ანასტასია ზინოვკინა დახურული ტიპის ციხეში გადაიყვანეს, სადაც სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება და პაემნების რაოდენობა შეეზღუდება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ანასტასია ზინოვკინას ადვოკატის, დარია სამოდუროვას ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დახურული ტიპის ციხეში გადაიყვანეს. ზინოვკინას აღნიშნულ პენიტენციურ დაწესებულებაში სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება და პაემნების რაოდენობა შეეზღუდება.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ბრძანების საფუძვლად მითითებულია საიდუმლო სხდომის ოქმი. შესაბამისად, ადვოკატისთვის უცნობია — რის საფუძველზე მოხდა მსჯავრდებულის დახურულ ტიპის ციხეში გადაყვანა.
"2026 წლის 16 იანვარს ჩემს დაცვის ქვეშ მყოფთან, ანასტასია ზინოვკინასთან N5 პენიტენციურ დაწესებულებაში ვიზიტისას შევიტყვე, რომ 2026 წლის 15 იანვრის ბრძანებით, ანასტასია ზინოვკინას შუცვალეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპი და განუსაზღვრეს დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება. 2025 წლის 12 სექტემბრიდან ანასტასია მოთავსებული იყო ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.
2026 წლის 15 იანვრის ბრძანების საფუძვლად მითითებულია საიდუმლო სხდომის ოქმი. შესაბამისად ჩვენთვის უცნობია რა მიზეზით შეუცვალეს ანასტასია ზინოვკინას თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპი. ანასტასია ზინოვკინასთვის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპის შეცვლით მას შეეზღუდა სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება და პაემნების რაოდენობა.
ამ წლის 15 იანვრამდე ანასტასიას ჰქონდა განუსაზღვრელი რაოდენობით სატელეფონო ზარების განხორციელების უფლება, 15 იანვრის შემდეგ ანასტასია ისარგებლებს სატელეფონო ზარით თვეში 3-ჯერ. აქვე შეგახსენებთ, რომ ანასტასია ზინოვკინა მოთავსებულია სხვა პატიმრებისგან განცალკევებით, ანუ საკანში მარტოა და ყოველდღიურად ზარების განხორციელების შესაძლებლობით მას ადამიანებთან კომუნიკაცია შეეძლო, ამჯერად შეუზღუდეს ამდაგვარი სოციალიზაციაც. სხვა პატიმრებისგან განცალკევებით ანასტასიას მოთავსების ბრძანება გასაჩივრებულია უკვე სასამართლოში, რადგან პენიტენციურმა დეპარტამენტმა უარი გვითხრა საჩივრის დაკმაყოფილებაზე, ხოლო 2026 წლის 15 იანვრის ბრძანებას გავასაჩივრებ უახლოეს პერიოდში," — წერს დარია სამოდუროვა.
შეგახსენებეთ, რომ 18 იანვარს საპროტესტო მოძრაობამ "300 ქალი" ქალთა #5 პენიტენციური დაწესებულების დირექტორს ნესტან ვერულაშვილს მიმართა, რომ იმოქმედოს, რადგან მას აკისრია პასუხისმგებლობას ანასტასია ზინოვკინას და ნანა სანდერის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე:
"საპროტესტო მოძრაობა "300 ქალი" ქალთა #5 პენიტენციური დაწესებულების დირექტორს ნესტან ვერულაშვილს მიმართავს:
ქალბატონო ნესტან, ერთ-ერთი საჯარო ინტერვიუდან თქვენს რამდენიმე ციტატას გაგახსენებთ:
"უფალმა ინება, მოვხვდი აქ და რაც შემიძლია, იმას ვაკეთებ ჩემი მსჯავრდადებული ქალებისთვის".
"აქ კი არ ვმუშაობ, აქ ვცხოვრობ. ამიტომ თითოეულის (პატიმრის) გულის წყრომას, ტკივილს მაშინვე ვგრძნობ და თუ შემიძლია დახმარება, ვეხმარები".
"როცა ადამიანს უკან მოხედვის არ გეუხერხულება და არ გრცხვენია, პრობლემა არ არის".
გეთანხმებით და გთხოვთ, გააკეთოთ ყველაფერი, რაც აუცილებელია ქალი პატიმრებისთვის — კერძოდ, ანასტასია ზინოვკინას და ნანა სანდერის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან შემაშფოთებელი და საყურადღებოა. ჩვენი ინფორმაციით ისინი ვერ იღებენ სათანადო სამედიცინო მომსახურებას ციხის პირობებში. მათი წერილებითა და სატელეფონო საუბრებით ჩვენ ვიგებთ და ვისმენთ, რომ აუტანელია მათი ყოფა საკნებში და მათდამი გულგრილი დამოკიდებულება აშკარაა.
ქალბატონო ნესტან, მოგმართავთ როგორც ქალს და როგორც ქალთა #5 პენიტენციური დაწესებულების დირექტორს, გახსენებთ თქვენს სიტყვებს და ვალდებულებებს.
პირველ რიგში თქვენ გაკისრებთ პასუხისმგებლობას ანასტასია ზინოვკინას და ნანა სანდერის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე. იმოქმედეთ", — წერია მათ მიერ გავრცელებულ წერილში.
19 იანვარს კი სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურა ცეცხლაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რამდენიმე დღის წინ ანასტასია ზინოვკინა მოინახულა და მას "პოლიტიკურ ტყვეს" უწოდებს. მისივე თქმით, "ამ უკომპრომისო, პუტინის წინააღმდეგ მებრძოლ უშიშარ და თავგანწირულ გოგოს სასწრაფოდ ესაჭიროება საზოგადოების დახმარება და გვერდში დგომა, მინიმუმ ის მაინც უნდა შევძლოთ რომ პენიტენციურ დაწესებულებაში ორთოპედიული მატრასი და ბალიში მაინც შევაძენინოთ მისთვის".
"ჩემს ძვირფას აუდიტორიას, თანამებრძოლებს და საზოგადოებას უნდა მივაწოდო ერთი ძალიან საგულისხმო ინფორმაცია, სინდისი პატიმარზე და ნამდვილ პოლიტიკურ ტყვეზე, ანასტასია ზინოვკინაზე.
ანასტასია ვინახულე პენიტენციურ დაწესებულებაში რამდენიმე დღის წინ და გაოგნებული დავრჩი მისი მდგომარეობით, მისი ფიზიკური და ჯანმრთელობის მდგომარეობით. რამდენიმე საათი დავრჩი მასთან სასაუბროდ და მთელი ამ ხნის განმავლობაში ვერ დაჯდა, ხერხემალში ტკივილების გამო. ეს 30 წლის გოგო ავადმყოფობისა და ციხეში არსებული აუტანელი მდგომარეობის გამო 60 წლის ქალს დამსგავსებია. ძალიან დასუსტებულია, ფაქტობრივად, დაუძლურებულია და გამორიცხული არ არის მისი განადგურებული ჯანმრთელობა ციხის პირობებს ვეღარ გაუძლებს და ფატალურად დასრულდება მისი პატიმრობა.
ამ უკომპრომისო, პუტინის წინააღმდეგ მებრძოლ უშიშარ და თავგანწირულ გოგოს სასწრაფოდ ესაჭიროება საზოგადოების დახმარება და გვერდში დგომა, მინიმუმ ის მაინც უნდა შევძლოთ რომ პენიტენციურ დაწესებულებაში ორთოპედიული მატრასი და ბალიში მაინც შევაძენინოთ მისთვის.
და ბოლოს, ანასტასია ზინოვკინას რომ რამე დაემართოს ციხეში, ამ ცოდვას და სირცხვილს საქართველო და ქართული საზოგადოება საუკუნეები ვერ ჩამოირეცხავს.
მოგიწოდებთ პროტესტში ჩართულ აქტიურ საზოგადოებას, დავაორგანიზოთ აქციის სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებასთან და სასწრაფოდ რაღაცით ვუშველოთ ამ მებრძოლ, დაუჩოქებელ და თავდადებულ გოგოს.
თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!!!", — დაწერა ზურა ცეცხლაძემ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 12 სექმბერს, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების პერიოდში სისხლის სამართლის წესით დაკავებულ რუსეთის ორი მოქალაქეს — ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულს 8.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ.
დიდი ხანია ანასტასია ზინოვკინა ხერხემლის ტკივილს უჩივის და კლინიკაში გადაყვანას და მკურნალობას ითხოვს. 30 ოქტომბერს, ზინოვკინას მეგობარმა, ალიონა ზაიცევამ განაცხადა, რომ ანასტასიამ მას სატელეფონო ზარით შეატყობინა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ. ზინოვკინას ტკივილები იმდენად გაუსაძლისი გახდა, რომ ის საწოლიდან ვერ დგებოდა — "ღამის 9 საათზე შემოვიდა მედდა, მაგრამ ადგომაში არ დაეხმარა, პამპერსი ესროლა და გავიდა. ნასტიამ სცადა წამოდგომა, რომ პამპერსი ჩაეცვა, მაგრამ დაეცა იატაკზე და ასე იწვა ღამის 12 საათამდე".
3 ნოემბერს, სახალხო დამცველის აპარატი ანასტასია ზინოვკინას ჯანმრთელობის მდგომარეობას გამოეხმაურა. აპარატის განცხადებით, სახალხო დამცველის განცხადებით, მათ მანდატში არ შედის მსჯავრდებულის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები