გაიცანით კაცი, რომელიც ნიუ-იორკის ქუჩებში მიუსაფარ ძაღლებს ზურგჩანთით ასეირნებს
ბრაიან რაისბერგმა სოციალურ ქსელში მილიონობით გამომწერი თავისი კორგის, მაქსინის, ზურგჩანთით გასეირნებით მოიპოვა. ახლა ის მიუსაფარ ძაღლებსაც ასეირნებს.
ფოტო: The New York Times
ბრაიანმა შავ-თეთრი ძაღლი, ბრეივი, ზურგჩანთაში ჩასვა და მასთან ერთად სასეირნოდ გავიდა. როცა ბრაიანი მანჰეტენის ერთ-ერთ ქუჩაზე გადადიოდა, მან ქალი შენიშნა, რომელსაც ძაღლის მოფერება სურდა.
ყოყმანის გარეშე, ბრაიანი უკან გადაიხარა, რათა ქალს, ტრიშ კლენსისა და მის შვილს, შინეიდ კლენსი-ამერს, ძაღლის მოფერება შესძლებოდათ.
"შეიძლება სახლში წავიყვანო ?" — იკითხა ქალბატონმა კლენსიმ ღიმილით.
ფოტო: The New York Times
რაიან რაისბერგის მიზანიც სწორედ ეს იყო. "ძაღლები გარეთ გაგვყავს ვიდეოს გადასაღებად, რათა პატრონის პოვნაში დავეხმაროთ", — უპასუხა მან და აჩვენა მათი ვებგვერდი, სადაც ბრეივის ასაყვანად განაცხადის წარდგენა შეეძლოთ.
37 წლის რაისბერგს TikTok-ზე 4.1 მილიონი გამომწერი ჰყავს, რომლებიც უყურებენ ბრაიანის თავგადასავლებს მაქსინთან, მის 10 წლის კორგისთან, ერთად.
ივლისიდან — როცა ჯანმრთელობის პრობლემების გამო მაქსინი დროებით ჩამოშორდა თავის საყვარელ საქმიანობას — ბრაიანმა თანამშრომლობა დაიწყო ცხოველთა კეთილდღეობის ეროვნულ ორგანიზაციასთან, Best Friends Animal Society-თან, რათა ქალაქში მიუსაფარი ძაღლების რაოდენობა შეემცირებინათ.
აღსანიშნავია, რომ თავშესაფრის ძაღლებთან ერთად ვიდეოების გადაღება რაისბერგს მეგობარმა შესთავაზა, რათა მათ პატრონის პოვნაში დახმარებოდა. რაისბერგმა ეს იდეა ცხოველთა კეთილდღეობის ეროვნულ ორგანიზაციას გააცნო/
10 ივლისს, რაისბერგმა პირველი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც 10 თვის ლეკვის, აქსელის, თავგადასავლები იყო ასახული — როგორ შედიოდა ის მეტროში და დარბოდა ცენტრალურ პარკში.
აქსელის ვიდეო ორ მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა. ცხრა დღის შემდეგ რაისბერგმა ახალი ვიდეო გამოაქვეყნა წარწერით — "გამოიცანით, ვინ მიდის დღეს სახლში!" აქსელის ახალი პატრონი ქალი იყო, რომელმაც ძაღლის ვიდეო ტიკტოკზე ნახა.
ფოტო: The New York Times
რაისბერგი და მაქსინი ისევ აგრძელებენ თავგადასავლებს. ცოტა ხნის წინ, მისი მე-10 დაბადების დღისთვის, რაიანი Empire State Building-ის კიბეებზე ავიდა, მას ზურგჩანთაში მაქსინი ჰყავდა ჩასმული.
ერთ-ერთი ძაღლი, სახელად ბიგ ბერტა, ბრაიანმა თითქმის თავად აიყვანა. ნიუ-იორკის ცხოველთა მოვლის ცენტრების შემდგომი პოსტის თანახმად, ბიგ ბერტას ვიდეო ერთმა ოჯახმა ნახა და მისი აყვანა გადაწყვიტა. მას შემდეგ ძაღლს ბეტი უაითი დაარქვეს.
ფოტო: The New York Times
რაც შეეხება ბრეივს, ის მანამდე იშვილეს, სანამ რაისბერგი მის ვიდეოს გამოაქვეყნებდა. 2026 წელს ბრაიანი გეგმავს, რომ Best Friends Animal Society-ს ეწვიოს იუტაში.
"ამ საქმეს გავაგრძელებ მანამ, სანამ ეს შემიძლია", — აღნიშნა ბრაიანმა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები