არტისტები, რომლებმაც კარნეგი ჰოლის სცენა მსოფლიო ისტორიად აქციეს
ფოტო: საქართველოს ბანკი
კარნეგი ჰოლი არ არის მხოლოდ საკონცერტო დარბაზი — ეს არის ადგილი, სადაც ხელოვნება დროის საზღვრებს სცდება და მისი ისტორია იწერება. 1891 წელს გახსნილი ნიუ-იორკის ეს ლეგენდარული სივრცე საუკუნეზე მეტია გამორჩეულ არტისტებს მასპინძლობს, მათ, რომლებმაც ეპოქები შექმნეს.
კლასიკური მუსიკიდან ჯაზამდე, სოულიდან როკამდე — კარნეგი ჰოლში შესრულებული თითოეული კონცერტი კულტურული მოვლენა ხდება, რომელიც თაობებს აერთიანებს და დროს უძლებს.
17 იანვარს კარნეგი ჰოლის სცენაზე ქართული ნაციონალური ბალეტი სუხიშვილები წარდგა და ჩვენც გავხდით მოვლენის მომსწრენი, რომელმაც ქართული ხელოვნება მსოფლიო ისტორიის ნაწილად აქცია. მუდმივი წინსვლისა და არგაჩერების პროცესში კი სუხიშვილების მთავარი სპონსორი კვლავაც საქართველოს ბანკია.
არტისტები, რომლებმაც კარნეგი ჰოლის სცენა ისტორიად აქციეს:
ბილი ჰოლიდეი
ყველა დროის ჯაზის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი. 1950-იან წლებში, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზში მისმა კონცერტებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ჯაზის, როგორც მუსიკალური ჟანრის აღიარებას და დამკვიდრებას.
ლუი არმსტრონგი
არტისტი, რომელმაც ჯაზი მსოფლიო სცენაზე აიყვანა. მისი გამოსვლა კარნეგი ჰოლში ჟანრის გლობალური აღიარების სიმბოლოდ იქცა. კარნეგი ჰოლი იყო ის ისტორიული ადგილი, სადაც პოპულარული მუსიკა და მაღალი კულტურა ერთ სცენაზე შეხვდა ერთმანეთს.
ელა ფიცჯერალდი
ჯაზის კიდევ ერთი ლეგენდა. მუსიკის პირველი ლედი, რომელიც აუდიტორიას თავისი უნაკლო ტექნიკით, თბილი ტემბრითა და ლეგენდარული იმპროვიზაციით აოცებდა. მისი გამოსვლები დღემდე ჯაზის ოსტატობის მაგალითად ითვლება.
არეტა ფრანკლინი
სოულის დედოფალი, თვრამეტი გრემის მფლობელი და ამერიკული მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო და ძლიერი წარმომადგენელი. კარნეგი ჰოლის სცენაზე მან გოსპელის სულიერი ძალა, სოულის ემოციური სიღრმე და ქალის ხმა, როგორც თავისუფლების სიმბოლო, გააერთიანა. მისი შესრულებები კულტურულ მანიფესტად იქცა.
მარია კალასი
ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი საოპერო მომღერალი. 1956 წელს კარნეგი ჰოლში გამართულმა მისმა ლეგენდარულმა რეციტალმა საოპერო დრამა და დაუფარავი ემოცია ერთ სივრცეში გააერთიანა. ეს იყო მომენტი, როცა საოპერო ხელოვნებამ საკონცერტო დარბაზის აუდიტორია მთლიანად მოაჯადოვა.
The Beatles
ბენდი, რომელმაც მუსიკის ისტორია შეცვალა. 1964 წელს, The Beatles-მა კარნეგი ჰოლში ორი ისტორიული კონცერტი გამართა. ეს გამოსვლები კულტურული გარდატეხის სიმბოლოდ იქცა. მომენტად, როცა როკ-მუსიკამ მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზში დაიმკვიდრა ადგილი.
მაილს დევისი
არტისტი, რომელმაც ჯაზის განვითარებას ახალი მიმართულება მისცა. მისი გამოსვლები კარნეგი ჰოლში იმ ეპოქების გადაკვეთაზე იდგა, როცა მუსიკა მისივე გავლენით ფორმას იცვლიდა — ქულ ჯაზიდან მოდალურ, შემდგომ კი ავანგარდულ ექსპერიმენტებამდე. ყოველივე ეს კარნეგი ჰოლის სცენას ცოცხალ ლაბორატორიად აყალიბებდა, სადაც ახალი იდეები იბადებოდა და ჯაზი ახალ სახეს იძენდა.
კარნეგი ჰოლი ყოველთვის იყო სივრცე, სადაც მსოფლიო მუსიკის ლეგენდები იდგნენ. სწორედ ამ ისტორიულ სცენაზე ქართული კულტურა წარდგა. სუხიშვილები კარნეგი ჰოლში - მოვლენა, რომელიც ქართულ ხელოვნებას მსოფლიო ისტორიის ნაწილად აქცევს.
ღონისძიების ორგანიზატორია Emolas Corporation, სუხიშვილების გენერალური სპონსორი კი საქართველოს ბანკია.
თუ ქვეყნის საზღვრებს გარეთ ცხოვრობთ და გიყვართ ქართული კულტურა, შემოუერთდით ემიგრანტების ჯგუფს, რომ მსგავსი დღეები ერთად აღვნიშნოთ!
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები