ლუვრი EU-ს არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის ბილეთების ფასს ზრდის
ფოტო: AP
საფრანგეთმა, 14 იანვარს, ლუვრის მუზეუმის შესასვლელი ბილეთების ფასი 45%-ით გაზარდა იმ პირებისთვის, რომლებსაც არ აქვთ ევროკავშირის მოქალაქეობა.
დღეიდან, ლუვრში შესასვლელად ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს — გარდა ნორვეგიის, ისლანდიის და ლიხტენშტაინისა — €22 ნაცვლად, €32 ($37.50) გადახდა მოუწევთ.
ფოტო: AP
გარდა ლუვრისა, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ კულტურულად მნიშვნელოვან სხვა ადგილებში, მათ შორის, ვერსალის სასახლეში, პარიზის ოპერის თეატრსა და შამბორის მუზემში, შესვლის ფასი 45%-ით უკვე გაიზარდა.
"ორმაგი ფასების" დებატი ევროპაში
ეს ნაბიჯი ევროპაში ე.წ. "ორმაგი ფასების" დანერგვის ყველაზე მკაცრი შემთხვევაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიზიტორებს მათი წარმოშობის მიხედვით განსხვავებულ ტარიფებს უწესებენ.
ეს პრაქტიკა გავრცელებულია ბევრ სხვა განვითარებად ქვეყანაში, თუმცა აქამდე ეს იშვიათობა იყო ევროპის ქვეყნებისთვის. აღსანიშნავია, რომ ამ ნაბიჯმა საფრანგეთში კრიტიკა გამოიწვია დისკრიმინაციული ხასიათის გამო, ვინაიდან ის ართულებს დაბალი შემოსავლის მქონე უცხოელი ვიზიტორებისთვის მონა ლიზასა და სხვა მნიშვნელოვანი ხელოვნების ნიმუშების მონახულებას.
ფოტო: Reuters
ფრანგულმა საინფორმაციო მედიამ, ოთხშაბათს, პარიზის მუზეუმის რამდენიმე ვიზიტორთან ისაუბრა, რომელთაგან ზოგიერთმა უკმაყოფილება გამოთქვა, ზოგმა კი ფასის უეცარი ზრდა კარგ პრაქტიკად მიიჩნია.
ფოტო: AFP
საფრანგეთის მთავრობამ ფასების უეცარ ცვლილებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს ხელს შეუწყობს მუზეუმისთვის ყოველწლიურად დამატებით 20-30 მილიონი ევროს შეგროვებას. ეს თანხა მოხმარდება რემონტს, მათ შორის, გასულ წელს გაძარცული ლუვრის დანაკარგებს.
მუზეუმის მონაცემების მიხედვით, 2024 წელს ლუვრს 8.7 მილიონი ვიზიტორი ეწვია, მათგან 23% ფრანგი იყო, ხოლო 13% — პარიზისა და მისი შემოგარენის მცხოვრებლები. ამასთანავე, ფრანგი ვიზიტორების თითქმის ორ მესამედს უფასოდ შესვლა შეეძლო.
მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან ჩამოსული არასრულწლოვანებისა და 26 წლამდე ასაკის ნებისმიერი საფრანგეთის მოქალაქისთვის ლუვრში შესვლა უფასოა. 20-მდე ადამიანისგან შემდგარი ჯგუფები, რომლებიც ჯგუფურად ჯავშნიან ტურებს, იღებენ ფასდაკლებას.
იმ შემთხვევაში, თუ 18 წლამდე პირი არ ხართ ან არ გაქვთ დაგეგმილი ჯგუფური ტური, €22 ნაცვლად, დღეიდან, ლუვრში შესასვლელად €32 (თითქმის 100₾) გადახდა მოგიწევთ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები