მოისმინეთ პირველი სიმღერა ჰარი სტაილსის ახალი ალბომიდან
ფოტო: Johnny Dufort
როგორც ალბათ უკვე იცი, ჰარი სტაილსი 4-წლიანი პაუზის შემდეგ მუსიკალურ ინდუსტრიას უბრუნდება. ინგლისელი პოპვარსკვლავის რიგით მე-4 სტუდიური ალბომი, სახელწოდებით Kiss All the Time. Disco, Occasionally და 12 სიმღერით, დღის სინათლეს 6 მარტს იხილავს. მანამდე კი, უკვე შეგვიძლია ახალი ჩანაწერის ჟღერადობას გემო გავუგოთ: 22 იანვარს ალბომის მთავარი სინგლის, Aperture-ის, პრემიერა შედგა.
ხუთწუთიანი სიმღერა დისკოს და ტრანსის ნაზავია. მისი თანაავტორი და პროდიუსერი კიდ ჰარპუნი გახლავთ, რომელსაც სტაილსის ყველა სოლო ალბომზე აქვს ნამუშევარი, მათ შორის, მის ყველაზე ცნობილ ჰიტებზეც: As It Was და Watermelon Sugar.
მართალია, Aperture პირველი სინგლია ალბომიდან, თუმცა, რეალურად, ჩანაწერის "ბოლო აკორდი" აღმოჩნდა. თითქოს, შეაჯამა ალბომის სათქმელი და ჩანაწერის ლამაზ შეფუთვად იქცაო, აღნიშნავს ჰარი.
სიმღერის პრემიერასთან ერთად, ცნობილი გახდა, რომ სტაილსი მსოფლიო ტურნეს იწყებს, რომელიც ჯამში შვიდ ქალაქსა და 50 კონცერტს მოიცავს. მაისიდან წლის ბოლომდე, პოპვარსკვლავი ეწვევა ლონდონს, ნიუ-იორკს, ამსტერდამს, სან-პაულუს, მეხიკოს, მელბურნსა და სიდნეის.
აღსანიშნავია, რომ ლონდონში დაგეგმილ კონცერტებზე ჰარის ცნობილი კანადელი მუსიკოსი შენაია ტვენი შეუერთდება. სტაილსის თქმით, ამით "წრე იკვრება", რადგან, როგორც აღმოჩნდა, მთელი ბავშვობა დედამისის მანქანაში სწორედ ტვენს უსმენდა ხოლმე.
სხვა ქალაქებში კი, ჰარის კონცერტებზე ასევე ვიხილავთ ინგლისელ დიჯეის Jamie xx-ს, ჯორჯა სმითს და შვედ პოპვარსკვლავ რობინს.
გრემის სამგზის მფლობელი ჰარი სტაილსი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში სხვადასხვა გზით მიანიშნებდა დაბრუნებას. დეკემბერში, როცა უკვე ბილბორდები გამოჩნდა წარწერით "We belong together" (ფრაზა Aperture-იდან), თითქმის ყველა ფანი დარწმუნებული იყო, რომ პოპვარსკვლავი მათ 2026-ში დიდ ამბებს ჰპირდებოდა...
თუ მუსიკა შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ამ თემაზე მეტის გაგება გინდა, შემოგვიერთდი ჯგუფში ერთი სიმღერაც და...
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
კომენტარები