"უფრო უხარისხო, უფრო ტოქსიკური ნივთიერებები შემოვა" — ზურა სიხარულიძე ფსიქოტროპული მედიკამენტების დანიშვნისთვის კონტროლის გამკაცრებაზე
ექიმი, ნარკოლოგი, პარტია ფედერალისტების წევრი ზურა სიხარულიძე სოციალურ ქსელში ოცნების ხელისუფლების ჯანდაცვის სამინისტროში გამართლ სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ ფსიქოტროპული მედიკამენტების დანიშვნაზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს.
მისი განმარტებით, "სააფთიაქო ნარკომანია" საქართველოში აქამდეც არსებობს და მსგავსი აკრძალვა შედეგს არ გამოიღებს. მისივე თქმით, ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს "შავი ბაზრის სტიმულირებას, სადაც უფრო უხარისხო, უფრო ტოქსიკური ნივთიერებები შემოვა".
"ო, საოცრება — თურმე საქართველოში "სააფთიაქო ნარკომანია" არსებობს, დღეს გაიგეს და უნდა გაამკაცრონ. ექიმები უნდა დასაჯონო. და ვინც ამ პრეპარატებს მოიხმარს — იმ ხალხს რას უშვებით? არ გაინტერესებთ?
ვინც უკვე წლებია დამოკიდებულია ამ პრეპარატებზე, ვინც შავ ბაზარზე ყიდულობს ან "თეთრზე" გადადის — მათთან რა ხდება? საოცრებაა პირდაპირ. ვკრძალავთ და რას ვიღებთ შედეგად? შავი ბაზრის სტიმულირებას, სადაც უფრო უხარისხო, უფრო ტოქსიკური ნივთიერებები შემოვა. ნეტა ვის ევალებოდა სააფთიაქო ქსელში კონტროლი? იმპორტზე კონტროლი?
საცალო რეალიზაციის შემოწმება? რა საინტერესოა — 13 წელი თითქოს გვეძინა ??
საერთო კომისიაც ხომ არსებობდა შსს-სთან ერთად კვოტების დასადგენად? ნეტა ვინ იყვნენ ის ჩინოვნიკები? აღარ არიან? თუ არიან და ახლა გაიღვიძეს 13-წლიანი ძილის შემდეგ?
მაგრამ მთავარი კითხვა ესაა:
ვინც არასამედიცინო მიზნით მოიხმარს ამ პრეპარატებს — იმ ხალხს რას ვთავაზობთ? რა სერვისი არსებობს? არის რამე პროტოკოლი, გაიდი, ოფიციალური დოკუმენტი?
სადმე გამოქვეყნებულია? ლინკი ჩამიგდეთ, თუ არსებობს — მე ვერ ვპოულობ", — წერს ზურა სიხარულიძე.
ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ფსიქოტროპული მედიკამენტების დანიშვნისთვის კონტროლის გამკაცრების აუცილებლობაზე იმსჯელეს.
მათივე განმარტებით, "ჯანდაცვის სამინისტრომ ფსიქოტროპული მედიკამენტების გაცემის პრაქტიკა შეისწავლა, სადაც მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები და რისკები გამოვლინდა" და პაციენტების უსაფრთხოებისა და მედიკამენტების არაკეთილსინდისიერად გაცემის რისკების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, შესაბამის ნორმატიულ აქტებში ცვლილება იგეგმება.
"ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის ხელმძღვანელობით, პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც ფსიქოტროპული მედიკამენტების დანიშვნისთვის კონტროლის გამკაცრების აუცილებლობაზე იმსჯელეს.
ჯანდაცვის სამინისტრომ ფსიქოტროპული მედიკამენტების გაცემის პრაქტიკა შეისწავლა, სადაც მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები და რისკები გამოვლინდა. საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ ექიმების მიერ, ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტების გაცემა ხდებოდა დასაბუთების, დიაგნოსტირებისა და პაციენტთან კონსულტაციის გარეშე. ცალკეულ შემთხვევებში, ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტს გასცემდა ექიმი, რომელსაც შესაბამისი ნებართვა არ ჰქონდა. ასევე, მედიკამენტი გაიცემოდა, დღიურ დოზასთან შედარებით, ორჯერ და სამჯერ დიდი დოზით.
საბჭოს წევრების განცხადებით, ფსიქოტროპული მედიკამენტების გაცემის მანკიერი პრაქტიკის აღმოფხვრის პროცესში, სახელმწიფოსთან ერთად, მნიშვნელოვანია ექიმების როლი და პასუხისმგებლობა.
ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, შესწავლისა და ანალიზის შედეგად გამოვლენილი ფაქტები სცილდება სამართლებრივ ნორმებს, რასაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. იგეგმება ცვლილებები შესაბამის ნორმატიულ აქტებში, რათა მედიკამენტების არაკეთილსინდისიერად გაცემის რისკები მინიმუმამდე შემცირდეს და პაციენტების უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს უზრუნველყოფილი. კონკრეტული საქმეები, შესწავლის მიზნით, საგამოძიებო უწყებებს გადაეცემა, საბჭო კი ექიმების პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხზე მსჯელობას გააგრძელებს.
პროფესიული განვითარების საბჭოს შემადგენლობაში შედიან: ჯანდაცვის სამინისტროსა და მისი დაქვემდებარებული უწყებების, სამედიცინო დაწესებულებებისა და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები. ასევე — პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრები. საბჭო გადაწყვეტილებას ხმათა უმრავლესობით იღებს", — წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები