აშშ 66 საერთაშორისო ორგანიზაციას ტოვებს — ორგანიზაციების ჩამონათვალი
ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც შეერთებული შტატები 66 საერთაშორისო ორგანიზაციიდან გამოვიდა, აქედან 31 გაეროს ეგიდითაა მოქმედი. ადმინისტრაცია მათ "ფუჭად, არაეფექტურად და მავნედ" მიიჩნევს. ისინი "აღარ ემსახურებიან აშშ-ის ინტერესებს", — ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.
ეს ინფორმაცია თეთრი სახლის მიკრობლოგზე ოთხშაბათს, 7 იანვარს გამოქვეყნდა.
რომელი საერთაშორისო ორგანიზაციიდან გადის შეერთებული შტატები?
ამ ორგანიზაციების სრული სია ხელმისაწვდომია თეთრი სახლის ვებსაიტზე. სხვა ორგანიზაციებთან ერთად, მასში შედის უკრაინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრი (STCU), რომელიც შეიქმნა მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეწყობის მიზნით; გარემოსდაცვითი თანამშრომლობის კომისია (Commission for Environmental Cooperation), ონლაინ თავისუფლების კოალიცია (Freedom Online Coalition), მიგრაციისა და განვითარების გლობალური ფორუმი (Global Forum on Migration and Development), რეგიონული თანამშრომლობის საბჭო (Regional Cooperation Council), ევროპის საბჭოს ვენეციის კომისია (Venice Commission of the Council of Europe). ასევე — გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) ორგანიზაციები: საერთაშორისო სამართლის კომისია, საერთაშორისო სავაჭრო ცენტრი, შეიარაღებული კონფლიქტის დროს ბავშვთა საკითხებში გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ოფისი, მშვიდობის მშენებლობის კომისია, მშვიდობის მშენებლობის ფონდი, გაეროს დემოკრატიის ფონდი და ა.შ.
ამასობაში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ ამ თემაზე გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ის ორგანიზაციები, რომლებშიც ქვეყანა წევრობას წყვეტს, "ფუჭად ხარჯვად, არაეფექტურად, მავნედ", "ცუდად მართულად", "ზედმეტად" ან "ჩვენი (აშშ-ის) ეროვნული სუვერენიტეტის, თავისუფლებებისა და საერთო კეთილდღეობისთვის საფრთხედ" მიიჩნია.
"ტრამპის ადმინისტრაციამ ეს ინსტიტუტები ზედმეტად მიიჩნია თავისი მასშტაბით, არაეფექტურად თავისი მართვის მეთოდებით, არასაჭიროდ, მფლანგველად, ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგოდ საკუთარი დღის წესრიგის მიმდევრების ინტერესების ქვეშ მყოფი აქტორების ინტერესების გამტარად, ან ჩვენი ერის სუვერენიტეტის, თავისუფლებისა და ზოგადი კეთილდღეობისთვის საფრთხის შემცველად. პრეზიდენტი ტრამპი ნათლად აცხადებს: აღარ არის მისაღები ამ ინსტიტუტებისთვის ამერიკელი ხალხის სისხლის, ოფლისა და საგანძურის გაგზავნა, რასაც თითქმის არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. დასრულდა ის დრო, როდესაც მილიარდობით დოლარის გადასახადის გადამხდელთა ფული უცხოური ინტერესებისთვის მიედინებოდა ჩვენი ხალხის ხარჯზე', — წერია აშშ-ს სახდეპის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები