ვენესუელა აცხადებს, რომ 400-ზე მეტი პატიმარი გაათავისუფლეს
ფოტო: REUTERS/Gaby Oraa
ვენესუელის პარლამენტის თავმჯდომარე ხორხე როდრიგესმა განაცხადა, რომ პატიმრების გათავისუფლების პროცესის ფარგლებში ციხიდან 400-ზე მეტი ადამიანი გამოუშვეს, თუმცა უფლებადამცველი ჯგუფები ამბობენ, რომ ბოლო დღეებში თავისუფლება მხოლოდ 60–70 პირმა მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
როდრიგესმა და აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასულ კვირას განაცხადეს, რომ აშშ-ის მიერ პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ, მშვიდობის ჟესტის ნიშნად, ბევრი პატიმარი გათავისუფლდებოდა.
ოპოზიციის მიერ პოლიტიკურ პატიმრებად მიჩნეული ადამიანების გათავისუფლება მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა. ვენესუელის ხელისუფლება ყოველთვის უარყოფდა, რომ ქვეყანაში ადამიანები პოლიტიკური ნიშნით იყვნენ დაკავებულები და აცხადებდა, რომ იმ 2 000 ადამიანიდან უმრავლესობა, რომლებიც 2024 წლის სადავო არჩევნების შემდეგ გამართულ პროტესტებზე დააკავეს, უკვე გაათავისუფლა.
"მივიღეთ გადაწყვეტილება, გარკვეული პატიმრების გათავისუფლების შესახებ — არა პოლიტიკური პატიმრების, არამედ ზოგიერთი პოლიტიკოსის, რომლებმაც დაარღვიეს კანონი და კონსტიტუცია," — განაცხადა როდრიგესმა პარლამენტის სხდომაზე და დასძინა, რომ ეს ნაბიჯი "მშვიდობიანი თანაცხოვრების" ხელშეწყობას ემსახურებოდა.
ამის პარალელურად, ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ ხუთშაბათიდან გათავისუფლებული პატიმრების რაოდენობა 60-დან 70-მდე მერყეობს.
ორშაბათს ვენესუელის სასჯელაღსრულების უწყებამ განაცხადა, რომ თავისუფლება 116-მა პირმა მოიპოვა.
Foro Penal-მა, წამყვანმა ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, თქვა, რომ წლის დასაწყისში ციხეებში სულ მცირე 800 პოლიტიკური პატიმარი იმყოფებოდა.
Reuters-ის ცნობით, ოპოზიციის ლიდერი და ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი მარია კორინა მაჩადო, რომელიც ხუთშაბათს ტრამპთან შეხვედრას გეგმავს, ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა პატიმრების გათავისუფლების საქმეში.
შეგახსენებთ, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 3 იანვარს განაცხადა, რომ ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე დააკავეს და ქვეყნიდან ვერტმფრენით აშშ-ში გადმოიყვანეს მას შემდეგ, რაც აშშ-მა კარაკასზე "მასშტაბური დარტყმები" განახორციელა.
ცნობისთვის, მადუროს ბრალად ედება კოკაინის ტრეფიკინგის ქსელის ხელმძღვანელობა, რომელიც ძალადობრივ ჯგუფებთან, მათ შორის მექსიკის სინალოას და ზეტას კარტელებთან, კოლუმბიის FARC-ის მეამბოხეებთან და ვენესუელის კრიმინალურ დაჯგუფება "ტრენ დე არაგუასთან" თანამშრომლობდა.
მას ოთხი სისხლის სამართლის ბრალდება აქვს წაყენებული: ნარკოტერორიზმი, კოკაინის იმპორტის მიზნით შეთქმულება, ასევე ავტომატური იარაღისა და დამანგრეველი მოწყობილობების ფლობა.
მადურო წლებია უარყოფს ამ ბრალდებებს და აცხადებს, რომ ისინი ვენესუელის მდიდარი ნავთობის რესურსების ხელში ჩაგდებისკენ მიმართული იმპერიალისტური გეგმების საფარია.
- ვენესუელას შს მინისტრი აცხადებს, რომ აშშ-ის თავდასხმის შედეგად 100 ადამიანი დაიღუპა
- ჩინეთი აშშ-ის მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს პრეზიდენტი მადურო და მისი მეუღლე
- ვენესუელაში შვიდდღიანი გლოვა გამოცხადდა
- ვენესუელის დროებითი პრეზიდენტი დელსი როდრიგესი გახდა
- ნიკოლას მადურო: მე უდანაშაულო ვარ, მე წესიერი ადამიანი ვარ, მე კვლავ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი ვარ
- შვეიცარიამ ნიკოლას მადუროს აქტივები გაყინა
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები