თითქმის 4-წლიანი პაუზის შემდეგ, სერიალი თეირანი ახალი სეზონით დაბრუნდა — ნახეთ ტრეილერი
ფოტო: Apple TV
ხანგრძლივი მოლოდინის შემდეგ, გახმაურებული სერიალი თეირანი მაყურებელს ახალი სეზონით დაუბრუნდა. ისრაელური ჯაშუშური თრილერის მესამე სეზონის პრემიერა Apple TV-ზე 9 იანვარს შედგა. სეზონი ამჯერადაც რვა ეპიზოდს მოიცავს, ახალ სერიებს კი პარასკევობით ვიხილავთ.
თეირანის მთავარი გმირი ისრაელის სადაზვერვო სამსახურის — მოსადის — აგენტი, ირანში დაბადებული ებრაელი თამარ რაბინიანია, რომელიც ქვეყანაში საგანგებო მისიით ბრუნდება. მესამე სეზონში სიუჟეტი კიდევ უფრო დრამატულად ვითარდება, რადგან ამჯერად თამარი არა მხოლოდ ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიას, არამედ მოსადსაც გაურბის. ამ სეზონში ახალი პერსონაჟიც ჩნდება: სამხრეთაფრიკელი ბირთვული ინსპექტორი ერიკ პიტერსონი, რომლის როლსაც ცნობილი ინგლისელი მსახიობი ჰიუ ლორი ასრულებს.
თეირანის შემქმნელი ისრაელის საზოგადოებრივი მაუწყებელია, მსოფლიოში მის ჩვენებას კი Apple TV+ უზრუნველყოფს, რომელმაც ახალი სეზონის პრემიერის თარიღი რამდენჯერმე გადასწია. მესამე სეზონის გადაღებები ჯერ კიდევ 2023 წლის ზაფხულში დასრულდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც იმავე წლის 7 ოქტომბერს ისრაელს ირანის მხარდაჭერილი ტერორისტული ორგანიზაცია, ჰამასი, დაესხა თავს და ღაზაში ომი დაიწყო, Apple TV+-მა განუსაზღვრელი დროით გადადო სერიალის გამოსვლა. თუმცა, ისრაელში ახალი სეზონის პრემიერა 2024 წლის დეკემბერში მაინც შედგა.
დისტრიბუტორი კომპანიის არგუმენტაცია, რომ სერიალის სიუჟეტი მეტისმეტად სენსიტიური შეიძლება ყოფილიყო მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, აზრს მოკლებული არაა: თეირანმა რამდენჯერმე "იწინასწარმეტყველა" რეგიონში მომხდარი ამბები. მაგალითად, პირველ სეზონში ისრაელი ირანის ბირთვულ ობიექტებს ბომბავს (რამდენიმე თვის წინ განხორციელებული თავდასხმის მსგავსად), მეორე სეზონში კი ერთ-ერთ ირანელ სამხედრო ლიდერს მობილური ტელეფონის გამოყენებით დისტანციურად აფეთქებენ (როგორც ჰეზბოლას წევრები ააფეთქეს პეიჯერებით 2024 წელს).
ზოგიერთი თეირანს "ისრაელურ პროპაგანდად" მიიჩნევს, თუმცა, კრიტიკოსების უმრავლესობა თვლის, რომ სერიალი ისრაელი-ირანის მრავალწლიანი დაძაბული ურთიერთობის კომპლექსურობას და ორივე მხარის ინტერესებს აჩვენებს.
სანამ ჩვენ ახალ სერიებს მივადევნებთ თვალს, უკვე დაწყებულია მუშაობა მეოთხე სეზონზეც. როგორც ცნობილია, ამ სეზონის სცენარის დიდი ნაწილი ხელახლა დაიწერა, რათა 7 ოქტომბრის შემდგომი გეოპოლიტიკური ვითარება უკეთ აესახა.
თუ სერიალებს თვალს აქტიურად ადევნებ, არ დაგავიწყდეს, შემოიხედო ჩვენს ჯგუფშიც – ერთი სერიაც და…
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები