ყველაფერი, რაც ლარა კროფტის ახალ სერიალზე ვიცით
ამაზონის სერიალი Tomb Raider ახალ ეტაპზე გადადის, პროექტს ოფიციალურად შეუერთდნენ ჯეისონ აიზეკსი და სიგურნი ვივერი, რაც სერიალის გუნდს ვიდეოთამაშების ადაპტაციებს შორის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ შემადგენლობად აქცევს.
ფოტო: Variety
ჯეისონ აიზეკსი სერიალში Atlas De Mornay-ს როლს შეასრულებს, ხოლო სიგურნი ვივერი ითამაშებს Evelyn Wallis-ს, იდუმალ და გავლენიან ქალს, რომელიც ლარა კროფტის უნარებითაა დაინტერესებული და მის პოტენციალს საკუთარი მიზნებისთვის იყენებს.
სათავგადასავლო ვიდეოთამაშების ფრენჩაიზი Tomb Raider 1996 წელს შეიქმნა და აერთიანებს კვლევას, თავსატეხებსა და თავგადასავალს. თამაში წლების განმავლობაში რამდენჯერმე განახლდა: კლასიკური თამაშებიდან უფრო რეალისტურ და ნარატიულ ვერსიამდე.
ლარა კროფტი ეკრანზე უკვე არაერთხელ გაცოცხლდა: პერსონაჟი 2001 და 2003 წლებში ითამაშა ანჯელინა ჯოლიმ ფილმებში Lara Croft: Tomb Raider და The Cradle of Life, ხოლო 2018 წელს მთავარი როლი შეასრულა ალისია ვიკანდერმა, რომელმაც პერსონაჟს უფრო მიწიერი და ფიზიკურად მძიმე ინტერპრეტაცია შესთავაზა. Amazon Prime Video-ის სერიალი იქნება ლარა კროფტის პირველი დიდი სერიალი.
ფოტო: People.com
ლარა კროფტი — სოფი თერნერი
სერიალის მთავარი როლი, ლარა კროფტი სოფი თერნერს ეკუთვნის. მისი მონაწილეობა პროექტში ჯერ კიდევ შარშან გახდა ცნობილი და Amazon MGM Studios-მა ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გადაღებები 2026 წლის 19 იანვარს დაიწყება.
ფოტო: Deadline
თერნერმა ახლახან თქვა, რომ როლისთვის თითქმის ერთი წელია ფიზიკურად ემზადება და მისი აზრით ეს სერიალი განსაკუთრებული იქნება. "ბევრს ვერ ვიტყვი, მაგრამ ჩემი მომზადება 2025 წლის თებერვალში დაიწყო. უკვე თითქმის ერთი წელია ვვარჯიშობ და იანვარში გადაღებებს ვიწყებთ. ძალიან აღფრთოვანებული ვარ, თავს მზად ვგრძნობ".
მან ცალკე კომენტარიც გააკეთა ლარა კროფტის როლზე, ფილმების წინა ვერსიებზე:
"უსაზღვროდ ბედნიერი ვარ, რომ ლარა კროფტის როლს ვასრულებ. ეს ისეთი პერსონაჟია, რომელიც ძალიან ბევრს ნიშნავს უამრავი ადამიანისთვის და მე ყველაფერს ვდებ ამ როლში. ანჯელინასა და ალისიას ძლიერი შესრულებების შემდეგ ამ როლის მორგება უზარმაზარი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ფიბის ხელმძღვანელობით ჩვენ ძალიან უსაფრთხო ხელში ვართ. მოუთმენლად ველოდები, როდის ნახავთ, რას ვამზადებთ".
ვინ მუშაობს სერიალზე?
სერიალის შემქმნელი, სცენარისტი და თანაშოურანერია ფიბი ვოლერ-ბრიჯი (Fleabag, Killing Eve), რომელიც პროექტზე ჩად ჰოჯთან (Wayward Pines, Good Behavior) ერთად მუშაობს.
ფიბი ვოლერ-ბრიჯი
ვოლერ-ბრიჯის თქმით, Tomb Raider-ის სამყაროს ეკრანზე გადმოტანა გულისხმობს არა მხოლოდ ფანებისთვის საყვარელი პერსონაჟების დაბრუნებას, არამედ ახალი გმირების დამატებასაც:
"Tomb Raider-ს ბევრი მნიშვნელოვანი პერსონაჟი ჰყავს. ძალიან მიხარია, რომ ეკრანზე გადმოვიტანეთ როგორც ფანებისთვის საყვარელი სახეები, ასევე რამდენიმე ახალი პერსონაჟიც".
Amazon-ის განცხადებით, შოუ Tomb Raider-ის მემკვიდრეობას შეინარჩუნებს და მაყურებელს ახალ თავგადასავლებს შესთავაზებს
სერიალის პრემიერა მოსალოდნელია 2027 წელს, ზუსტი თარიღი ჯერ არ გამოცხადებულა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები