10 სერიალი, რომელსაც 2026 წელს 10 წელი უსრულდება
ხშირად ის მოვლენები, რომელიც გუშინდელივით გვახსოვს, სინამდვილეში ძალიან დიდი ხნის წინ მოხდა. ამის მაგალითი ეს 10 სერიალია, რომელსაც ბევრი ჩვენგანი დღემდე უყურებს, მაგრამ ვერ ვიაზრებთ, რომ მათი გამოსვლიდან უკვე 10 წელი გადის. ეს სია დაგარწმუნებთ, რომ დრო მართლაც ძალიან სწრაფად გადის.
1. Stranger Things (2016-2025)
ფოტო: Netflix
სერიალი, რომლის პრემიერამდეც მხოლოდ ის ვიცოდით, რომ მასში ვაინონა რაიდერი მონაწილეობდა, გამოსვლისთანავე ფენომენად იქცა. Netflix-ის 2016 წლის პროექტი 2026 წლის დადგომისას დასრულდა. ძმებმა დაფერებმა სერიალით მისტიკური ისტორიები, მეგობრობა, სიყვარული და 80-იანი წლების ნოსტალგია შესანიშნავად გადმოგვცეს, მსოფლიოს კი მრავალი ნიჭიერი მსახიობი გააცნეს.
2. Westworld (2016-2022)
ფოტო: John P. Johnson/HBO
HBO-ს დრამა, რომელიც მაიკლ კრაიტონის 1973 წლის ფილმს ეფუძნება, 2016 წლის ყველაზე გახმაურებულ პრემიერად იქცა. სერიალი "ველური დასავლეთის" თემატიკის პარკზე გვიყვება, სადაც სტუმრები რობოტი "მასპინძლების" ხარჯზე თავიანთ ყველაზე ბნელ ფანტაზიებს რეალობად აქცევენ.
სერიალის პირველმა სეზონმა HBO-ს ისტორიაში რეკორდული რაოდენობის მაყურებელი მიიზიდა და 2023 წლამდე ყველაზე ნახვად სადებიუტო სეზონად რჩებოდა. ახალი სერიების გამოსვლისას მაყურებელი ინტერნეტში ყველა დეტალს განიხილავდა და თეორიებს თხზავდა. სერიალმა ემის 54 ნომინაცია დაიმსახურა და 9-ჯერ გაიმარჯვა, თუმცა 2022 წელს HBO-მ პროექტი გააუქმა.
3. DC’s Legends of Tomorrow (2016-2022)
ფოტო: DC
Arrowverse-ის ეს სპინ-ოფი სხვადასხვა სერიალის გმირებსა და ბოროტმოქმედებს დროში მოგზაურთა გუნდად აერთიანებს. პროექტი თავიდან სუპერგმირების შესახებ დრამად იყო ჩაფიქრებული, მაგრამ თანდათან უფრო იუმორისტულ შოუდ იქცა. სერიალი 7 სეზონის შემდეგ 2022 წელს გაუქმდა.
4. The Crown (2016-2023)
ფოტო: Netflix
ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ისტორია Netflix-ის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პროექტია. სერიალი იმ პოლიტიკურ და პირად დრამებს აღწერს, რომლებმაც მეოცე საუკუნის მეორე ნახევარი განსაზღვრა. The Crown ისტორიული სიზუსტითა და მაღალი დონის კინემატოგრაფიით გამოირჩევა, რამაც მას 21 ემისა და 7 ოქროს გლობუსის ჯილდო მოუტანა. 6 სეზონის განმავლობაში პროექტმა არაერთი მსახიობი აქცია ვარსკვლავად.
5. This Is Us (2016-2022)
ფოტო: NBC
This Is Us 2016 წლის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური საოჯახო დრამაა, რომელიც პირსონების ოჯახის სამი თაობის ისტორიას აღწერს. სერიალი თხრობის უნიკალური სტილით გამოირჩევა და პერსონაჟების წარსულს, აწმყოსა და მომავალს ერთმანეთის პარალელურად გვიყვება. 6 სეზონის განმავლობაში პროექტმა 4 ემი და არაერთი სხვა პრესტიჟული ჯილდო დაიმსახურა.
6. Fleabag (2016-2019)
ფოტო: Amazon
ბრიტანული კომედიური დრამა, რომელიც ფიბი უოლერ-ბრიჯის 2013 წლის ავტობიოგრაფიულ პიესას ეფუძნება, 2016 წლის ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური პროექტი იყო. სერიალი ლონდონში მცხოვრები ახალგაზრდა ქალის შესახებ გვიყვება, რომელიც პირადი ტრაგედიებისა და ყოველდღიური ქაოსის დაძლევას იუმორით ცდილობს.
Fleabag-მა ტელეინდუსტრიაში ახალი სტილი გააცოცხლა და მაყურებელი პირდაპირ ჩართო სერიალში — მთავარი გმირი კამერაში ყურებით მაყურებელს თავის ფიქრებსა და კომენტარებს უზიარებდა. პროექტმა კრიტიკოსების დიდი აღიარება მოიპოვა — მეორე სეზონისთვის ფიბი უოლერ-ბრიჯმა ემის სამი ჯილდო აიღო და ოქროს გლობუსიც დაიმსახურა. ბევრი კრიტიკოსი Fleabag-ს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო კომედიურ სერიალად მიიჩნევს.
7. Atlanta (2016-2022)
ფოტო: Matthias Clamer/FX
დონალდ გლოვერის კომედიური დრამა თანამედროვე ტელევიზიის ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული პროექტია. სერიალი კოლეჯიდან გამორიცხული ირნისა და მისი რეპერი ბიძაშვილის ისტორიას გვიყვება, რომლებიც ატლანტის ჰიპ-ჰოპ სამყაროში თავის დამკვიდრებას ცდილობენ.
Atlanta კრიტიკოსთა საყოველთაო აღიარებით სარგებლობს და 21-ე საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო სერიალად მიიჩნევა. პროექტმა არაერთი ჯილდო, მათ შორის 2 ოქროს გლობუსი და 2 ემი მოიპოვა.
8. Lucifer (2016-2021)
ფოტო: Netflix
ლუციფერის თავგადასავალი Netflix-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ფანებისთვის საყვარელი პროექტია. სერიალი აღწერს მოვლენებს, რომლებიც ლუციფერ მორნინგსტარის მიერ ჯოჯოხეთის მიტოვებისა და თანამედროვე ლოს-ანჯელესში დამკვიდრების შემდეგ ვითარდება.
Lucifer ჟანრობრივი მრავალფეროვნებითა და იუმორით გამოირჩევა, რამაც მას მსოფლიო მასშტაბით მილიონობით ერთგული მაყურებელი შესძინა. 6 სეზონის განმავლობაში პროექტმა მთავარი როლის შემსრულებელი, ტომ ელისი, მსოფლიო ვარსკვლავად აქცია და დაამტკიცა, რომ ბოროტებისა და სიკეთის ბრძოლა ყველაზე საინტერესო მაშინაა, როდესაც ის ადამიანური ემოციებით გამოიხატება.
9. The Night Manager (2016- )
ფოტო: Prime Video
ბრიტანული დრამა BBC-ისა და AMC-ის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია. სერიალი სასტუმროს ყოფილი ღამის მენეჯერის, ჯონათან პაინის, ისტორიას აღწერს. The Night Manager დაძაბული სიუჟეტითა და უმაღლესი დონის სამსახიობო შესრულებით გამოირჩევა. პროექტმა, რომელშიც მთავარ როლებს ტომ ჰიდლსტონი და ჰიუ ლორი ასრულებენ, 3 ოქროს გლობუსი და 2 ემი მოიპოვა. სერიალი ახალი სეზონებით კვლავ აგრძელებს მაყურებლის მოხიბვლას.
10. Shadowhunters (2016-2019)
ფოტო: Freeform
კასანდრა კლერის პოპულარულ წიგნებზე დაფუძნებული სერიალი 2016 წლის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ახალგაზრდული პროექტი იყო. სიუჟეტი კლერი ფრეის გარშემო ვითარდება, რომელიც აღმოაჩენს, რომ იგი "ბინდის მონადირეა" და მისი მოვალეობა სამყაროს დემონებისგან დაცვაა.
მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკოსებისგან არაერთგვაროვანი შეფასებები მიიღო, სერიალმა ახალგაზრდა აუდიტორიაში უდიდესი პოპულარობა მოიპოვა. პროექტმა სამი სეზონის განმავლობაში People’s Choice-სა და Teen Choice-ის არაერთი ჯილდო დაიმსახურა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები