დევიდ ბოუის ბავშვობის სახლი მნახველებისთვის გაიხსნება
ფოტო: Heritage of London Trust
დევიდ ბოუის ბავშვობის სახლი ლონდონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც მან თავისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმღერა, Space Oddity დაწერა, საზოგადოებისთვის გაიხსნება "იმერსიული გამოცდილების", მაყურებლის სრულ ჩართულობაზე დაფუძნებული გამოცდილების ფორმატში.
ბრომლიში, პლაისტოუ გროვის 4 ნომერში მდებარე სახლი, სადაც ბოუი 8 წლიდან 20 წლამდე ცხოვრობდა, Heritage of London Trust-მა შეიძინა.
სახლი 1960-იანი წლების დასაწყისისთვის დამახასიათებელ იერს დაუბრუნდება , ხოლო აქამდე არასოდეს ნანახი საარქივო მასალები დაეხმარება ინტერიერის იმგვარად აღდგენას, როგორიც ის ბოუის ცხოვრების პერიოდში იყო.
ჯეფრი მარშმა, V&A Museum-ში გამართული გამოფენის David Bowie Is კურატორმა, თქვა, რომ ეს პატარა სახლი იყო ადგილი, სადაც ბოუი "ჩვეულებრივი გარეუბნელი სკოლის მოსწავლიდან" საერთაშორისო ვარსკვლავობის მწვერვალამდე მივიდა.
"როგორც თავად ამბობდა: 'იმდენ დროს ვატარებდი ჩემს საძინებელში, რომ მთელი ჩემი სამყარო ის იყო, იქ მქონდა წიგნები, მუსიკა, ფირსაკრავი. ჩემი ზემო სართულის სამყაროდან ქუჩაში გასასვლელად, უნდა გამევლო მისაღები ოთახის ამ ნეიტრალურ ზონაში'", — განმარტა მარშმა.
დევიდ ბოუი ბრომლიში რვა წლიდან 20 წლის ასაკამდე ცხოვრობდა.
ფოტო: David Bowie Estate
Heritage of London Trust-ის დირექტორის, ნიკოლა სტეისის თქმით: "დევიდ ბოუი ამაყი ლონდონელი იყო. მიუხედავად იმისა, რომ კარიერამ იგი მთელ მსოფლიოში ატარა, მას არასდროს დავიწყებია, საიდან მოვიდა და რომელი საზოგადოება უჭერდა მხარს ზრდის წლებში. საოცარია ეს შესაძლებლობა, მოვყვეთ მისი ისტორია და შთავაგონოთ ახალგაზრდა თაობა. ლონდონის კულტურული მემკვიდრეობისთვის ამ ადგილის შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია".
სახლი ასახავს მუსიკოსის ადრეულ გზას, პერიოდს, სანამ ის საერთაშორისო ვარსკვლავი გახდებოდა.
ფოტო: David Bowie Estate
ასევე აღინიშნა ბოუის ბოლო ალბომის, Blackstar-ის გამოსვლიდან 10 წელი, ნამუშევრის, რომელიც ხშირად მის ერთ-ერთ საუკეთესო ალბომად მიიჩნევა. ალბომში შერწყმულია ჯაზისა და ჰიპ-ჰოპის გავლენები და სიმღერები, რომლებიც მიუთითებს მის მოახლოებულ სიკვდილზე ღვიძლის კიბოს გამო, 69 წლის ასაკში.
ჯორჯ ანდერვუდმა, მუსიკოსმა და დევიდ ბოუის მთელი ცხოვრების მეგობარმა, თქვა:
"ძალიან დიდ დროს ვატარებდით ერთად, ვუსმენდით მუსიკას და თავადაც ვუკრავდით. ბევრისგან მომისმენია, რომ დევიდის მუსიკამ გადაარჩინა ან მთლიანად შეუცვალა ცხოვრება. გასაოცარია, რომ მას ასეთი გავლენის მოხდენა შეეძლო, და კიდევ უფრო საოცარია, რომ ყველაფერი სწორედ აქედან დაიწყო, ასეთი პატარა დასაწყისიდან, ამ სახლიდან. ჩვენ მეოცნებეები ვიყავით, და შეხედეთ, ვინ გახდა ის."
პლაისტოუ გროვის 4 ნომერზე განთავსებული ლურჯი მემორიალური დაფა დევიდ ბოუის ამ სახლში გატარებულ წლებს უკვდავყოფს.
ფოტო: Heritage of London Trust
Heritage of London Trust-მა განაცხადა, რომ მისი მიზანია, სახლი დევიდ ბოუის მემკვიდრეობის გაგრძელებად იქცეს, სივრცედ, რომელიც "თავისუფალ შემოქმედებით ექსპერიმენტაციას" ეფუძნება.
ამ კვირას შესრულდა 10 წელი მას შემდეგ, რაც დევიდ ბოუი ღვიძლის კიბოთი გარდაიცვალა
ფოტო: Getty Images
ერთ-ერთ უდიდეს მუსიკალურ არტისტად მიჩნეული დევიდ ბოუი სიცოცხლის განმავლობაში ხუთჯერ მოხვდა ბრიტანეთის ჩარტების პირველ ადგილზე სინგლებით და 11-ჯერ, ალბომებით. მუსიკოსი განსაკუთრებით ცნობილია ისეთი სიმღერებით, როგორებიცაა Starman, Ashes to Ashes და Sound and Vision.
აღდგენილი სახლი საზოგადოებისთვის 2027 წლის ბოლოს გაიხსნება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები