საბა სხვიტარიძე

საბა სხვიტარიძე

20 Jan. 2026, 18:32

საბა სხვიტარიძე: "მე არავისთვის მითხოვია შეწყალება და არც ველოდი, რომ ყაველაშვილი შემიწყალებდა, არც მჭირდება არავის შეწყალება.

ვის გაუგია ქოცი და ჰუმანურობა — ეს იგივეა, პუტინი და მშვიდობა.

როგორც ბრძოლა იქნება ბოლომდე, ისე სასჯელს მოვიხდი ბოლომდე!

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ რუსულ ოცნებას არ სურს სიტუაციის ნორმალიზება, როგორც ევროკავშირთან, ისე ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის დალაგება არ სურს. არ უნდა ვიყოთ მიამიტები და ამ მიამიტობით არ უნდა მივცეთ ქოცებს ჩვენზე მანიპულაციის საშუალება.
ქოცების მიზანია ეს ქვეყანა დატოვონ მეგობრების გარეშე, მარტო, დაუცველი. სურთ, რომ რუსების ხელში ჩაგვაგდონ.
უნდა გვესმოდეს, რომ ქოცების მიზანია ვიყოთ იმ ვითარებაში, რომელ ვითარებაშიც არის დღეს ჩვენი ქვეყანა, და ილუზიას ნუ ვიქმნით, თითქოს სიტუაციის ნორმალიზება სურთ".

— წერს სინდისის პატიმარი საბა სხვიტარიძე სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რომ ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით პატიმრების, მათ შორის სინდისის პატიმრების, შეწყალებას საზოგადოება გუშინ დილიდან ელოდებოდა. "ქართული ოცნების" დანიშნული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციამ 159 მსჯავრდებული პირის შეწყალების შესახებ ინფორმაცია გვიან ღამით, 22:30 საათზე გაავრცელა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  4. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
  5. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…