სუპერმენის პირველი, იშვიათი კომიქსი 15 მილიონ დოლარად გაიყიდა
სუპერმენის პირველი, იშვიათი კომიქსი, რომელიც ერთ დროს ნიკოლას ქეიჯს მოპარეს, 15 მილიონ დოლარად გაიყიდა.
ფოტო: Wilson/Metropolis Collectibles Inc, via Getty Images
1938 წლის იშვიათი კომიქსის ასლი, რომელმაც სუპერმენი პირველად გააცნო მსოფლიოს, ანონიმურმა კოლექციონერმა 15 მილიონ დოლარად იყიდა.
Action Comics No. 1-ის ასლის კერძო გაყიდვის შესახებ პარასკევს გახდა ცნობილი. ეს კომიქს ერთ დროს მსახიობ ნიკოლას ქეიჯის სახლიდან იყო მოპარული და მას ათწლეულზე მეტი ხნის შემდეგ დაუბრუნდა.
მანამდე კომიქსის გაყიდვის რეკორდი ნოემბერში დამყარდა, როდესაც იდეალურ მდგომარეობაში მყოფი Superman No. 1 აუქციონზე 9.12 მილიონ დოლარად გაიყიდა. ორივე ეს თანხა მნიშვნელოვნად აღემატება კომიქსების თავდაპირველ ფასს, 10 ცენტს, ანუ დღევანდელი ღირებულებით დაახლოებით 2.25 დოლარს.
კომიქსმა გაგვაცნო სუპერმენი პირველად 1938 წელს, მისი ღირებულება 10 ცენტი იყო.
ფოტო: Wilson/Metropolis Collectibles Inc, via Getty Images
სუპერმენის დებიუტი Action Comics No. 1-ში შესული რამდენიმე ისტორიის ერთ-ერთი ნაწილია. 1938 წლის ეს გამოცემა მიიჩნევა იმ ნამუშევრად, რომელმაც სუპერგმირების ჟანრი იმ სახით განსაზღვრა, როგორსაც დღეს ვიცნობთ. ითვლება, რომ ამ კომიქსის მხოლოდ ასზე ნაკლები ასლია შემორჩენილი.
აღსანიშნავია, რომ კომიქსის ღირებულება დამატებით გაიზარდა მისი ჰოლივუდის ვარსკვლავ ნიკოლას ქეიჯთან დაკავშირებული ისტორიის გამო.
ფილმების Con Air და National Treasure ვარსკვლავმა ეს კონკრეტული ასლი 1996 წელს 150,000 დოლარად შეიძინა, რაც იმ დროისთვის რეკორდული თანხა იყო.
თუმცა 2000 წელს, ქეიჯის სახლში გამართული წვეულების დროს, კომიქსი მოიპარეს და მხოლოდ 2011 წელს აღმოაჩინეს.
"იმ 11 წლის განმავლობაში მისი ღირებულება ცაში ავარდა. ქურდმა ნიკოლას ქეიჯს დიდი საქმე გაუკეთა მისი მოპარვით" — თქვა Metropolis/ComicConnect-ის გენერალურმა დირექტორმა სტივენ ფიშლერმა.
კომიქსი მსახიობს დაუბრუნდა და ექვსი თვის შემდეგ მან ის აუქციონზე 2.2 მილიონ დოლარად გაყიდა.
ფიშლერმა კომიქსის ეს ისტორია შეადარა 1911 წელს ლეონარდო და ვინჩის მონა ლიზას ქურდობას ლუვრის მუზეუმიდან, შემთხვევას, რომელმაც მანამდე შედარებით ნაკლებად ცნობილი ნამუშევარი მსოფლიოს ყველაზე ცნობილ ნახატად აქცია.
"ნახატის დაბრუნებამ მონა ლიზა უბრალოდ და ვინჩის დიდი ნამუშევრიდან მსოფლიო სიმბოლოდ აქცია, და სწორედ ეს არის Action Comics No. 1: ამერიკული პოპ-კულტურის სიმბოლო".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები