თეგეტა აუთლეტი — მხოლოდ ორი დღით ტოპ-ბრენდების პროდუქცია ყველაზე დაბალ ფასად
ფოტო: თეგეტა
24-25 იანვარს თეგეტა მოტორსი ცენტრალური ფილიალის ტერიტორიაზე (დავით აღმაშენებლის ხეივანი №129) აუთლეტ-გაყიდვებს უმასპინძლებს. მხოლოდ ორი დღის განმავლობაში მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, მსოფლიოს წამყვანი ბრენდების საავტომობილო პროდუქტები სპეციალურ ფასად შეიძინონ.
თეგეტა აუთლეტისთვის ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტები შეირჩა, რომლებიც ნებისმიერი მძღოლის ყოველდღიურ საჭიროებებს პასუხობს. მათ შორის წარმოდგენილი იქნება საბურავები, ზეთები, ანტიფრიზი, აკუმულატორები, ნაწილები, ავტომობილის მოვლის საშუალებები და აქსესუარები, ანუ ყველაფერი, რაც საჭიროა უსაფრთხო გადაადგილებისთვის.
ვახტანგ ღულაძე, თეგეტა მოტორსის პროდუქტების მთავარი ოფიცერი: “ქართულ საავტომობილო სფეროში აუთლეტ-ფორმატი ამ დრომდე ფართოდ დანერგილი პრაქტიკა არ ყოფილა. სწორედ ამიტომ თეგეტა მოტორსმა, კომპანიამ, რომელიც ბაზარზე ახალ მიდგომებს ამკვიდრებს, გადაწყვიტა, თეგეტა აუთლეტის სახით მომხმარებლისთვის განსხვავებული გამოცდილება შეეთავაზებინა. მათ ვაძლევთ შესაძლებლობას, ავტოინდუსტრიის წამყვანი ბრენდების ახალი პროდუქცია მნიშვნელოვნად დაბალ ფასად, ზოგ შემთხვევაში მეორადზე უფრო იაფადაც კი შეიძინონ.
გვინდა, ჩვენს სფეროში ეს პრაქტიკა ეტაპობრივად დავამკვიდროთ. ყველა ნაბიჯი მიმართულია იმისკენ, რომ მომხმარებელს ავტომობილის მოვლა გავუმარტივოთ და უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის საჭირო პროდუქტებზე ხელმისაწვდომობა გავზარდოთ“.
თეგეტა მოტორსისთვის, როგორც მაღალი კორპორაციული პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, საგზაო უსაფრთხოება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. კომპანია წლებია, ცდილობს, მომხმარებელს ხელი შეუწყოს, მოამზადოს ავტომობილი სეზონური ცვლილებებისთვის. მანქანის შესაბამისად მომზადება კი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ზამთარში, როდესაც გზის რთული პირობები, თოვლი და ყინვა, გადაადგილებისას დიდ რისკებს წარმოშობს. მათთვის, ვისაც ჯერ კიდევ არ შეუძენიათ ზამთრის საბურავები, ან არ განუახლებიათ აკუმულატორი და ანტიფრიზი, თეგეტა აუთლეტი საუკეთესო შესაძლებლობაა, სეზონურ გამოწვევებს სრულად მომზადებულები შეხვდნენ.
როდესაც საქმე მოყინულ ან სველ გზას ეხება, საბურავის ხარისხი უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი გარანტიაა. სწორედ ამიტომ თეგეტა მოტორსი, ორდღიანი აუთლეტის ფარგლებში, მომხმარებლებს ხელმისაწვდომ ფასად შესთავაზებს პროდუქციას საბურავების მწარმოებელი ისეთი წამყვანი ბრენდებისგან, როგორებიცაა იაპონური Bridgestone და ფრანგული Michelin.
საბურავების მიმართულებით სპეციალურ ფასად ასევე ხელმისაწვდომი იქნება თეგეტა მოტორსის პარტნიორი ისეთი ცნობილი ბრენდების პროდუქცია, როგორებიცაა Pirelli, BF Goodrich, Petlas. გარდა ამისა, აუთლეტის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ძრავის ზეთები Champion-ისა და NSL-ისგან, ანტიფრიზი გერმანული Driver-ისგან, ავტოქიმია და ავტომობილის მოვლის საშუალებები Motul-ისა და Sonax-ისგან, ასევე Monbat-ის, Exide-ისა და Fiamm-ის ბრენდის აკუმულატორები. ამ ბრენდებს წარმოების მაღალი სტანდარტი და ხარისხი გამოარჩევს, რომლებიც არაერთგზის არის გამოცდილი. ყველაზე დაბალ ფასად იქნება ხელმისაწვდომი Toptul, Ring, Total-ის ბრენდების ინსტრუმენტები.
აღსანიშნავია, რომ თეგეტა აუთლეტში ასევე ჩართული იქნება ჰოლდინგის ერთ-ერთი მიმართულება — თეგეტა ქარსი, რომელიც თავისი პარტნიორი ბრენდების პროდუქციას წარმოადგენს. კერძოდ, ის მომხმარებლებს შესაძლებლობას მისცემს, შეღავათიან ფასად შეიძინონ Porsche-ს, Toyota-ს, Mazda-სა და Volvo-ს ორიგინალი სათადარიგო ნაწილები, მათ შორის ძარისა და სავალი ნაწილის კომპონენტები.
თეგეტა აუთლეტის მიზანი მომხმარებლისთვის ავტომობილის მოვლის გამარტივება და ისეთი საავტომობილო პროდუქტების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, რომლებიც უსაფრთხო გადაადგილებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
--
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი არაერთი პრემიუმ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები