10 რამ, რასაც 2016 წელს ვაკეთებდით
ფოტო: On.ge
იმის გაცნობიერებამ, რომ 2016 წლის შემდეგ უკვე 10 წელი გავიდა, სოციალური ქსელების უცხოელი მომხმარებლები ნოსტალგიურ ხასიათზე დააყენა. როგორც ჩანს, მსოფლიოს 2016 წელი ენატრება და ამასთან დაკავშირებით უკვე არაერთი ჰეშთეგიც გაჩნდა. მოდი, ჩვენც გავიხსენოთ, რას ვაკეთებდით საქართველოში 10 წლის წინ.
1. პოკემონებს დავდევდით
ფოტო: Pinterest
რა თქმა უნდა, ქართველები ასეთ გლობალურ ტრენდს ვერ ჩამოვრჩებოდით და პოკემონებზე ნადირობის მსოფლიო ისტერიაში მალევე ჩავერთეთ. თუმცა მთლად ჩვენი ბრალი არ არის, რადგან Pokemon Go-მ გამოსვლიდან მალევე პოპულარობითა და დღიური აქტიური მომხმარებლების რიცხვით Twitter-ს, Facebook-სა და პორნო საიტებსაც კი გადაუსწრო.
2. რატომღაც მოგვინდა, ხან ცუგად ვქცეულიყავით და ხან — ფისოდ
გამოტყდი, რომ თუ Snapchat-ის ეფექტებით გადაღებული ფოტოები მეგობრებისთვის არ გაგიგზავნია, შენთვის მაინც დაგიტესტავს, როგორი ფისო ან ცუგა იქნებოდი. ამ ტრენდით ჩვენი ოთხფეხა მეგობრებიც კი გაოცებულები იყვნენ.
3. მსოფლიო პოლიტიკის ექსპერტობა შევითვისეთ
ფოტო: Tenor
დონალდ ტრამპი ამერიკის 45-ე პრეზიდენტი სწორედ 2016 წელს გახდა. ბევრმა ჩვენმა ნაცნობმა თუ უცნობმა ზუსტად იცოდა, რომ ტრამპი პრეზიდენტი ვერ გახდებოდა… და ზუსტად ისეთივე თავდაჯერებით იცოდა, რა უნდა ექნა მას, როცა უკვე პრეზიდენტად აირჩიეს.
არც ბრექსიტის მოვლენები დავივიწყოთ, რა პერიოდშიც ზოგი Google-ში ეძებდა, რას ნიშნავს "Brexit", ზოგიც კი უკვე დარწმუნებით ხსნიდა, რატომ იყო ეს ისტორიული შეცდომა ან აუცილებელი ნაბიჯი.
4. Game of Thrones-ის შესახებ თეორიებს ვთხზავდით
ფოტო: HBO
2016-ში Game of Thrones-ის ჯერ მხოლოდ 6 სეზონი იყო გამოსული. ასე რომ, პერსონაჟების ბედი-იღბლის შესახებ სერიალის ფანები თეორიების ნაკლებობას ნამდვილად არ ვუჩიოდით. თუმცა ამ დროს რა ვიცოდით, რომ ჩვენი თეორიები სერიალის ფინალზე უკეთესი აღმოჩნდებოდა...
5. ხელოვნურ სუნთქვას ვუყურებდით
ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან ახალმა სერიალმა, ხელოვნურმა სუნთქვამ, 2016 წლის ზაფხული გაგვილამაზა. ასე რომ, გასაკვირი სულაც არ არის, რატომ ვღიღინებდით ყველა Imagination-ს.
6. ჯასტინ ტიმბერლეიკთან ერთად ვიკლაკნებოდით
აკვიატებულ სიმღერებს რაც შეეხება, ჯასტინ ტიმბერლეიკის Can't Stop the Feeling! 2016 წლის ზაფხულში ყველგან გაისმოდა და მოძრაობებიც მარტივად ავითვისეთ. თუმცა სხვა რა უნდა გვექნა, გრძნობებს ხომ ვერაფერს ვუხერხებთ?!
7. ფეისბუქის ახალ რეაქთებს ვტესტავდით
ფოტო: Tenor
თუ ფეისბუქზე FarmVille-ის სათამაშოდ დარეგისტრირდი, წლების განმავლობაში ალბათ შენც გქონდა ისეთი სიტუაციები, როცა პოსტზე დამოკიდებულების გამოსახატავად ლაიქი საკმარისი სულაც არ იყო. 2016 წლიდან კი ფეისბუქს რეაქთები დაემატა და ეს პრობლემაც მოგვიგვარდა. რას ვიფიქრებდით, თუ ეს გადაწყვეტილება არაერთ "HA HA ომს" წამოიწყებდა.
8. Stranger Things-ის სამყაროში შევაბიჯეთ
ფოტო: Netflix
როგორ წარმოუდგენლადაც არ უნდა მოგეჩვენოს, Stranger Things-ის პერსონაჟები ჩვენს ცხოვრებაში 10 წლის წინ გამოჩნდნენ. სერიების მოლოდინში დავამთავრეთ სკოლა, უნივერსიტეტი, გამოვიქეცით პირველი სამსახურიდან, გავხდით მშობლები, ვიპოვეთ ახალი პროფესია და ინტერესები, თუმცა ბოლო სეზონის საიდუმლო ეპიზოდს სრული სერიოზულობით ველოდით...
9. მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციას ვითხოვდით
ფოტო: On.ge
2016 წელს რეპრესიული ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ არაერთი აქცია გაიმართა. მოქალაქეები მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციას ითხოვდნენ, რამაც მოგვიანებით კანონმდებლობის ცვლილებამდე მიგვიყვანა. 2018 წელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო — იმდროინდელი გირჩის ლიდერების, ზურაბ ჯაფარიძის და ვახტანგ მეგრელიშვილის, სარჩელი დააკმაყოფილა და ქვეყანაში მარიხუანის მოხმარება კანონიერი გახადა. რაც შეეხება მარიხუანის შეძენასა და შენახვას, 2025 წელს კანონის გამკაცრება გადაწყდა.
10. ვიზალიბერალიზაციას ველოდით
ფოტო: Facebook
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა, რომელიც 2016 წელს გვეიმედებოდა, ვიზალიბერალიზაცია იყო. 2017 წლის 2 თებერვალს ევროპარლამენტის დეპუტატებმა 553 ხმით 66-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირეს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას. შედეგად, საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის წევრ 28 ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლა 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. 10 წლის შემდეგ კი, ევროპასთან უვიზო რეჟიმს საფრთხე ემუქრება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები