თეგეტა მოტორსი X CONTACT — პირველი სრულმასშტაბიანი AI-ვიდეო კრეატიულ კომუნიკაციაში
ფოტო: თეგეტა
ავტომობილის სეზონური მომზადება საგზაო მოძრაობის კულტურის ნაწილია, რომლის ამაღლებაზეც გარკვეული პასუხისმგებლობა თეგეტა მოტორსმა წლების წინ აიღო. ყოველი სეზონის დასაწყისში კომპანია მთავარ სათქმელს სხვადასხვაგვარად გადმოსცემს. ამჯერად თეგეტა მოტორსმა მარკეტინგულ კომუნიკაციაში ახალი, თანამედროვე ენა გამოიყენა და ზამთრის გადაგორება მომხმარებელს განსხვავებული ფორმით შესთავაზა. გადააგორე ზამთარი —კამპანია, რომელიც ხელოვნური ინტელექტის საშუალებით შექმნილი ვიზუალებით დაიწყო, გრძელდება შთამბეჭდავი ვიდეორგოლით, რომელიც ასევე ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მომზადდა. კონცეფციაზე კომპანიამ სააგენტო CONTACT-თან ერთად იმუშავა, ვიზუალური მხარე კი მთლიანად კრეატიულ სააგენტოს ანდო.
ელენე კოხრეიძე, თეგეტა ჰოლდინგის მარკეტინგის მთავარი ოფიცერი: „ჩვენთვის ეს კამპანია მხოლოდ ტექნოლოგიური ექსპერიმენტი არ ყოფილა. მთავარი მიზანი ჩვენი მესიჯის მეტი მკაფიობა გახლდათ — ზამთრისთვის ავტომობილის მომზადება პირდაპირ უკავშირდება უსაფრთხოებას, პასუხისმგებლობასა და საგზაო კულტურას. სააგენტო CONTACT-თან ერთად განვსაზღვრეთ სამი ტიპის მომხმარებელი: ის, ვინც წინასწარ ემზადება; ის, ვინც საკითხის მარტივად გადაჭრის გზებს ეძებს და ბოლოს ის, ვინც საკითხის მოგვარებას მხოლოდ გამოუვალ სიტუაციაში იწყებს. გვსურდა, მათთვის გვეჩვენებინა, რომ თეგეტა მოტორსი დასახმარებლად ყოველთვის მზად არის. დატვირთული საახალწლო პერიოდის გათვალისწინებით გადავწყვიტეთ, ვიზუალურად დივერსიფიცირებული და, ამასთანავე, შთამბეჭდავი ვიდეორგოლი შეგვექმნა, რომელიც მომხმარებლის ყურადღების მიღმა ვერ დარჩებოდა. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო კრეატიულ სააგენტო CONTACT-ს და ასევე Visual Solution AI-ს (Los Angeles), რომელთა დიდი ძალისხმევითაც ეს რთული პროექტი წარმატებით განხორციელდა.
თეგეტა მოტორსი მუდმივად ცდილობს, დანერგოს სიახლეები და ვამაყობთ, რომ ამჯერადაც პირველები ვართ, ვინც ხელოვნური ინტელექტი ბრენდულ კომუნიკაციაში მსგავსი მასშტაბით გამოიყენა“.
ფოტო: თეგეტა
კრეატიული სააგენტო CONTACT-ისა და თეგეტა მოტორსის ერთობლივ სამუშაო პროცესში შემუშავებული იდეა მარტივ, მაგრამ უნივერსალურ დაკვირვებას ეფუძნება — ზამთრის გადაგორებას თითოეული ადამიანი საკუთარი სტილით ახერხებს. განსხვავებული ყოველდღიურობა, მარშრუტები და გამოწვევები მრავალფეროვან სცენარს ქმნის, თუმცა ყველას აერთიანებს ერთი საერთო საჭიროება: ავტომობილის უსაფრთხო და დროული მომზადება ზამთრისთვის.
ვიდეორგოლი, რომელიც სამ დამოუკიდებელ სცენას მოიცავს, ორ კვირაზე ნაკლებ დროში მომზადდა.
გოგიტა ჩიკვაიძე, კრეატიული სააგენტო CONTACT-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი: “გვსურდა, ვიდეოს ყველა დეტალი ადამიანური იდეის შედეგი ყოფილიყო, ხელოვნური ინტელექტი კი მხოლოდ ინსტრუმენტი. სწორედ ეს ართულებდა დავალებას, რომელიც უმოკლეს დროში უნდა შეგვესრულებინა. აღსრულების ნაწილში ლოს-ანჯელესის Visual Solution AI. მათი ჩართულობით ვიდეოს შესაქმნელად 20-მდე სხვადასხვა AI პლატფორმა და ხელსაწყო გამოვიყენეთ. ხელოვნურმა ინტელექტმა არ შემოგვთავაზა გადაწყვეტები, არამედ შეასრულა ზუსტად ის, რაც ჩვენ დავგეგმეთ და გვინდოდა. შედეგად კი მივიღეთ სრულად ნატურალური ვიზუალური ესთეტიკა.
ამასთან ერთად, გვინდოდა, სცენარში გათვალისწინებული სამი სცენა სხვადასხვა სტილით გადმოგვეცა და სამი რეჟისორის ხედვას დავეყრდენით. Quentin Tarantino-ს, Wes Anderson-ისა და Alejandro González Iñárritu-ს საკულტო ფილმებიდან გადმოტანილი ოპერატორული ხედვები და ვიზუალური ენა ერთსა და იმავე იდეას რადიკალურად განსხვავებული პრიზმიდან აჩვენებს, რომ ზამთრის გადაგორების ყველას თავისი სტილი აქვს.
ჩვენ პირველები ვართ საქართველოში, ვინც ასეთი სირთულის ამოცანას თავი გავართვით. მადლობა თეგეტა მოტორსს ნდობისა და შესაძლებლობისთვის“.
მიუხედავად იმისა, რომ თეგეტა მოტორსის მთავარი სათქმელის გადმოცემა ხელოვნურ ინტელექტს დაევალა, პროცესს უწყვეტად ახლდა ადამიანური ხედვა, სტრატეგიული კონტროლი და ბრენდის იდენტობის დაცვა. კომპანიაში ამბობენ, რომ მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ ტექნოლოგიური სიახლე, არამედ მისი გამოყენება სწორი მიზნისათვის. საბოლოოდ, ინოვაციურმა ფორმამ მესიჯი უფრო მკაფიო გახადა და ნათლად აჩვენა, თუ როგორ შეიძლება ხელოვნური ინტელექტი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობით დატვირტულ საკომუნიკაციო ინსტრუმენტად იქცეს.
---
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები