ფილ ბრიკელმა ბრიტანეთის პარლამენტში ბიძინა ივანიშვილის სანქცირება მოითხოვა
8 იანვარს, დიდი ბრიტანეთის თემთა პალატის წევრმა, ლეიბორისტული პარტიის წევრმა, ფილ ბრიკელმა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე ისაუბრა. მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე ისაუბრა, რომელმაც გასული წლის ოქტომბერში რუსული ნავთობის პირველი პარტია მიიღო. ბრიკელის განცხადებით, ოცნებამ აღნიშნულ ქარხანას სახელმწიფო დაფინანსება გაუზარდა, რაც ივანიშვილისთვის დასანქციების მიზეზი შეიძლება იყოს.
"გაერთიანებულმა სამეფომ ვერ შეძლო ბიძინა ივანიშვილის სანქცირება — ადამიანის, რომელიც ფართოდ განიხილება, როგორც საქართველოს პოლიტიკურ კურსზე გადამწყვეტი გავლენის მქონე პირი.
ივანიშვილს შეიძლება სანქციები დაუწესდეს ნებისმიერი — იქნება ეს მაგნიტსკის, გლობალური ანტიკორუფციული თუ რუსეთის სანქციების რეჟიმიც კი, მისი კრემლთან კავშირების გათვალისწინებით.
რაც შეეხება საქართველოს, ამ დილით შემატყობინეს, რომ ქართულმა ოცნებამ გაზარდა ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სახელმწიფო დაფინანსება, რომელმაც, Reuters-ის ინფორმაციით, გასული წლის ოქტომბერში რუსული ნავთობის პირველი პარტია მიიღო.
თავად ეს ქარხანა დაკავშირებულია ვლადიმერ ალექსეევთან, რუსეთის "გრუ-ს" უფროსის პირველ მოადგილესთან. აქ იკვეთება სანქციების დარღვევის აშკარა გზა და იმედი მაქვს, ეს დაემატება ივანიშვილის ბრალს," — განაცხადა ბრიკელმა.
Reuters-ის ინფორმაციით, 6 ოქტომბერს რუსულმა კომპანია "რუსნეფტმა" ყულევში ახლად აშენებულ ქარხანას ნოვოროსიისკის პორტიდან გამოგზავნილი 105 ათასი ტონა ნავთობი მიაწოდა საზღვაო ტანკერ "კაისერის" (Kayseri) გამოყენებით. ტვირთი ყულევის ნავთობის ტერმინალმა მიიღო, რომელიც ქარხნიდან 5 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. 22 ოქტომბერს კი აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) "რუსნეფტი" და "ლუკოილი" დაასანქცირა. დეკემბერში, აშშ-ს შემდეგ რუსული ნავთობკომპანია "რუსნეფტი" დიდმა ბრიტანეთმაც დაასანქცირა.
- ყულევის ნავსადგურმა "რუსნეფტისგან" 100 000 ტონაზე მეტი ნედლი ნავთობი მიიღო
- აშშ-მ და ბრიტანეთმა "როსნეფტი" და "ლუკოილი" დაასანქცირეს
- დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა "რუსსნეფტს", რომელიც ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ამარაგებს
როგორც TI წერს, 2025 წლის 21 ოქტომბერს, Reuters-მა გამოაქვეყნა სტატია რუსული ნავთობის ყულევში შეტანის შესახებ. ინციდენტმა გააჩინა ეჭვები — ხომ არ არის ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთზე დაწესებულ სანქციებზე გვერდის ავლის სქემის ნაწილი. ამასთან, მორიგ ჯერზე დაისვა კითხვები, თუ რატომ ხდება საქართველოს მიერ რუსული ნავთობის შეძენა და რუსეთისთვის ფულის გადარიცხვა უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები