ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ინტერნეტის გამორთვა მოხდა ირანელი ხალხის უსაფრთხოების გამო მოხდა
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, სეიედ აბას არაყჩი თეირანში რეზიდენტ ელჩებსა და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ირანის საელჩო თბილისში ავრცელებს.
შეხვედრაზე საუბრისსას მან ირანში არსებული ვითარებაც განიხილა. მისი თქმით, 28 დეკემბერს დემონსტრაციები ირანის კონსტიტუციის შესაბამისად დაიწყო და პროტესტის მშვიდობიანი სახით გამოხატვა ირანის ნებისმიერი მოქალაქის უფლებას წარმოადგენს. მისივე განმარტებით, მეორე ეტაპზე დემონსტრაციებზე საერთოდ სხვა პირები გამოჩნდნენ და ყველაფერმა ძალადობრივი ხასიათი მიიღო.
საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ "8 იანვრიდან დაწყებული 10 იანვრამდე, დემონსტრაციებს უკვე ტერორისტული და შეიარაღებული დაჯგუფებები შემოუერთდნენ, რომელთაც დემონსტრანტებს იარაღი დაურიგეს."არაყჩიმ აღნიშნა ისიც, რომ ეს შეიარაღებული პირები ცეცხლს უხსნიდნენ არა მხოლოდ პოლიციელებს, არამედ უბრალოდ პირებსაც იმისთვის, რომ მსხვერპლთა რაოდენობა გაეზარდათ "ვინაიდან ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ხალხზე თავდასხმის შემთხვევაში, ირანს თავს დაესხმებოდა," — წერია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
"ჩემი მიზანია, ამ შეხვედრაზე ვისაუბრო იმ მოვლენების შესახებ, რომელსაც, ბოლო დღეების მანძილზე, ადგილი ჰქონდა ირანის სხვადასხვა ქალაქების ქუჩებსა და მოედნებზე. მინდა, გაგიზიაროთ ჩვენი დასკვნები. რამდენიმე კვირაში ჩვენ ვიზეიმებთ რევოლუციის გამარჯვების 47-ე წლისთავს. ეს აჩვენებს თუ რაოდენ რთული გზა განვლო ირანელმა ხალხმა წლების მანძილზე, რათა დაეცვა საკუთარი თავისუფლება და ღირსება, ამავდროულად კი წინ აღდგომოდა გარე ძალებს, რომლებიც ირანზე თავისი გავლენის განვრცობას ლამობდნენ.
28 დეკემბრიდან ბაზრის და პროფკავშირების წარმომადგენლების დემონსტრაციები დაიწყო, რომელიც სრულიად მშვიდ გარემოსა და ირანის კონსტიტუციის შესაბამისად ტარდებოდა. პროტესტის მშვიდობიანი სახით გამოხატვა ირანის ნებისმიერი მოქალაქის უფლებას წარმოადგენს. 28-30 დეკემბერს, პირველ ეტაპზე, დემონსტრაციებს მშვიდობიანი ხასიათი ჰქონდა და ძირითადად ბაზრის და პროფკავშირების დონეზე ტარდებოდა. თავის მხრივ, მთავრობამ დაუყოვნებლივ დაიწყო მოლაპარაკებები პროფკავშირების წარმომადგენლებთან.
პრეზიდენტი პირადად შეხვდა პროფკავშირების და სავაჭრო პალატის ხელმძღვანელს, ასევე ეკონომიკური სფეროს წარმომადგენლებს. ეკონომიკური მიმართულებების მინისტრებმა ასევე გამართეს შეხვედრები და მოისმინეს მათი სურვილები, ამ მიმართულებით გადადგეს გარკვეული ნაბიჯები და განახორციელეს ზოგიერთი ეკონომიკური რეფორმა. ვინაიდან დემონსტრაციები მშვიდობიანად და პროტესტის გამოხატვის მიზნით ტარდებოდა, პროფკავშირებმა და ეკონომიკური სფეროს წარმომადგენლებმა ისაუბრეს საკუთარი პრობლემების შესახებ. მთავრობამ მოისმინა ეს პრობლემები. პირველ ეტაპზე, დემონსტრაციები შემცირდა და მისი ადგილი დიალოგმა დაიკავა.
მეორე ეტაპზე დემონსტრაციებზე საერთოდ სხვა პირები გამოჩნდნენ. ამ ეტაპზე აქციებმა უკვე ძალადობრივი ხასიათი მიიღო. დასავლეთის არაერთ ქვეყანას, მათ შორის ამერიკას, მსგავსი დემონსტრაციები გამოუცდია. ჩვენი უსაფრთხოების ძალები სრული თავშეკავებით მოქმედებდნენ და ცდილობდნენ, წინ აღდგომოდნენ ძალადობას. პირველიდან შვიდ იანვრამდე სწორედ ასეთი სახის დემონსტრაციები იმართებოდა, რომელსაც თან ახლდა ძალადობრივი კომპონენტიც, თუმცა, ჩვენი გადმოსახედიდან, მისი კონტროლი მაინც შეიძლებოდა.
8 იანვრიდან დაწყებული 10 იანვრამდე, დემონსტრაციებს უკვე ტერორისტული და შეიარაღებული დაჯგუფებები შემოუერთდნენ, რომელთაც დემონსტრანტებს იარაღი დაურიგეს. ამდენად, სრულიად ცხადი შეიქმნა, რომ მათი ახალი გეგმის მიხედვით, დემონსტრაციები უნდა გაეყვანათ თავისი ძირითადი ჩარჩოდან და ექციათ ძალადობრივ და სისხლისმღვრელ შეტაკებებად. ეს შეიარაღებული პირები ცეცხლს უხსნიდნენ არა მხოლოდ პოლიციელებს, არამედ უბრალოდ პირებსაც. მათ მიზანს წარმოადგენდა მსხვერპლთა რაოდენობის ზრდა, ვინაიდან ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ხალხზე თავდასხმის შემთხვევაში, ირანს თავს დაესხმებოდა. ეს განცხადება თავისთავად წარმოადგენს სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევის მკაფიო ნიმუშს. მაშასადამე, ის ძალები, რომელთაც არეულობის და ქაოსის მოწყობა სურდათ, ყოველნაირად ცდილობდნენ გაზრდილიყო მსხვერპლთა რიცხვი, რათა შედეგად პროცესებში ამერიკა ჩარეულიყო. ჩვენს ხელთ არსებული ხმოვანი ჩანაწერები ასახავს, თუ როგორ მოუწოდებენ ეს ძალები დემონსტრანტებს, ცეცხლი გაუხსნან პოლიციას, ხოლო იმ შემთხვევაში თუ პოლიციელისთვის სროლა ვერ მოახერხეს, ესროლონ უბრალო ხალხს, მათ წინ მდგარ გოგო-ბიჭებს. მათი თქმით, მთავარი მხოლოდ ისაა, რომ მსხვერპლთა რაოდენობა გაიზარდოს და რაც შეიძლება მეტი სისხლი დაიღვაროს", — განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე თქვა, რომ ოფიციალურად აღიარებენ ყველა ირანელის უფლებას, გამოხატონ პროტესტი, მაგრამ არეულობას, საზოგადოებრივი საკუთრებისთვის ცეცხლის წაკიდებას, ტერორისტულ ქმედებებს, ხალხისთვის და შეიარაღებული ძალებისთვის ცეცხლის გახსნას ვერც ერთი ქვეყანა შეიწყნარებს. მისივე განმარტებით, "უკანასკნელი სტატისტიკის მიხედვით, ხალხი მოითხოვს ამ არეულობის შეჩერებას და მის ალაგმვას."
"მოგვეპოვება მრავალი საბუთი და დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ამერიკის და ისრაელის ჩართულობას ამ ტერორისტულ ქმედებებში. ისრაელის მედიასაშუალებები აცხადებენ, რომ ისრაელი ჩართულია ირანში ოპერაციების დაგეგმვაში. CIA-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა მაიკ პომპეომ ტვიტერზე დაწერა კიდეც: ვულოცავ ახალ წელს ქუჩაში მდგომ ხალხს და მათ გვერდით მყოფ მოსადის თანამშრომლებს. ეს სრულიად ცხადი აღიარებაა იმისა, რომ რომ სპარსულ ენაზე მოსაუბრე მოსადის აგენტები იმყოფებიან ირანის ქუჩებში. ჩვენ ვიკვლევთ ამ საკითხებს. პასუხისმგებლებად მიგვაჩნია ის პირები, რომელთა ქმედებები გახდა მსხვერპლთა რაოდენობის გაზრდის მიზეზი. მათაც უნდა აღიარონ საკუთარი პასუხისმგებლობა.
საინტერესოა, რომ ზოგიერთი დასავლური ქვეყანა, ნაცვლად ტერორიზმის დაგმობისა, გმობს პოლიციის ქმედებებს. ეს ის ქვეყნებია, რომელთაც ღაზაში 70 ათასი უდანაშაულო პირის მკვლელობაზე თვალი დახუჭეს. მათ არ დაუგმიათ ამერიკის და ისრაელის თავდასხმა ირანზე, ახლა კი ტერორისტების გამო ნიანგის ცრემლებს ღვრიან. ჩვენ ოფიციალურად ვაღიარებთ ყველა ირანელის უფლებას, გამოხატონ პროტესტი, მაგრამ არეულობას, საზოგადოებრივი საკუთრებისთვის ცეცხლის წაკიდებას, ტერორისტულ ქმედებებს, ხალხისთვის და შეიარაღებული ძალებისთვის ცეცხლის გახსნას ვერც ერთი ქვეყანა ვერ შეიწყნარებს. იმედს გამოვთქვამ, რომ ის ქვეყნები, რომელთაც არასწორი პოზიცია დაიკავეს, თვალს გაუსწორებენ არსებულ რეალობას. უკანასკნელი სტატისტიკის მიხედვით, ჩვენი ხალხი მოითხოვს ამ არეულობის შეჩერებას და მის ალაგმვას. მოსახლეობის მხოლოდ 30% -ს მიაჩნია,რომ ეს არეულობა ეკონომიკური პრობლემების შედეგია. 70%-ზე მეტი თვლის, რომ არეულობის უკან გარე ძალები დგანან.
გვინდა ჩვენი ხალხის დაღვრილი სისხლის გამო დამნაშავეებმა პასუხი აგონ. ამ საკითხის კვლევას როგორც საერთაშორისო ინსტანციებში, ასევე შიდა სამართლებრივი გზებით გავაგრძელებთ. უსაფრთხოების ძალები ამჟამად აკონტროლებენ ვითარებას. იმედი გვაქვს, სხვა ქვეყნების მხრიდან ადგილი არ ექნება არასწორ გათვლას. ჩვენი ამ სამ დღეში განვითარებული მოვლენები მიგვაჩნია 12 დღიანი ომის გაგრძელებად, რომლის მიზანიც გარეთ დაგეგმილი არეულობის ირანში გადმოტანა იყო. მაგრამ ხალხმა თავისი ერთიანობით მათ წინააღმდეგობა გაუწია. ამ ჯერზე სცადეს ტერორისტული ოპერაცია ქვეყნის შიგნიდან დაეწყოთ, რათა შეემზადებინათ ნიადაგი საგარეო ინტერვენციისთვის, რაც მორიგი არასწორი გათვლა აღმოჩნდა. ამჟამად უსაფრთხოების ძალები აკონტროლებენ ყველა ქალაქს.
ირანელი ხალხი ირანის ისლამური რესპუბლიკის დროშის ქვეშ შეიკრიბა", — განაცხადა მინისტრმა.
არაყჩი ასევე შეეხო მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტის გამორთვას და აღნიშნა, რომ ინტერნეტის ირანელი ხალხის უსაფრთხოების გამო გაითიშა. მისივე განმარტებით, "ირანი არ ესწრაფვის ომის გაჩაღებას, თუმცა ომისთვის მზადაა".
"ინტერნეტის გამორთვა მოხდა ირანელი ხალხის და თქვენი უსაფრთხოების გამო. ამჟამად თანამშრომლები ამ საკითხთან დაკავშირებით საუბრობენ უსაფრთხოების უწყებებთან, რათა საელჩოებში ინტერნეტის მიწოდება აღდგეს და საქმიანობა ჩვეულ პროცესს დაუბრუნდეს.
...ირანი დიდი და ძლიერი ქვეყანაა და ყოველთვის ასეთი იყო. ირანი კანონიერად გამართულ მშვიდობიან დემონსტრაციებს ხელს არ უშლის და როგორც თავადაც იხილეთ, ხელისუფლება დიალოგში შევიდა და ამ დიალოგების პროცესში გარკვეული რეფორმებიც განხორციელდა. არსებობს უსაფრთხოების საკითხები, რასაც თქვენც აღიარებთ და რომლის საფრთხეც თქვენთვისაც რეალურია, ამიტომ გარკვეული შეზღუდვები გაგრძელდება მანამდე, სანამ დავრწმუნდებით, რომ არანაირი საფრთხე აღარ არსებობს.
ირანი არ ესწრაფვის ომის გაჩაღებას, თუმცა ომისთვის მზადაა", — თქვა არაყჩიმ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები