პაატა სალია

12 Jan. 2026, 19:15

პაატა სალია: "ირაკლი ღარიბაშვილმა გამოძიებასთან ითანამშრომლა, შესაბამისად, ეს იყო ერთ-ერთი წინაპირობა იმისთვის, რომ მასთან საპროცესო გარიგება გაფორმებულიყო. ბრალდებულსა და სახელმწიფოს შორის შეთანხმება მოხდა და მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

რა თქმა უნდა, ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია, თუმცა, ხაზგასასმელია და მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოში კანონი უზენაესია. თითოეულ მოქალაქეს, არ აქვს მნიშვნელობა რა თანამდებობის პირია, უბრალო მოქალაქეა თუ პრემიერმინისტრია, კანონის დაცვა ნებისმიერ ადამიანს ევალება და შესაბამისად, დღეს ჩვენ ამას ვხედავთ, რომ საქართველოში კანონის უზენაესობა დაცულია. ამ შემთხვევაში, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, კანონი უნდა აღსრულდეს, რადგან დანაშაული ჩადენილია, ჩამდენი ვინც არ უნდა იყოს".

— განაცხადა "ოცნების" ხელისუფლების იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებაზე. შეგახსენებთ, 2-გზის ყოფილი პრემიერმინისტრი, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, უწყებამ ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა და მას სასჯელის ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…