WSJ: აშშ წლის ბოლომდე კუბაში რეჟიმის შეცვლას გეგმავს — ჰავანას პასუხი
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია კუბის მთავრობაში ისეთ პირებს ეძებს, რომლებსაც შეუძლიათ წლის ბოლომდე კუბის კომუნისტური რეჟიმის დამხობის შესახებ შეთანხმების მიღწევაში დახმარება", — წერს The Wall Street Journal.
ამერიკული გამოცემა ანონიმურ ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ტრამპის ადმინისტრაციას კუბასთან მიმართებით ჯერ "კონკრეტული გეგმა" არ აქვს, თუმცა ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს მაგალითი "კუბისთვის ერთგვარ ნიმუშად და გაფრთხილებად" განიხილება.
გაზეთის ცნობით, ვაშინგტონი კუნძულის ეკონომიკას "კოლაფსის ზღვარზე მყოფად" აფასებს და კუბის მთავრობას "უფრო მყიფედ, ვიდრე ოდესმე" მიიჩნევს მადუროს მთავარი მოკავშირის დაკარგვის შემდეგ.
- ნიკოლას მადურო: მე უდანაშაულო ვარ, მე წესიერი ადამიანი ვარ, მე კვლავ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი ვარ
- ვენესუელის დროებითი პრეზიდენტი დელსი როდრიგესი გახდა
- ტრამპი: მადურო და მისი მეუღლე დააკავეს და ვენესუელიდან ვერტმფრენით გაიყვანეს
Wall Street Journal-ის ცნობით, მაიამისა და ვაშინგტონში კუბელ დევნილებთან და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აპირებენ, გამოავლინონ მოქმედი მთავრობის წევრი, რომელიც მზად იქნება "გარიგების დადებაზე".
ტრამპი კუბას პირდაპირაც დაემუქრა და თავის პლატფორმა Truth Social-ზე დაწერა: "ვურჩევ, შეთანხმებაზე წავიდნენ, სანამ ძალიან გვიანი არ არის."
როგორც ყოფილი ამერიკელი დიპლომატი რიკარდო ზუნიგა აღნიშნავს, რომელიც ადრე მონაწილეობდა აშშ-კუბის მოლაპარაკებებში, ცვლილებები ნაკლებად სავარაუდოა ფართო შიდა თანამშრომლობის გარეშე: "აქ არავინ არის მზად იმუშაოს აშშ-ის მხარეს", — ციტირებს მის სიტყვებს WSJ.
კუბის ოფიციალურმა პირებმა უკვე უარყვეს ვაშინგტონის მსგავსი მცდელობები. პრეზიდენტმა მიგელ დიას-კანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არანაირი მუქარა ან ზეწოლის მცდელობა არ აიძულებს მთავრობას დათმობებზე წასვლას. მისი თქმით, კაპიტულაცია დღის წესრიგში არ დგას და ქვეყანა არ მიიღებს რაიმე იძულებას პოლიტიკური სისტემის შესაცვლელად.
კუბა დასავლეთ ნახევარსფეროში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პოსტკომუნისტური რეჟიმია: ფიდელ კასტროს ხელისუფლებაში მოსვლიდან 1959 წელს, ქვეყანა ვაშინგტონთან ხანგრძლივ დიპლომატიურ დაპირისპირებაში იმყოფებოდა. ამერიკის ეკონომიკური ემბარგო 1960-იანი წლების დასაწყისიდან მოქმედებს და ჩარევის არაერთი მცდელობა იყო.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები