დონალდ ტრამპმა ღაზას მშვიდობის საბჭოში საქართველო არ მიიწვია — მოსაწვევები მიიღეს ალიევმა და ფაშიანიანმა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ღაზას მშვიდობის საბჭოში მსოფლიოს 50-ზე მეტი ლიდერი მიიწვია. მეზობელი ქვეყნების — აზერბაიჯანისა და სომხეთისგან განსხვავებით საქართველო მოწვეულთა შორის არ არის.
მედიაში გავრცელებული ცნობებით, აზერბაიჯანმა მიიღო მოწვევა და ამერიკულ მხარეს აცნობა მშვიდობის საბჭოს წევრობაზე თანხმობა. სიხარულით დასთანხმდა მიწვევას ნიკოლ ფაშინიანიც. მოწვეულთა შორის არიან ასევე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და სხვები.
ტრამპი იმედოვნებს, რომ ამ ინიციატივით ის წინ წაწევს თავის 20-პუნქტიან გეგმას, რომელიც მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფასა და პალესტინის ანკლავის აღდგენას ისახავს მიზნად.
ქვეყნების სიას Bloomberg-მა გამოაქვეყნა.
რეპორტიორები აღნიშნავენ, რომ ტრამპს სურს, ხელმოწერის ცერემონია დავოსში, ხუთშაბათს, 22 იანვარს, ჩატარდეს. სააგენტო წერს, რომ რამდენიმე ქვეყანამ დაადასტურა მონაწილეობა, ხოლო საფრანგეთმა უარი თქვა.
Bloomberg-ის ცნობით, ქვემოთ მოცემული მოსაწვევების სია შედგენილია საკითხზე ინფორმირებული პირებისა და სოციალური მედიის პოსტების საფუძველზე. რეპორტიორები ხაზს უსვამენ, რომ ყველა ქვეყანამ არ დაადასტურა მიღება და ეს სია საბოლოო და სრული არ არის.
ქვეყნების ჩამონათვალი ასეთია: ალბანეთი, არგენტინა, ავსტრალია, ავსტრია, ბაჰრეინი, ბელორუსია, ბრაზილია, კანადა, ჩინეთი, კვიპროსი, ეგვიპტე, ევროკომისია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ინდოეთი, ინდონეზია, ირლანდია, ისრაელი, იტალია, იაპონია, იორდანია, ყაზახეთი, მაროკო, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ნორვეგია, ომანი, პაკისტანი, პარაგვაი, პოლონეთი, პორტუგალია, კატარი, რუმინეთი, რუსეთი, საუდის არაბეთი, სინგაპური, სლოვენია, სამხრეთ კორეა, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, ტაილანდი, თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, გაერთიანებული სამეფო, უკრაინა, უზბეკეთი, ვიეტნამი.
2025 წლის 29 სექტემბერს თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა ტრამპის 20-პუნქტიანი გეგმა ღაზას სექტორში კონფლიქტის მოსაგვარებლად. დოკუმენტი ითვალისწინებს საერთაშორისო მშვიდობის საბჭოს შექმნას, რომელიც გააკონტროლებს რეგიონის მმართველი პალესტინის ხელისუფლების საქმიანობას.
17 იანვარს, Bloomberg-მა, წყაროებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ თეთრი სახლი მოითხოვს, რომ მშვიდობის საბჭოში ადგილის მაძიებელმა ქვეყნებმა თითოეულმა 1 მილიარდი დოლარი შეიტანონ. ორგანიზაციის წესდების პროექტი ითვალისწინებს, რომ ტრამპი უხელმძღვანელებს საბჭოს, გააკონტროლებს მის წევრებს და დაამტკიცებს ყველა გადაწყვეტილებას.
18 იანვარს, უნგრეთის პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა მიიღო მშვიდობის საბჭოში გაწევრიანების მოწვევა. მან აღნიშნა, რომ "როდესაც არის ტრამპი, არის მშვიდობა" და განაცხადა, რომ შეერთებული შტატები აღიარებს "უნგრეთის სამშვიდობო ძალისხმევას".
გავრცელებული ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი "არ აპირებს დადებითად უპასუხოს" მოწვევას. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ტრამპმა განაცხადა, რომ ფრანგულ ღვინოებსა და შამპანურზე 200%-იანი ტარიფს დააწესებს.
ბელორუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა ინფორმაცია ტრამპის მიერ "მშვიდობის საბჭოში" გასაწევრიანებლად ლუკაშენკოს მიწვევაზე.
19 იანვარს, კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ამერიკის პრეზიდენტმა დიქტატორი პუტინი მშვიდობის საბჭოში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია.
პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლი ამჟამად "სწავლობს ამ საკითხს" და იმედოვნებს, რომ დაუკავშირდება შეერთებულ შტატებს პუტინის მოწვევის "ყველა ნიუანსის გასარკვევად".
ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ტრამპმა მას მშვიდობის საბჭოსთან შეერთების მოწვევა გაუგზავნა. თუმცა, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთი უკრაინის მტერია. ამიტომ, მას ვერ წარმოუდგენია, როგორ შეუძლია უკრაინას მონაწილეობა მიიღოს ნებისმიერ საბჭოში, სადაც რუსეთი იქნება წარმოდგენილი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები