McDonald’s დადიანზე — თბილისში კიდევ ერთი, რიგით 21-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
ფოტო: McDonald’s საქართველო
McDonald’s საქართველო ქსელის გაფართოებას აგრძელებს და თბილისში, დადიანზე, ახალი რესტორანი გახსნა. თბილისის მასშტაბით 21-ე, ხოლო საქართველოში რიგით 28-ე რესტორანი, ცოტნე დადიანის #100-ში მდებარეობს.
ყოველი ახალი McDonald’s-ის რესტორნის გახსნა ნიშნავს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ტერიტორიული ხელმისაწვდომობის ზრდას, მომსახურების დროის ოპტიმიზაციასა და მომხმარებლებისთვის უკეთესი სამომხმარებლო გამოცდილების შეთავაზებას, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების გაუმჯობესების, ისე ადგილობრივი საზოგადოების მხარდაჭერის მიმართულებით.
ახალი რესტორნის გახსნის ღონისძიება ტრადიციულად პოზიტიური ემოციებით აღინიშნა. სივრცეში მკაფიოდ იგრძნობოდა ის ემოციები და ღირებულებები, რომლებიც McDonald’s-ის ბრენდთან ასოცირდება — სიხარული, ღიმილი და ადამიანებზე ორიენტირებული მიდგომა. სწორედ McDonald’s საქართველოს მიზანია შექმნას გარემო, სადაც თითოეულ სტუმარზე თანაბრად ნაწილდება კომფორტი, მეგობრული ატმოსფერო და მომსახურების მაღალი სტანდარტი, ანუ გამოცდილება, რომელიც McDonald’s-ის რესტორნებს ახასიათებს.
ფოტო: McDonald’s საქართველო
“1996 წელს, როდესაც საქართველოში პირველი McDonald’s-ის შემოყვანაზე მოლაპარაკებებს ვმართავდი გლობალურ მაკდონალდსთან, ვერც კი წარმოვიდგენდი, რა შედეგებს მივაღწევდით, რამდენი რესტორანი იქნებოდა და რა მასშტაბის როლს შეასრულებდა ეს ბრენდი ქვეყნის ეკონომიკაში, ბიზნესში, ტექნოლოგიებში და განსაკუთრებით ახალგაზრდების დასაქმებასა და განათლებაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადამიანური კაპიტალი. ჩვენი სისტემა უბრალოდ მორგებული კი არ არის ადამიანის საჭიროებებს, არამედ ხშირ შემთხვევაში გაუმჯობესებულია მსოფლიოში არსებულ სტანდარტებთან შედარებით, McDonald’s საქართველო დღეს McDonald’s-ის გლობალურ ქსელში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბაზრად ითვლება. ორი წლის წინ, ორლანდოში, მსოფლიოს საუკეთესო 1%-ში მოვხვდით მომსახურებისა და ხარისხის მიხედვით, ეს უკვე მეტყველებს ჩვენს წარმატებაზე.” — აცხადებს ბიზნესმენი თემურ ჭყონია.
რესტორანში მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია McCafe, ასევე MOP – მობილურის შეკვეთის სერვისი, რომელიც სტუმრებს საშუალებას აძლევს შეკვეთა წინასწარ დაგეგმონ და სწრაფად მიიღონ. აღნიშნული სერვისები ხაზს უსვამს, რომ ახალი რესტორანი სრულად ორიენტირებულია ოპერაციულ ეფექტიანობაზე, მომსახურების სისწრაფესა და ხარისხის უწყვეტ უზრუნველყოფაზე. ის, რაც უნდა იცოდეს McDonald’s-ის ერთგულმა მომხმარებლებმა, სპეციალური შეთავაზებები მხოლოდ დადიანის რესტორანში იქნება ხელმისაწვდომი, აპლიკაციაში 18 იანვრამდე,
რესტორნის გახსნის ღონისძიებაზე მთავარი აქცენტი სოციალურ პასუხისმგებლობაზე გაკეთდა. გახსნის დღეს McDonald’s-მა უმასპინძლა ორგანიზაცია — მომავლის გზის ბენეფიციარებს, სოციალურად დაუცველ ბავშვებს, რომელთა სურვილებიც კომპანიას წინასწარ ჰქონდა გაზიარებული. ბავშვებისთვის ეს დღე განსაკუთრებულად ემოციური აღმოჩნდა, ნატვრა სწორედ რესტორნის სივრცეში, უშუალოდ გახსნის ღონისძიების ფარგლებში აუსრულდათ და საჩუქრები პირადად გადაეცათ. ბავშვებზე ზრუნვა და მათი სიხარულის გაზიარება McDonald’s-ის გუნდისგან, ადამიანებზე ორიენტირებული მიდგომის მნიშვნელოვანი ნაწილია. მსგავსი ინიციატივები კომპანიისთვის მხოლოდ ერთჯერადი აქტივობა არ არის. ეს არის ღირებულებებზე დაფუძნებული ხედვა, რომლის მიზანიც ბავშვებისთვის პოზიტიური ემოციების შექმნა, მათზე ზრუნვა და იმ მცირე სურვილების რეალობად ქცევაა, რომლებიც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ინიციატივა McDonald’s საქართველოს მრავალწლიან ტრადიციას უკავშირდება. ყოველი ახალი რესტორნის კარი პირველად ბავშვებისთვის იღება.
ფოტო: McDonald’s საქართველო
“დადიანზე გახსნილი ახალი რესტორანი ჩვენთვის მხოლოდ ქსელის გაფართოება არ არის. თითოეული ახალი რესტორანი ნიშნავს მომხმარებლისთვის უფრო კომფორტულ და სწრაფ მომსახურებას, გაუმჯობესებულ სერვისს, უკეთეს ტერიტორიულ ხელმისაწვდომობას და, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ეს არის ნაბიჯი ქალაქის განვითარებისა და საზოგადოების ყოველდღიური ცხოვრების გამარტივებისკენ. McDonald’s საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ყოველი ახალი რესტორანი სოციალური პასუხისმგებლობის იდეით იხსნებოდეს. სწორედ ამიტომ, უკვე ტრადიციად ვაქციეთ, რომ ახალი რესტორნის კარი პირველად ბავშვებისთვის გავხსნათ და განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ მათ, ვისაც მეტი მხარდაჭერა სჭირდება. წელს, რადგან დადიანზე რესტორნის გახსნა ახალი წლის პერიოდს დაემთხვა, გადავწყვიტეთ ეს დღე კიდევ უფრო განსაკუთრებული ყოფილიყო და ბავშვებისთვის არა მხოლოდ სიხარული გაგვეზიარებინა, არამედ მათი სურვილებიც აგვესრულებინა. გვსურს, რომ McDonald’s-ის ნებისმიერი რესტორანი მათთვის სითბოს, ყურადღებისა და იმედის ადგილად იქცეს.“ — აცხადებს ელენე ბაღათურია, McDonald’s საქართველოს მარკეტინგის ხელმძღვანელი.
ახალი რესტორნის გასახსნელად განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა დაახლ. 6 მილიონ ლარს შეადგენს. ამასთან, McDonald’s საქართველოს მიერ განხორციელებული ინვესტიციების ჯამური მოცულობა 2025 წელს დაახლ. 42 მლნ ლარი იყო. გახსნის დღიდან წლის ბოლომდე კი — 234 მლნ ლარამდე. ბიუჯეტში შეტანილმა თანხამ 2025 წელს 39 მლნ ლარი შეადგინა. დადიანზე გახსნილ რესტორანში 80-მდე ადამიანი დასაქმდა.
პროექტის განხორციელებაში მონაწილეობდნენ, როგორც ადგილობრივი, ისე სპეციალიზებული კომპანიები. სამშენებლო სამუშაოები შეასრულა ოსტატმა, ელექტრობისა და საინსტალაციო სამუშაოები — TSS | Technical Service Solution-მა, გამწვანებაზე იმუშავა — აგრო დეკორ სერვისმა, ხოლო გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის სისტემები უზრუნველყო თბილმა სახლმა. ასევე პროექტში ჩართულები იყვნენ: ჯითიეს ელექტრონიქსი, სოლიდიტე, ჯი-ეს ჯგუფი, არქიტექტონიქსი, ევროლიფტი, დინექსი, ბილდონი, ყავის ლაბორატორია, ITCS, სმარტნეტი და პრო ელექტრონიქსი.
McDonald’s საქართველოში აცხადებენ, რომ კომპანია მომავალშიც გააგრძელებს ქსელის გაფართოებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და სოციალური ინიციატივების ინტეგრირებას. უახლოეს გეგმებში 2 ახალი რესტორნის დამატება მოიაზრება. McDonald’s საქართველო, თბილისს სცდება და ერთ ახალ რესტორანს რეგიონში, კერძოდ კი თელავში გახსნის.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები