ევროპარლამენტარები გეგმავენ, რომ BBC-ის გამოძიების საქმეზე ევროკომისიას მიმართონ
ევროპარლამენტარები ევროკომისიას BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით მიმართავენ, რომლის თანახმადაც, საქართველოს ხელისუფლებამ საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ აკრძალული ქიმიური ნაერთი გამოიყენა. ევროკომისიისადმი ევროპარლამენტარების გასაგზავნი წერილს "ნეტგაზეთი" ავრცელებს. მათ წერილი დეპუტატმა მარკეტა გრეგოროვამ გაუზიარა.
"გამოძიებაში მოხმობილი ექსპერტების თანახმად, გამოყენებული ნივთიერება შესაძლოა იყოს "კამიტი", რაც სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ქიმიური იარაღის აკრძალვის კონვენციისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით. დადასტურების შემთხვევაში, ეს იქნება პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მსგავსი ნივთიერების გამოყენების პირველი სავარაუდო შემთხვევა", — ნათქვამია ევროკომისიისადმი ევროპარლამენტარების გასაგზავნ წერილში.
ევროპარლამენტარებს აინტერესებთ:
- როგორ აფასებს კომისია BBC-ის გამოძიების სანდოობასა და მასში გამოთქმულ ბრალდებებს;
- რა დამატებითი ზომების მიღებას გეგმავს კომისია პასუხისმგებლობის უზრუნველსაყოფად და შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად?
- როგორ აფასებს კომისია შექმნილი ვითარების თავსებადობას საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან და მიაჩნია თუ არა, რომ ახლა უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო?
როგორც "ნეტგაზეთი" წერს, წერილზე ხელმომწერთა ზუსტი ვინაობა და რაოდენობა დაზუსტებული არ არის. "ტვ პირველის" ინფორმაციით, მას სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებიდან 20-მდე ევროპარლამენტარი უერთდება. ისინი ევროკომისიას ოფიციალურად მიმართავენ, შესაბამისად, კომისია ვალდებულია 6 კვირის განმავლობაში უპასუხოს.
შეგახსენებთ, რომ BBC-იმ 1-ელ დეკემბერს ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ქართულმა ოცნებამ გასული წლის საპროტესტო აქციების დასაშლელად მოქალაქეების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის ქიმიური იარაღი გამოიყენა".
2026 წლის 14 იანვარს პარტია ქართული ოცნება — დემოკრატიულმა საქართველომ ოფიციალური საჩივრით მიმართა BBC-ის საქართველოში პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებული ფილმის საქმეზე.
როგორც 15 იანვარს გამართულ ბრიფინგზე ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თქვა, ქართული ოცნება BBC-ს სთხოვს, აიღოს ფილმი და მასთან დაკავშირებული მასალების შესაბამისი პლატფორმებიდან და "საჯაროდ და მკაფიოდ" მოიხადონ ბოდიში.
16 იანვარს BBC-ის სპიკერმა "რადიო თავისუფლებას" განუცხადა, რომ "მიიღეს საჩივარი და მას დადგენილი პროცედურის შესაბამისად უპასუხებენ". BBC-ის გზავნილში ასევე ნათქვამია, რომ ჟურნალისტურ ნამუშევარს აქვს მათი მხარდაჭერა და მადლობას უხდიან მამაც ადამიანებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს მასში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები