ქალებმა გინეკოლოგიური სარკის ახალი, ნაკლებად მტკივნეული დიზაინი შექმნეს
ფოტო: Getty Images
ნიდერლანდების დელფტის უნივერსიტეტის ორი ინჟინერი ათწლეულების წინ შექმნილ სპეკულუმის (გინეკოლოგიური სარკე) დიზაინს თავიდან ქმნის, რათა იგი პაციენტებისთვის ნაკლებად მტკივნეული და საშიში გახდეს. სპეკულუმი ქალთა გინეკოლოგიურ გამოკვლევებში გამოიყენება.
ვაგინალური სპეკულუმი, რომელსაც ქალები მთელ მსოფლიოში ყოველდღიურად იყენებენ გინეკოლოგიური გამოკვლევების დროს, აუცილებელი ინსტრუმენტია, თუმცა პაციენტებისთვის ის ხშირად მტკივნეულად, ცივად და უსიამოვნოდ აღიქმება.
ფოტო: Getty Images
კუსკოს სპეკულუმი, ყველაზე ფართოდ გამოყენებული მოდელი, მეტალის ინსტრუმენტია, სახელურით, "ნისკარტის" ფორმის ნაწილითა და ხრახნით, რომელიც ვაგინაში გახსნის სიგანეს არეგულირებს. სპეკულუმის ბნელმა ისტორიამ (ის 180 წლის წინ ამერიკელმა ექიმმა შექმნა და მონობაში მყოფ ქალებზე გამოცადა) მკვლევარ თამარა ჰოველინგს უბიძგა, ინსტრუმენტი თავიდან დაეპროექტებინა.
ჰოველინგმა და არიადნა ისკარა გუალმა პროექტზე ერთად იმუშავეს. გუალმა აღნიშნა, რომ მაშინაც კი, როცა ის მსგავსი ფორმის ესკიზებს ხატავდა, ადამიანები "მაინც შიშით უყურებდნენ ამ მოწყობილობას".
ჰოველინგმა AFP-ს უთხრა, რომ ის "ცდილობდა ისეთი ფორმები ეპოვა, რომლებიც რეპროდუქციულ ორგანოებთან იქნებოდა ასოცირებული, მაგალითად, ყვავილი, რომელიც ასევე იხსნება".
პროტოტიპს ლილიუმი ეწოდა, შროშანის სახელის მიხედვით. ეს არის რბილი, პლასტმასის სპეკულუმი აპლიკატორით, უხმაურო, სამმხრივად გახსნადი კონსტრუქციით, რაც გამოკვლევის დროს უკეთეს ხილვადობას უზრუნველყოფს და ხელს უშლის ვაგინალური კედლების ჩაკეცვას.
პროექტის დაფინანსება ინჟინრებმა ხალხისგან შეგროვებული თანხით მოახერხეს და მხოლოდ ორ დღეში 100 000 ევრო შეაგროვეს, რამაც მოლოდინს გადააჭარბა. "ეს იმის დასტურია, რომ ნამდვილად ბევრს სურს ცვლილება, აქ რეალური პრობლემა არსებობს და ბაზარზე არსებული გადაწყვეტები საუკეთესო არ არის", — თქვა ჰოველინგმა.
მისივე თქმით, მან უამრავი ქალის წერილი მიიღო, რომლებიც წერდნენ, რომ "ამ მოწყობილობის გამო გინეკოლოგთან საერთოდ არ მიდიან, იმიტომ, რომ ეშინიათ და იმიტომ, რომ ტრავმული გამოცდილება აქვთ".
ონლაინ სივრცეში ქალებმა სიახლე სიხარულით მიიღეს. ერთმა ინსტაგრამზე დაწერა: "დაპროექტებულია ქალის მიერ, რომელმაც თავად იწვნია ის ტკივილი, რასაც კაცის მიერ შექმნილი სპეკულუმი იწვევს".
სხვა წერდა: "ჩემი ცხოვრების განმავლობაში პირველად გინეკოლოგმა 'პლასტმასის' (როგორც ჩანს) სპეკულუმი გამოიყენა. აქამდე ასეთი არაფერი მინახავს. გამჭვირვალე და გლუვი ზედაპირებით. ბევრად უკეთესია", ხოლო მესამე ქალმა უბრალოდ დაწერა: "მადლობა!"
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საშვილოსნოს ყელის კიბო ქალებში გავრცელებით მეოთხე ადგილზეა. მისი გამოვლენა შესაძლებელია პაპ-ტესტის ან HPV-ს სკრინინგის მეშვეობით, ეს ორივე პროცედურა სპეკულუმის გამოყენებით ტარდება.
ასევე ნახეთ:
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები