ირანელ დიპლომატებს ევროპარლამენტში შესვლა აეკრძალათ
ირანელ დიპლომატებს თეირანის რეჟიმის მიერ მომიტინგეების სასტიკი ჩახშობის საპასუხოდ ევროპარლამენტში შესვლა აეკრძალებათ. ამის შესახებ ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ ეს გადაწყვეტილება ევროპარლამენტარებისთვის გაგზავნილ წერილში გამოაცხადა. აკრძალვა გავრცელდება პარლამენტის ყველა შენობაზე — ბრიუსელსა და სტრასბურგში, სადაც ძირითადი დებატები იმართება, ასევე ლუქსემბურგში მდებარე სამდივნოზე.
ეს ნიშნავს, რომ ირანის პასპორტის მქონე ყველა პირი შესასვლელთან შემოწმდება და ისინი, ვინც რეჟიმისთვის მუშაობენ, ვერ შეძლებენ შენობაში შესვლას.
"ირანელ ხალხს შეუძლია კვლავ დაეყრდნოს ამ პარლამენტს მხარდაჭერის, სოლიდარობისა და ქმედებების თვალსაზრისით," — დაწერა მეცოლამ წერილში.
აკრძალვა იმ ფონზე გამოცხადდა, როცა საერთაშორისო აღშფოთება იზრდება თეირანის მიერ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით გამართულ მასობრივ დემონსტრაციებზე ძალადობრივი რეაგირების გამო.
მეცოლამ არ გამორიცხა ევროკავშირის მხრიდან ახალი სანქციების დაწესება და მხარდაჭერა გამოუცხადა დემონსტრანტებს, რომლებიც აიათოლა ალი ხამენეის მმართველობის დასრულებას ითხოვენ. სანქციების საკითხი ამჟამად ოფიციალურად განიხილება ევროკავშირის დიპლომატიურ სამსახურში.
"ვინც ქუჩებში სიცოცხლეს რისკავს და ის პოლიტიკური პატიმრები, რომლებიც კვლავ დაკავებულები არიან, მათ მხოლოდ სოლიდარობა არ ჰყოფნით... მე მივიღე გადაწყვეტილება, ავკრძალო ირანის ისლამური რესპუბლიკის ყველა დიპლომატის, დიპლომატიური მისიების თანამშრომლის, მთავრობის წარმომადგენლისა და ოფიციალური პირის შესვლა ევროპარლამენტის ნებისმიერ შენობაში," — განაცხადა მეცოლამ.
მისი თქმით, ერთ-ერთი იდეა, რომელმაც წარსულში მხარდაჭერა მოიპოვა, არის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადება და "ევროკავშირის სანქციების გაფართოება ყველა იმ პირის მიმართ, ვინც ჩართულია რეპრესიებში, ძალადობასა და სიკვდილით დასჯებში".
"მაშინ, როცა ირანის ქუჩებში პროტესტი შეუჩერებლად გრძელდება, რეჟიმის რეპრესიებიც გრძელდება — იბლოკება კომუნიკაციები, ვრცელდება ცნობები ძალადობის, მკვლელობებისა და თვითნებური დაკავებების შესახებ... ვიცი, რომ ბევრი თქვენგანი ხედავს ირანის მამაც ხალხს, რომელიც ფეხზე დგას. ჩვენ გვესმის მათი — ისინი ღირსებასა და თავისუფლებას ითხოვენ", — აღნიშნა მან.
ცნობისთვივს, ირანში მასობრივი ქუჩის საპროტესტო აქციები 28 დეკემბრიდან მიმდინარეობს. ისინი თეირანის მთავარ ბაზარში დაიწყო, სადაც ჰიპერინფლაციისა და ფასების მკვეთრი რყევებზე პროტესტის ნიშნად ბევრმა მაღაზიის მეპატრონემ თავისი სავაჭრო ობიექტი დახურა.
29 დეკემბერს ირანის ეროვნული ვალუტა, რიალი, ახალ რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა (ერთი რიალი დაახლოებით 0.00002 ევროს ტოლი იყო). მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ოქტომბერში ირანში სურსათის ინფლაციამ 64.2%-ს მიაღწია — ეს მაჩვენებელი ქვეყნის ანტიინფლაციური რეიტინგით მხოლოდ სამხრეთ სუდანს უსწრებს.
აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია HRANA-ს მონაცემებით, ირანში მიმდინარე არეულობის დროს 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 10 600-ზე მეტი დააკავეს.
- HRANA: ირანში მიმდინარე არეულობის დროს 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
- რეზა ფეჰლავი: "ირანის თავისუფლება ახლოს არის, ჩვენ მარტო არ ვართ — გლობალური დახმარებაც მალე მოვა"
- შაჰ ფეჰლავის ვაჟი მზადაა, ირანში დაბრუნდეს
- კაია კალასი: მზად ვარ, წარვადგინო დამატებითი სანქციები რეჟიმის მიერ მომიტინგეების მიმართ სასტიკი რეპრესიების საპასუხოდ
- აშშ-ის სახდეპი და აშშ-ს საელჩო ირანში თავის მოქალაქეებს ირანის დატოვებისკენ მოუწოდებს
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები