მარია კორინა მაჩადომ დონალდ ტრამპს თავისი ნობელის მშვიდობის პრემია გადასცა
ვენესუელის ოპოზიციის ლიდერმა მარია კორინა მაჩადომ თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემიის მედალი გადასცა, რომელსაც 2025 წელს მიიღო.
"მე აშშ-ის პრეზიდენტს ნობელის მშვიდობის პრემიის მედალი გადავეცი", — განუცხადა მან ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ და ტრამპთან შეხვედრას "ისტორიული" და "წარმოუდგენელი" უწოდა.
მოგვიანებით ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა, რომ მაჩადო "შესანიშნავი ქალია, რომელმაც ბევრი რამ გადაიტანა".
"დიდი პატივი იყო დღეს ვენესუელელი მარია კორინა მაჩადოსთან შეხვედრა. ის შესანიშნავი ქალია, რომელმაც ბევრი რამ გადაიტანა. მარიამ ჩემი საქმიანობისთვის ნობელის მშვიდობის პრემია გადამცა. ეს ურთიერთპატივისცემის მშვენიერი ჟესტი იყო. გმადლობთ, მარია!" — თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მას შემდეგ, რაც აშშ-მ ვენესუელას შეუტია და პრეზიდენტი ნიკოლას მადურო დაატყვევა, მაჩადომ განაცხადა, რომ ოპოზიცია მზად იყო ვენესუელაში ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. ვენესუელაზე თავდასხმის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ტრამპმა განაცხადა, რომ მაჩადოსთვის ქვეყნის ლიდერობა რთული იქნებოდა. მან მას "კარგი ქალი" უწოდა, თუმცა, მისი თქმით, მას ვენესუელაში "არ აქვს მხარდაჭერა და პატივისცემა".
თეთრი სახლის წყაროებზე დაყრდნობით, "ვაშინგტონ პოსტი" იტყობინება, რომ ტრამპმა უარი თქვა მაჩადოს მხარდაჭერაზე, რადგან მან უარი თქვა მისთვის ნობელის პრემიის დათმობაზე. "თუ მას უარი ეთქვა [ნობელის პრემიაზე] და ეთქვა: "მე არ შემიძლია მისი მიღება, რადგან ის დონალდ ტრამპს ეკუთვნის", ის დღეს ვენესუელას პრეზიდენტი იქნებოდა", — თქვა გამოცემის ერთ-ერთმა წყარომ.
მაჩადოს ნობელის პრემია მშვიდობის დარგში 2025 წლის ოქტომბერში მიენიჭა. მაშინ მან ჯილდოს "ყველა ვენესუელელის ბრძოლის აღიარება“ უწოდა, რაც "თავისუფლების მოპოვების" სტიმულს წარმოადგენდა. მან პრიზი "ვენესუელას ტანჯულ ხალხს და პრეზიდენტ ტრამპს ჩვენი საქმის მტკიცე მხარდაჭერისთვის" მიუძღვნა.
- 2025 წლის ნობელის პრემია მშვიდობის დარგში მარია მაჩადოს მიენიჭა
- მარია მაჩადო: ნობელის პრემიას ვენესუელის ტანჯულ ხალხს და პრეზიდენტ ტრამპს ვუძღვნი
ნობელის კომიტეტმა განაცხადა, რომ ნობელის პრემიის გამოცხადების შემდეგ "მისი გაუქმება, გაყოფა ან გადაცემა შეუძლებელია".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები