სასარგებლოა თუ არა ცხელი წყლის დალევა?
ფოტო: Getty Images
ადამიანის ჯანმრთელობისთვის ნებისმიერი ტემპერატურის წყლის მიღება სასარგებლოა, იქნება ეს ცივი, თუ — ცხელი. წყალი ორგანიზმს გამართულად ფუნქციონირებაში ეხმარება და დეჰიდრატაციისგან იცავს. თუმცა, ჰიდრატაციის ზოგად სარგებელთან ერთად, არსებობს მოსაზრება, რომ ცხელი წყლის მიღებას დამატებითი დადებითი ეფექტებიც აქვს.
საჭმლის მომნელებელი სისტემის გაუმჯობესება
სხეულში სითხის ნაკლებობა ხშირად ყაბზობას იწვევს. როდესაც ადამიანი საკმარის წყალს არ სვამს, წვრილი ნაწლავი საკვებიდან და სასმლიდან მიღებული წყლის შეწოვას ცდილობს, რაც იწვევს გაუწყლოებას და ართულებს დეფეკაციის პროცესს.
ქრონიკულმა დეჰიდრატაციამ შეიძლება მუდმივი ყაბზობა გამოიწვიოს, რაც თავის მხრივ ტკივილს, მუცლის შებერილობასა და ჰემოროიდულ დაავადებას — ბუასილს განაპირობებს.
ზოგიერთი კვლევის თანახმად, ერთი ჭიქა ცხელი წყალი ან სხვა თბილი სასმელი ამშვიდებს კუჭს და ხელს უწყობს შეკრულობისგან გათავისუფლებას.
ფოტო: Pinterest
სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება
ცხელი წყალი ვაზოდილატატორია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის სისხლძარღვებს აფართოებს და სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს.
სითბოს თერაპიას, მაგალითად, თბილი წყლის ბოთლებს ან ცხელ აბაზანებს ხშირად იყენებენ სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებისთვის. ამისთვის ნებისმიერი სახის ჰიდრატაცია სასარგებლოა, მათ შორის, ცივი წყლითაც, თუმცა ცხელი წყალი შეიძლება კიდევ უფრო მეტად დაეხმაროს სისხლის მოძრაობას.
კანკალის შემცირება
კანკალი სხეულის ბუნებრივი რეაქციაა სიცივეზე. 2017 წელს ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ თბილი სასმლის მიღება სხეულს ათბობს და კანკალს ამცირებს.
თბილი სითხის მიღებისას ორგანიზმს ნაკლები ენერგიის დახარჯვა უწევს სხეულის ტემპერატურის შესანარჩუნებლად. ცხელი წყლის დალევა განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც ხშირად უწევს ცივ გარემოში ყოფნა.
გაციების სიმპტომების შემსუბუქება
ფოტო: Getty Images
გაციების დროს ხშირია ყელის ტკივილი და ცხვირის გაჭედვა. თბილი სითხეების მიღება ამშვიდებს და ატენიანებს ყელს, ანთებით პროცესს კი — ამცირებს. გარდა ამისა, ცხელი სასმელები ხელს უწყობს ლორწოს გათხელებას, რაც ეხმარება სასუნთქი გზების გათავისუფლებას.
შესაძლო რისკები
ცხელი წყლის მიღებისას მთავარი რისკი დამწვრობაა. წყალი, რომელიც ხელით შეხებისას ნორმალური ტემპერატურის გვეჩვენება, შეიძლება ენისა და ყელისთვის ზედმეტად ცხელი აღმოჩნდეს. ამიტომ ჯობს, რომ მდუღარე წყლის მიღებას მოერიდოთ და სანამ თამამად დალევთ ცხელ სითხეს, ფრთხილად გასინჯოთ მისი ტემპერატურა.
ასევე გაითვალისწინეთ: მიუხედავად იმისა, რომ ჩაი და ყავაც ცხელი სასმელებია და ბევრი იმ დადებითი თვისებით ხასიათდებიან, რომლებიც ზემოთ აღვნიშნეთ, ისინი წყალს ვერ შეცვლიან. კოფეინიანი ჩაისა და ყავის ჭარბმა მიღებამ შეიძლება ნერვული აგზნებადობა ან შფოთვა გამოიწვიოს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები