მეთ დეიმონის თქმით, Netflix ფილმებში სიუჟეტის 3–4-ჯერ გამეორებას ითხოვს
მისივე თქმით, პლატფორმა ასევე ითხოვს ისეთ სტრუქტურას, სადაც "სიუჟეტი დიალოგებში სამ-ოთხჯერ მეორდება, რადგან ხალხი ყურებისას ტელეფონს იყენებს".
ფოტო: Netflix
"ეს ნამდვილად მოახდენს გავლენას იმაზე, როგორ ვყვებით ისტორიებს", — ამბობს Netflix-ის ახალი კრიმინალური თრილერის, The Rip-ის ვარსკვლავი მეთ დეიმონი.
Netflix-მა ბოლო ათწლეულის განმავლობაში დიდი როლი ითამაშა კინოინდუსტრიის შეცვლაში და, მეთ დეიმონის თქმით, კიდევ უფრო მეტ ცვლილებასაც გეგმავს.
მსახიობმა ცოტა ხნის წინ ისაუბრა იმაზე, როგორ შეცვალა სტრიმინგპლატფორმამ ფილმების შექმნის გზა, კონკრეტულად, დიალოგებში სიუჟეტის გამეორების მოთხოვნით, იმის გამო, რომ ბევრი მაყურებელი ფილმებს სახლში უყურებს და არა კინოთეატრში.
"IMAX-ში ვნახე One Battle After Another, ამ განცდას არაფერი შეედრება", — თქვა დეიმონმა და ოჯახთან ერთად კინოთეატრში წასვლა გაიხსენა, როცა ბენ აფლეკთან ერთად ჯო როგანის პოდკასტს ესტუმრა — "უცნობებთან ერთად ხარ, მაგრამ მაინც შენიანებთან და ამ გამოცდილებას ერთად იზიარებთ. ყოველთვის ვამბობ, ეს ეკლესიაში წასვლას ჰგავს: განსაზღვრულ დროს მიდიხარ. არ გელოდება.
სახლში ფილმის ყურება კი სულ სხვა ამბავია. ოთახში უყურებ, შუქი ანთებულია, გარშემო ათასი რაღაც ხდება, ბავშვები დარბიან, ძაღლები დარბიან. ეს სრულიად სხვა დონის ყურადღებაა, რომლის დათმობაც შეგიძლია".
შეიძლება დიდი სცენა პირველ ხუთ წუთში გვქონდეს? გვინდა, ხალხი საყურებლად დარჩეს
დეიმონის თქმით, სწორედ ამ განსხვავებული ყურების ჩვევების გამო სურს Netflix-ს, რომ კინოს შემქმნელებმა ისტორიები სხვაგვარად მოყვნენ.
"ფილმის სტანდარტული ფორმულა, რაც ჩვენ ვისწავლეთ, ასეთია: ჩვეულებრივ სამი დიდი სცენაა, ერთი პირველ აქტში, ერთი მეორეში და ერთიც მესამეში", — განმარტა დეიმონმა — "ფულის დიდ ნაწილს მესამეზე ხარჯავ, ეს ფინალია. ახლა კი ისინი გვეკითხებიან: "შეიძლება დიდი სცენა პირველ ხუთ წუთში გვქონდეს? გვინდა, ხალხი საყურებლად დარჩეს".
მისივე თქმით, პლატფორმა ასევე ითხოვს ისეთ სტრუქტურას, სადაც "სიუჟეტი დიალოგებში სამი-ოთხჯერ მეორდება, რადგან ხალხი ყურებისას ტელეფონს იყენებს. ეს ნამდვილად დაიწყებს ზეგავლენას იმაზე, როგორ ვყვებით ისტორიებს", — ივარაუდა დეიმონმა.
თუმცა აფლეკმა აღნიშნა, რომ სტრიმინგზე გამოშვებული ნამუშევრებისთვის ეს ერთადერთი გზა არ არის მაყურებლის შესანარჩუნებლად.
"მაგრამ მერე Adolescence-ს უყურებ და იქ არაფერი მსგავსი არ არის გაკეთებული", — თქვა აფლეკმა, — "და ძალიან მაგარია. თან ბნელიც არის. ტრაგიკული და ინტენსიური. ეს არის კაცზე, რომელიც იგებს, რომ მის შვილს მკვლელობაში ადანაშაულებენ. კადრები დიდხანს აჩვენებს მათი თავების უკანა მხარეს. მანქანაში სხდებიან და არავინ არაფერს ამბობს".
დეიმონის აზრით, ასეთი პროექტები გამონაკლისია, თუმცა აფლეკი ამტკიცებს, რომ მინი-სერიალის წარმატება ადასტურებს: მაყურებლის ყურადღების შესანარჩუნებლად აუცილებელი არ არის სიუჟეტის "კოვზით ჭმევა".
"ეს აჩვენებს, რომ ამის გაკეთება საერთოდ არ გჭირდება, რომ ხალხმა გიყუროს", — თქვა აფლეკმა და დაამატა, რომ სტრიმინგი ეგზისტენციურ საფრთხეს არ წარმოადგენს და თხრობის ფორმის ცვლილება გარდაუვალი იყო, რადგან კინოთეატრებში სულ უფრო ნაკლები ადამიანი დადის.
თუმცა, მისი თქმით, კინოთეატრები არასდროს გახდება მოძველებული: "ხალხი მაინც ივლის კინოში, ზუსტად იმ მიზეზის გამო, რაც შენ თქვი. ეს მაგარი საქმეა. გარანტიას გაძლევ, რაც არ უნდა მოხდეს The Odyssey-ს აუცილებლად კინოთეატრში ვნახავ".
მეთ დეიმონი და ბენ აფლეკი ნეტფლიქსის ახალ ფილმში The Rip
ფოტო: Netflix
Netflix-ის ახალ ფილმში The Rip აფლეკი და დეიმონი მაიამის პოლიციელებს თამაშობენ, რომელთა ერთგულებაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, როცა ნანგრევებად ქცეულ სახლში ნარკოდილერების მილიონობით დოლარს პოულობენ. როლებისთვის მოსამზადებლად ისინი ნამდვილ პოლიციელებთან მუშაობდნენ.
The Rip-ში ასევე თამაშობენ კაილ ჩენდლერი, სტივენ იეუნი და ოქროს გლობუსზე ახლახან დაჯილდოებული ტიანა ტეილორი.
ასევე ნახეთ: საუკეთესო ფილმები და სერიალები, რომლებიც იანვარში Netflix-ზე გამოდის
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები