ანსამბლი საქართველოდან — კარნეგი ჰოლის სცენაზე სუხიშვილები
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი — სუხიშვილების მთავარი სპონსორი.
ხმაურიანი და მძვინვარე ნიუ იორკის შუაგულში, 57-ე ქუჩასა და მეშვიდე ავენიუს მიმდებარე ტერიტორიაზე, არის ერთი უცნაური შენობა. შენობის ყოველი კედელი, სარკმელი, სკამი თუ მოაჯირი განსაკუთრებული რუდუნებითაა შერჩეული. ისე, რომ პატარა კუთხეც აკუსტიკის განუყოფელი ნაწილია.
ეს ნაგებობა გიგანტურიცაა და ინტიმურიც, ლეგენდარულიც და თავდავიწყების წყაროც, მის ჰანგებს ადამიანები ასწლეულებია სულგანაბული უსმენენ.
ნიუ იორკისგან ძალიან შორს კი არსებობს ანსამბლი, რომელმაც ხალხური ცეკვის წესები გადაწერა. გაუძლო საბჭოთა დიქტატურას, გარდამტეხ ეპოქებს, რევოლუციასა და რთულ ისტორიულ პერიოდში შემოინახა ქართული კულტურის ჰაეროვანი ფესვები, რომლებიც ერთდროულად ტრადიციულიც გახლავთ და ინოვაციურიც. შენობას კარნეგი ჰოლი ჰქვია, ანსამბლს კი სუხიშვილები და მათ შორის ლეგენდარული დუეტი 17 იანვარს შედგება.
კარნეგის ისტორიული აკუსტიკა
კარნეგი ჰოლში შესვლა თანამედროვე სამყაროს კულტურულ არქივში შებიჯებას ჰგავს. ამ კედლების ისტორიულ აკუსტიკაში წარსული აწმყოს განუყოფელი ნაწილი ხდება. ისტორიის ხმაც ყველაზე მკვეთრად, ალბათ, წარმოდგენის წინ დასდგურებულ სიჩუმეში ისმის.
კარნეგი ჰოლის სცენაზე გამოსვლა ნიშნავს გახდე იმ კულტურული ტრადიციის ნაწილი, რომელმაც დიდწილად განსაზღვრა თანამედროვე ეპოქის მუსიკა. ამ სივრცეში, წლიდან წლამდე, იკვრებოდა ყველაფერი: კლასიკური მუსიკიდან ჯაზამდე და ფსიქოდელიური როკიდან პოპამდე. ჰოლის აკუსტიკურ მეხსიერებაში დალექილია ერთდროულად ჩაიკოვსკი, მალერი, ბარტოკი, გერშვინი, ბილი ჰოლიდეი და ბიტლზი.
ისტორიის განმავლობაში კარნეგი ჰოლის მყარ, მაგრამ, იმავდროულად, მოქნილ კედლებში კულტურის წესები არაერთხელ დაირღვა და დაიწერა. აი, მაგალითად, 1961 წლის საღამოს, რომელიც შოუ-ბიზნესის ისტორიაში უდიდეს საღამოდაა მიჩნეული, კარნეგიში ჯუდი გარლანდის ხმამ სიმფონიასავით გაიჟღერა.
ჯუდი კარნეგიში წარმოდგენამ აუდიტორია რელიგიური ეპიფანიის მსგავს ტრანსში ჩააგდო, კონცერტის ბოლოს მსმენელები სცენასთან მოგროვდნენ და ჯუდისგან ჯიუტად ითხოვდნენ, არ დაესრულებინა საღამო.
ჯაზის დიდ საკონცერტო სცენაზე ოფიციალური გამოჩენაც კარნეგი ჰოლის ისტორიას უკავშირდება. 1938 წელს ბენი გუდმენის ბიგბენდის კონცერტმა ამ სცენაზე სრულიად გადაწერა პრესტიჟული მუსიკის ჩარჩოები და ჯაზის ადგილი დიდი სიმფონიური მუსიკის გვერდით მონიშნა.
არანაკლებ სიმბოლური იყო 1964 წელიც, როცა კარნეგი ჰოლის დარბაზი ბიტლომანიის ხმაურიანმა ტალღამ მოიცვა. ფილარმონიული კონცერტებისთვის ჩვეულმა სივრცემ იმ საღამოს ფსიქოდელიური როკისა და პოპის რიტმით დაიწყო ვიბრირება.
ამ ლეგენდარული ჰანგების პოლიფონიური ვიბრაცია დღესაც იგრძნობა კარნეგი ჰოლში, რომელიც თავად იქცა შემოქმედებითი ჟინის სიმბოლოდ და ქამელეონივით იცვლის სახეს.
სუხიშვილები — მოქნილი ტრადიცია
ანსამბლი საქართველოდან — ამ მოკრძალებული დახასიათების მიღმა დიდი ისტორიაა დასზე, რომელიც საბჭოთა კავშირში შეიქმნა, ქართული სულის დინამიკურობა მოძრაობით შემოინახა და მისი ცვალებადი სახე თეატრალურ წარმოდგენებში ასახა.
ანსამბლმა ხალხური ცეკვისა და პერფორმანსის საზღვრები განავრცო, ფოლკლორს ბალეტის ელემენტები შეურია, ძლიერი დრამატურგიითა და დახვეწილი ტექნიკით ცეკვა თეატრალურ წარმოდგენად აქცია. წარმოდგენად, რომელმაც დაიპყრო მსოფლიო სცენები — მეტროპოლიტენ ოპერა და მედისონ სქუერ გარდენი, როიალ ალბერტ ჰოლი და კოლიზეუმი.
საკონცერტო დარბაზ ლასკალას სუხიშვილების ვირტუოზული წარმოდგენა კი თითქმის ლეგენდადაა ქცეული. ეს იყო უპრეცედენტო ფენომენი, როცა პრესტიჟული დარბაზი ხალხური ცეკვის ანსამბლს დაეთმო. წარმოდგენის დასასრულს დარბაზში ოვაციები არ წყდებოდა და ფარდა რეკორდული რაოდენობით — 14-ჯერ აიწია.
ლეგენდარული შეხვედრა
80-წლიანმა ვირტუოზულმა საშემსრულებლო კარიერამ სუხიშვილების დასი კარნეგი ჰოლის კართან მოიყვანა. ლეგენდარული შეხვედრა 2026 წლის 17 იანვარს შედგება. ეს დღე დიდი კულტურული მოვლენაა, როცა კარნეგი ჰოლის ისტორიულ არქივად ქცეულ კედლებზე ანსამბლი საკუთარ ისტორიას დაწერს.
ღონისძიების ორგანიზატორია Emolas Corporation, გენერალური სპონსორი კი საქართველოს ბანკი, რომელიც სუხიშვილების უშრეტ შემოქმედებით ჟინს ერთგულად უჭერს მხარს.
თუ ქვეყნის საზღვრებს გარეთ ცხოვრობთ და გიყვართ ქართული კულტურა, შემოუერთდით ემიგრანტების ჯგუფს, და მსგავსი დღეები ერთად აღვნიშნოთ!
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები