ზურაბ ჭავჭანიძე და ზურაბ მენთეშაშვილი პროტესტის ნიშნად 53 და 68 დღეა შიმშილობენ
Protest 24-ის ინფორმაციით, ზურაბ ჭავჭანიძე და ზურაბ მენთეშაშვილი 50 დღეზე მეტია შიმშილობენ. 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ზურაბ ჭავჭანიძე უკვე 53 დღეა შიმშილობს, ხოლო გზის უკანონო გადაკეტვის ბრალდებით დაკავებული ზურაბ მენთეშაშვილი — 68 დღე.
დაკავებულების ადვოკატები აცხადებენ, რომ შიმშილობა, პროტესტის უკიდურესი ფორმა, ფორმა მათ ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანს აყენებს.
"ზურაბ მენთეშაშვილი 30 ნოემბრიდან შიმშილობს, როგორც კი დააკავეს იმ დღიდან. მას არცერთი წუთით არ შეუწყვეტია შიმშილობა. ბოლოს ვნახე სასამართლო პროცესზე და შემდეგ არ შევხვედრივარ, დასვენების დღეები დაემთხვა. მას ექიმები ხვდებიან დღეში 2-ჯერ და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არის. თავს, რა თქმა უნდა, სუსტად გრძნობს, ვინაიდან მოგეხსენებათ 61 წლის ადამიანი არის. ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები ჰქონდა.
ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია იქიდან გამომდინარე, რომ პირველი ადამიანია, რომელიც გზის გადაკეტვის გამო დააკავეს [სისხლის სამართლის წესით]. საქმეში ერთადერთი რაც დევს ეს არის დროშები და ამ შემთხვევაში დევს ვიდეო მასალა, სადაც ჩანს ვიღაცა პირი, თუმცა არ ვიცით ეს ვინ არის, ზურაბ მენთეშაშვილია, თუ სხვა პიროვნებაა," — ამბობს ადვოკატი, ჯემალ ჭკადუა.
"ზურაბ ჭავჭანიძე შიმშილობს, რომ სახელმწიფო ბრალდება მას ედავება სტრატეგიული ობიექტის ბლოკირებას ხელში ჩაგდების მიზნით და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას. მისთვის ეს არის კატეგორიულად მიუღებელი და გამოხატავს პროტესტს ამ ფორმით, ვინაიდან ძალადობრივი ქმედება ზურაბ ჭავჭანიძესთან მიმართებაში პრაქტიკულად შეუძლებელია დადასტურდეს და თავად ზურაც უარყოფს აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას.
უკვე 4 იანვარს ზურაბ ჭავჭანიძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე აისახა შიმშილობა, რა თქმა უნდა, დასჭირდა მას სამედიცინო ჩარევა და შესაბამისად ექიმის მომსახურება, თუმცა მისივე ინფორმაციით და გადმოცემით, მას სამედიცინო მომსახურება სრულყოფილად მიეწოდება და ამ კუთხით პრეტენზია არ გააჩნია," — თქვა ადვოკატმა, ნინო ლომინაძემ.
შეგახსენებთ, 2025 წლის 24 ოქტომბერს ზურაბ მენთეშაშვილი გზის გადაკეტვის ბრალდებით მეორედ დააკავეს — მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც შეკრების, ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევას გულისხმობს და მას 1 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ ბათუმელ მედროშეს, ზურაბ ჭავჭანიძეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას და სტრატეგიული ობიექტის დაკავების ბრალდებით ედავებიან, რაც 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები