ბოლო თავგადასავალი: Stranger Things-ის ფინალური სეზონი კადრს მიღმა
დოკუმენტურ ფილმში ჩანს, რომ ბოლო სეზონის გადაღებები იწყება მაშინ, როდესაც ფინალური ეპიზოდის სცენარი ჯერ კიდევ არ არის დასრულებული.
ფოტო: Netflix
ათი წლის და ხუთი სეზონის შემდეგ Stranger Things დასრულდა, და ბევრ ფანს მაინც უჭირს ამ სამყაროსთან დამშვიდობება.
სერიალის ბოლო ეპიზოდის გამოსვლის შემდეგ სოციალურ ქსელებში გავრცელდა თეორია, სახელწოდებით Conformity Gate, რომლის მიხედვითაც თითქოს Netflix-ზე დამატებითი, საიდუმლო ეპიზოდი უნდა გამოსულიყო. ამ ეპიზოდის მოლოდინში ფანებმა ნეტფლიქსიც კი გათიშეს. ეპიზოდი არ გამოსულა, თუმცა ცოტა ხნის წინ გამოვიდა კადრს მიღმა გადაღებული დოკუმენტური ფილმი One Last Adventure: The Making of Stranger Things 5, რომელიც ცდილობს მაყურებელს გარკვეული პასუხები შესთავაზოს.
დოკუმენტური ფილმი გვთავაზობს უნიკალურ ხედვას სერიალის შექმნის პროცესზე.
ფოტო: Netflix
დოკუმენტური ფილმის ავტორი მარტინა რადვანი BBC Newsbeat-თან საუბარში ამბობს, რომ ფანების თეორია მისთვის "ცოტა უცნაური" იყო.
"რატომ უნდა დაემალათ ეს?" — კითხულობს ის.
თუმცა, რადვანი აღიარებს, რომ ათწლიანი თავგადასვლის შემდეგ გულშემატკივრებისთვის დამშვიდობება ნამდვილად რთულია. მისი თქმით, ორსაათიანი დოკუმენტური ფილმის, ბოლო თავგადასავლის, მიზანია ერთდროულად შესთავაზოს მაყურებელს გარკვეული ემოციური დასასრული და შეახედოს ისინი სცენარისტთა ოთახში და სერიალის შექმნის პროცესზე.
მეხუთე სეზონის გადაღებებს 230 დღეზე მეტი დასჭირდა და ჯამში 630 საათი ვიდეომასალა ჩაიწერა.
ფოტო: Netflix
1980-იანი წლების ესთეტიკით შთაგონებული, მონსტრებითა და პარალელური განზომილებებით სავსე სერიალის ავტორები, ძმები დაფერები, საყვარელი შოუს დასასრულის მზადებისას უზარმაზარი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდნენ. ეს ზეწოლა დოკუმენტურ ფილმშიც აშკარად ჩანს, გადაღებები იწყება მაშინ, როდესაც ფინალური ეპიზოდის სცენარი ჯერ კიდევ არ არის დასრულებული.
ეს აღმოჩენა ბევრ ფანს შოკში აგდებს.
მარტინა რადვანი განმარტავს, რომ ასეთი მასშტაბის პროექტზე "ყველაფრის წინასწარ დაწერა უბრალოდ შეუძლებელია" და ტელევიზიასა და კინოში ნორმალური პრაქტიკაა გადაღებების პარალელურად სცენარის წერა.
მისი თქმით, სცენარისტთა ოთახში შეხედვა "ნამდვილი საჩუქარი და პრივილეგიაა", რადგან ხშირად იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს სცენარის წერა უბრალოდ მაგიდასთან დაჯდომა და ტექსტის დაწერაა.
"სინამდვილეში ეს არის ფიქრი ათასობით საკითხზე, როგორ გადახლართო ყველა ეს ისტორია ერთმანეთში", — ამბობს ის — "ეს არის მსახიობების უზარმაზარი შემადგენლობა და 19 პერსონაჟის განვითარების გაერთიანება, მართლაც დიდი მიღწევაა".
დოკუმენტური ფილმი მაყურებელს აჩვენებს სცენარისტების შიდა დებატებსაც, მაგალითად, უნდა გამოჩენილიყვნენ თუ არა დემოგორგონები ფინალურ ბრძოლაში ვეკნასა და Mind Flayer-ის წინააღმდეგ, ან როგორი უნდა ყოფილიყო მთავარი გმირის, ილევენის საბოლოო ბედი, რომელსაც მილი ბობი ბრაუნი ასრულებს.
ფილმში ასევე ნაჩვენებია, ამ წლების განმავლობაში როგორ გაიზარდნენ მთავარი მსახიობები, როგორც სერიალში, ისე რეალურ ცხოვრებაში. ამისთვის გამოყენებულია მათი შესარჩევი კასტინგის ჩანაწერები და სცენები პირველი სეზონიდან, რომელიც 2016 წელს გამოვიდა.
დოკუმენტური ფილმი ასევე აჩვენებს, როგორ გაიზარდა მსახიობების გუნდი სერიალთან ერთად
ფოტო: Netflix
რადვანის თქმით, დოკუმენტურ ფილმში მნიშვნელოვანი იყო სერიალის ხანგრძლივობისა და თითოეული ადამიანის ინდივიდუალური და ჯგუფური განვითარების ასახვა.
ფილმის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაწილი სერიალის შექმნის მასშტაბის ჩვენებაა. ასობით შემოქმედი, მსახიობი და გუნდის წევრი დაუღალავად მუშაობდა ჰოუკინსის, Upside Down-ისა და Abyss-ის რეალისტურად შესაქმნელად, მკაცრ ვადებში და ზოგჯერ სრულად დასრულებული სცენარის გარეშეც.
"ასეთი საყვარელი და მასშტაბური შოუსთვის წნეხი უზარმაზარია", — ამბობს რადვანი — "სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, როგორ ახერხებენ ამას დაფერები. მიყვარს, რომ თავიდან ყველა ამბობს: 'ჩვენ არ ვიცით, ეს როგორ გავაკეთოთ, ეს შეუძლებელია' და მერე მაინც აკეთებენ".
დოკუმენტური ფილმის ბოლოს ნაჩვენებ დასკვნით სიტყვაში როს დაფერი ამბობს, რომ მეხუთე სეზონის გადაღებას 237 დღე დასჭირდა, გამოიყენეს 6 725 გადასაღები პოზიცია და საბოლოოდ დაგროვდა 630 საათი მასალა, რომელიც მონტაჟის შემდეგ დაახლოებით 10 საათამდე შემცირდა.
რადვანი ამბობს, რომ დოკუმენტური ფილმის შექმნისას მისი მთავარი მიზანი იყო ეჩვენებინა, როგორ იქმნება ასეთი მასშტაბური პროექტი, რომელმაც დაამტკიცა, რომ სერიალს შეუძლია ისეთი რაღაცების გაკეთება, რაც ადრე შეუძლებლად მიიჩნეოდა.
ეს იდეა თავად ძმები დაფერებისთვისაც მნიშვნელოვანია: ბავშვობაში ისინი კლასიკური ფილმების კადრს მიღმა დოკუმენტურ ფილმებს უყურებდნენ, მათ შორის ბეჭდების მბრძანებლის შესახებ გადაღებულ მასალებს, რაც მათთვის დიდი შთაგონება იყო.
ძმები დაფერები ბავშვობაში ნანახი კლასიკური ფილმების კადრს მიღმა გადაღებული დოკუმენტური ფილმებით იყვნენ შთაგონებულები.
ფოტო: Netflix
"ისინი ერთ დღეში არ გამხდარან წარმატებულები, ეს 40-წლიანი პროცესია", — ამბობს რადვანი — "რვა წლის ასაკში უკვე სრულმეტრაჟიან ფილმებს იღებდნენ. ჩემთვის ამ ყველაფრის ბირთვი ისაა, რომ ასახავენ ყველაფერს, რაც კინოგადაღებაში მიყვარს"
"და რაც მთავარია, ძმები თავიანთი ხელოვნებისა და ხედვის ერთგულები არიან, რასაც, როგორც რეჟისორი, ძალიან ვაფასებ".
დოკუმენტური ფილმი ასევე ამხელს, რომ Stranger Things-ის ფინალური ეპიზოდის გადაღება დაიწყო მაშინ, როცა სცენარი ჯერ კიდევ ბოლომდე დასრულებული არ იყო. თავად ძმები დაფერები აღიარებენ, რომ საბოლოო ტექსტი მზად არ ჰქონდათ, მიუხედავად იმისა, რომ სერიალის დასასრული კონცეპტუალურად დაგეგმილი იყო.
"ეს არ ნიშნავს, რომ არ ვიცით, როგორ მთავრდება სერიალი, ყველაფერი მოფიქრებულია", — ამბობს მეთ დაფერი — "უბრალოდ, მე უნდა დავწერო და დრო ძალიან ცოტა გვაქვს"
ფინალური ეპიზოდი, სახელწოდებით The Rightside Up, საბოლოო ბრძოლას აჩვენებს ვეკნას წინააღმდეგ. დოკუმენტურ ფილმში წარმოების ასისტენტი მონტანა მანისკალკო ამბობს: "ჩვენ ვიღებთ მერვე ეპიზოდს, რომელიც ჯერ ბოლომდე დაწერილი არ არის, სპოილერი! ასე რომ, ბოლომდე თავადაც არ ვიცით, რა ხდება".
მეთ დაფერი ამბობს, რომ გადაღებების დაწყებამდე მერვე ეპიზოდი სრულად არ წაუკითხავს.
"ასე არასდროს მიმუშავია. ძალიან უცნაურია პირდაპირ მერვე ეპიზოდზე გადახტომა… არ მომწონს. მართლა არ მომწონს".
მისივე თქმით, მერვე ეპიზოდზე მუშაობისას მათზე ძლიერი წნეხი მოდიოდა, როგორც წარმოების ჯგუფისგან, ისე Netflix-ისგან.
"ეს იყო ყველაზე რთული სცენარისტული პირობები, რომელშიც ოდესმე ვყოფილვართ, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ტექსტი აუცილებლად კარგი უნდა ყოფილიყო, არამედ იმიტომაც, რომ ძალიან ბევრი ხმაური და ზეწოლა არსებობდა".
მეთ დაფერის თქმით, Stranger Things-ის ფინალური ეპიზოდის წერას მათ სცენარისტებთან ერთად ყველაზე დიდი დრო დასჭირდა, რაც კი ოდესმე ერთ ეპიზოდზე გაუტარებიათ.
One Last Adventure: The Making of Stranger Things 5-ის ნახვა Netflix-ზე შეგიძლიათ.
ასევე ნახეთ:
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები