"არ ესმით [შვილებს] რატომ უნდა დაიჭირონ მამა, რომელსაც ქვეყნისთვის კარგის მეტი არაფერი უკეთებია" — მარიამ თამაზაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებაზე
დაკავებული ექსპრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის და მარიამ თამაზაშვილის ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებას ეხმაურება. ის წერს, რომ "ირაკლისნაირი ადამიანები უბრალოდ არ ჩნდებიან, მისნაირი ერთგულება და სიყვარული ყველას არ შეუძლია". მისივე თქმით, "კითხვები ბევრია, რატომ? არ ესმით [შვილებს] რატომ უნდა დაიჭირონ მამა, რომელსაც ქვეყნისთვის კარგის მეტი არაფერი უკეთებია".
"ირაკლისნაირი ადამიანები უბრალოდ არ ჩნდებიან, მისნაირი ერთგულება და სიყვარული ყველას არ შეუძლია.
ძალიან გული მტკივა, რომ მიწევს ამის დაწერა, მაგრამ გული ვერ დაიტევს, მინდა ყველამ იცოდეს ირაკლი ვინ არის და რა ადამიანია.
"დეჟა ვუ" მაქვს, ერთი წლის წინ არჩევნების წინ დავწერე პოსტი, რა გავიარე, როცა მამაჩემი დაიჭირეს 2011 წელს და ვთქვი სიტყვები "ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მომავალ თაობასმსგავსი ფსიქოლოგიური ტერორი თავიდან ავაცილოთ".
მიჭირს, როცა ვიცი რა მტკივნეულია ეს ყველაფერი, მაგრამ ჩემი 9 და 10 წლის დისშვილებმა მამისგან დამშვიდობება მოისმინეს და იციან, რომ ციხეშია. კითხვები ბევრია, რატომ? არ ესმით რატომ უნდა დაიჭირონ მამა, რომელსაც ქვეყნისთვის კარგის მეტი არაფერი უკეთებია, ბავშვობიდან საქართველოს და რაც ყველაზე ძვირფასია, მშობლების უსაზღვრო სიყვარულში იზრდებიან. საბედნიეროდ, იციან რა არის სიყვარული, ნამდვილი გულწრფელი, უკიდეგანო სიყვარული. ამიტომ მტკივა ყველაზე მეტად. არ იმსახურებენ... არ იმსახურებენ ამ ტკივილს და დარდს.
5 წლის ვიყავი, ირაკლი რომ გავიცანი. ჩემს დაზე მიწებებული ვიყავი და ვიეჭვიანე, ახლაც მახსოვს, მაკდონალდში წამიყვანეს რუსთაველზე, ირაკლის ეჭვის თვალით ვუყურებდი, ვთხოვე დამალობანა მეთამაშე მეთქი, მეთამაშა და ბევრი ვიცინეთ.
ბევრი ეჭვიანობის მიუხედავად, რთული იყო არ შემყვარებოდა, მივიღე პატარა შტერმა მარიამმა იმიტომ, რომ მივხვდი, ჩემი და როგორ უყვარდა. სკოლაშიც ირაკლის დავყავდი, ჩვენთან ცხოვრობდნენ, სანამ სახლისთვის ფულს აგროვებდნენ, ჩემი ოთახი დავუთმე და მიხაროდა ყოველ დღე ამ სიყვარულს რომ ვხედავდი.
ირაკლი პარიზში რომ წავიდა სასწავლებლად, 3 სხვადასხვა რესტორანში მუშაობდა და თან ფულს აგროვებდა ოჯახისთვის. ეს ადამიანი ყველაზე თავმდაბალი, შრომისმოყვარე, ნიჭიერი და მოსიყვარულე იყო ყოველთვის. როცა არაფერი ჰქონდა 21 წლის ასაკში, ჩემს დას დაჰპირდა, რომ ისეთ მომავალს მისცემდა, როგორსაც იმსახურებდა, ეს პირობა ჩემს მშობლებსაც მისცა. ჩემს დას საუკეთესო მომავალი ნამდვილად აჩუქა, ისეთი სიყვარული, რომელზეც ყველა ქალი ოცნებობს. ყოველთვის ვეუბნებოდი, ხანდახან მორცხვად, რომ ჩემი მაგალითი იყვნენ, არიან და იქნებიან ოჯახის და სიყვარულის.
მამობაზე არც ვიცი როგორ ვისაუბრო, პრემიერი რომ იყო, ყველაზე მძიმე სიტუაციებში, სახლში მოდიოდა და ბავშვებს რჩევებს ეკითხებოდა: "მამ, რას ფიქრობ აბა, ხო სწორედ მოვიქეცი, შენ როგორ მოიქცეოდი, მერე ბურგერებს უკეთებდა ყველას და თამაშობდა ფეხბურთს ბავშვებთან ერთად. შვილებთან მეგობარიც არის, მამაც და ავტორიტეტიც. როგორ ახერხებს არ ვიცი... მოახერხა ეს ყველაფერი, არ ვიცი.. არც ის ვიცი, რატომ ხდება ეს ყველაფერი, ერთი ვიცი, რომ ირაკლისნაირი ადამიანები უბრალოდ არ ჩნდებიან, მისნაირი ერთგულება და სიყვარული ყველას არ შეუძლია.
იყო ადამიანი, არ არის მარტივი. ირაკლიზე ვინ რას დაწერს, არ აქვს მნიშვნელობა, ვისაც ღირსება, ქვეყნის სიყვარული და ადამიანობა აქვს, ყველა ხვდება ვინ არის. ვისაც გიხარიათ რაც ხდება, ჩემთვის თქვენ ადამიანები არ ხართ. ბავშვებზე რო ღლიცინებთ და გიხარიათ სხვისი უბედურება, მეცოდებით იმიტომ, რომ ვერასდროს ვერ მიხვდებით რა არის ამ ქვეყანაზე ყველაზე ძვირფასი: სიყვარული, რომელიც თვით უფალი ღმერთია.
ირაკლიზე არ ვნერვიულობ, უდიდესი შინაგანი ძალა და თავდაჯერება აქვს, რომელიც პირველ რიგში უფლის რწმენით, თავისი სიმართლით და ოჯახის სიყვარულით მოდის.
სიმართლე გაირკვევა და ყველაფერი მაგრად იქნება და ფრთხილად იყავით არ შეგრცხვეთ თქვენი ბინძური სიტყვების. ბავშვებს ნუ ეხებით, გეშინოდეთ ღმერთის! ღმერთმა შეგინდოთ და თქვენს შვილებს ჯანმრთელობა და ბედნიერება მისცეს!
ცუდსა რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი!
ღმერთმა დაგვიფაროს და გაგვაძლიეროს!
P.S სანთელ საკმეველი გზას არ დაკარგავს დიდი ილია თვლისო!", — წერს მარიამ თამაზაშვილი.
ორგზის ექსპრემიერი, შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ დააკავეს.
12 იანვარს დაუგეგმავად ჩაინიშნა ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო, შემდეგ კი პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გააფორმა და მას სასჯელის ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები