ჩრდილო ატლანტიკაში და M/T Sophia — კარიბის ზღვაში. სამხედროების ცნობით, ორივე გემი აშშ-ის სანქციების დარღვევით უკანონო საქმიანობაში იყო ჩართული.
გავრცელებულ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ოპერაცია "სამხრეთის შუბის" ფარგლებში ჩატარდა და პენტაგონი "მტკიცედ აგრძელებს დასავლეთ ნახევარსფეროში უკანონო საქმიანობის ჩაშლის მისიას" და დაიცავს სამშობლოს და აღადგენს უსაფრთხოებას და ძლიერებას მთელ ამერიკაში.
იმავე დღეს, უფრო ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტანკერი Bella 1 (Marinera), რომელიც ასევე რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის" ნაწილია, დააკავეს. აშშ-ის ევროპული სარდლობის (EUCOM) ცნობით, გემი ჩრდილო ატლანტიკაში აშშ-ის ფედერალური სასამართლოს მიერ აშშ-ის სანქციების დარღვევისთვის გაცემული ორდერის საფუძველზე დააკავეს.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ოპერაცია აშშ-ის იუსტიციის, სამშობლოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის დეპარტამენტების დახმარებით განხორციელდა მას შემდეგ, რაც გემს აშშ-ის სანაპირო დაცვის გემი აკვირდებოდა. მედიის ცნობით, ოპერაციაში დესანტის ჯგუფი მონაწილეობდა. მათი ტანკერზე ასვლა რუსული სამხედრო გემებისა და წყალქვეშა ნავის მოსვლამდე მოხდა.
ტანკერი Bella 1 თავდაპირველად პანამის დროშით მოძრაობდა და აშშ-ის ბლოკადის მიუხედავად, ვენესუელას სანაპიროსთან მიახლოებას ცდილობდა. დეკემბერში აშშ-ის სანაპირო დაცვამ მისი დაკავება სცადა, მაგრამ ტანკერის ეკიპაჟმა, რომელიც რუსეთის, უკრაინისა და ინდოეთის მოქალაქეებისგან შედგებოდა, უარი თქვა აშშ-ის მოთხოვნების შესრულებაზე და მოულოდნელად შეცვალა კურსი. ეკიპაჟმა გემზე რუსეთის დროშა აღმართა. რამდენიმე დღის შემდეგ, Bella 1-ს სახელი შეეცვალა და Marinera დაერქვა და რუსეთის საზღვაო ნაოსნობის რეესტრში შევიდა.
რუსეთის რეაქცია
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ აშშ-ს მიერ ჩამორთმეული ტანკერ Marinera-ს ბორტზე რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან.
რუსული მედია წერს, რომ უწყება გემის გარშემო არსებულ სიტუაციას ყურადღებით აკვირდებიან.
ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოითხოვა, რომ აშშ-მ უზრუნველყოს ტანკერის ეკიპაჟის ღირსეული მოპყრობა და რაც შეიძლება სწრაფად დააბრუნოს ისინი სამშობლოში.
რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ აშშ-ის ქმედებები საზღვაო სამართლის დარღვევად შეაფასა.
"ზღვის სამართლის შესახებ გაეროს 1982 წლის კონვენციის შესაბამისად, ნავიგაციის თავისუფლება ღია ზღვის წყლებში მოქმედებს და არცერთ სახელმწიფოს არ აქვს უფლება გამოიყენოს ძალა სხვა სახელმწიფოების იურისდიქციაში სათანადოდ რეგისტრირებული გემების წინააღმდეგ", — განაცხადა მოსკოვმა.
ამ ცნობების თანახმად, გემთან კონტაქტი დაიკარგა მას შემდეგ, რაც "აშშ-ის საზღვაო ძალებმა" აიყვანეს.
.
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები