აზერბაიჯანული SOCAR გაზის მიწოდებას ავსტრიასა და გერმანიაში დაიწყებს
აზერბაიჯანის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია SOCAR გაზის მიწოდებას ავსტრიასა და გერმანიაში დაიწყებს, რის შედეგადაც აზერბაიჯანული გაზის შემსყიდველი ქვეყნების რაოდენობა 16-მდე გაიზრდება, — ამის შესახებ კომპანიის წარმომადგენლებმა პროსამთავრობო მედიასაშუალება APA-ს განუცხადეს.
გაზი აღნიშნულ ქვეყნებში იტალიის გავლით, უკვე არსებული მარშრუტით გადაიზიდება. იტალია ისტორიულად ევროკავშირში აზერბაიჯანული გაზის ყველაზე მსხვილი შემსყიდველი ქვეყანაა.
APA-ს ცნობით, მიწოდება ტრანსადრიატიკული გაზსადენის (TAP) მეშვეობით მოხდება, რომელიც 2020 წელს ამოქმედდა და თურქეთიდან იტალიის სამხრეთ ნაწილამდეა გადაჭიმული.
APA-ს ავსტრიასა და გერმანიისთვის მიწოდებული გაზის მოცულობა, ასევე კონკრეტული შემსყიდველი კომპანიები არ დაუკონკრეტებია.
რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირების მცდელობის ფარგლებში ევროკავშირი სულ უფრო მეტად მიმართავს აზერბაიჯანს. თუმცა არსებობს შიში, რომ აზერბაიჯანი კვლავ მონაწილეობს რუსული წიაღისეული საწვავის "გათეთრებაში", რათა იგი ევროპულ ბაზარზე გაიყიდოს.
მანამდე, 2025 წლის მაისში, გაერთიანებულმა სამეფომ, როგორც რუსეთის ნავთობპროდუქტების "ჩრდილოვანი ფლოტის" სავაჭრო საქმიანობის შეზღუდვის მცდელობის ფარგლებში, აზერბაიჯანის სახელმწიფოს კუთვნილ ტანკერს სანქციები დაუწესა.
ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტის (OCCRP) მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული გემი — Zangazur — Azerbaijan Caspian Shipping Company-ს ეკუთვნოდა, რომლის აქციების 100% აზერბაიჯანის მთავრობას ეკუთვნის.
2025 წლის სექტემბერში ევროკავშირის საგარეო საქმეთა სპიკერმა ანიტა ჰიპერმა OC Media-ს დაუდასტურა, რომ ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები თურქეთში მდებარე STAR-ის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზეც გავრცელდა, რომელიც, რუსული ნედლი ნავთობის გადამუშავებაში მისი მონაწილეობის გამო, SOCAR-ისა და აზერბაიჯანის მთავრობის თანასაკუთრებაშია.
იმავე წლის ბოლოს, Reuters-მა წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ STAR-ის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ რუსული ნავთობის შესყიდვის ეტაპობრივი შეწყვეტა დაიწყო.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები