ამერიკელმა კლდეზე მცოცავმა თოკების გარეშე დაიპყრო ცათამბჯენი Taipei 101
ამერიკელმა კლდეზე მცოცავმა ალექს ჰონოლდმა კვირას ცათამბჯენი Taipei 101 თოკებისა და ნებისმიერი დამცავი აღჭურვილობის გარეშე აიარა. ჰონოლდი 101 სართულიან ცათამბჯენზე დაახლოებით 90 წუთში ავიდა და სახურავიდან გულშემატკივრებს მიესალმა.
ფოტო: ჩიანგ იინგ იინგ / AP
"ისეთი ხედია, დაუჯერებელია, რა ლამაზი დღეა", — თქვა მან — "ძალიან ქარი იყო, და სულ ვფიქრობდი არ გადმოვვარდნილიყავი. ბალანსის დაცვას ვცდილობდი. ეს საოცარი ადგილია, ტაიპეის დანახვის ულამაზესი გზა."
ჰონოლდი, რომელიც ცნობილია იოსემიტის ეროვნული პარკის კლდეზე თოკის გარეშე ასვლით, Taipei 101-ის ერთ კუთხეს აუყვა, ფეხის დასადგმელად მცირე, L-ს ფორმის შვერილებს იყენებდა. პერიოდულად მას უწევდა შენობიდან გამომდგარი დიდი დეკორატიული ელემენტების გვერდის ავლა და გადალახვა, საკუთარი სხეულის ძალით, შიშველი ხელებით.
ალექს ჰონოლდი Taipei 101-ზე თოკების გარეშე მიცოცავს
ფოტო: ჩიანგ იინგ იინგ / AP
ტაივანის დედაქალაქის ამ სიმბოლური შენობის თოკის გარეშე დაპყრობა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა Netflix-ზე. ასვლა თავდაპირველად შაბათისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა წვიმის გამო 24 საათით გადაიდო.
ჰონოლდისთვის უჩვეულო და თავიდან ცოტა საშიშიც კი აღმოჩნდა გულშემატკივრების დიდი რაოდენობა, მისი ასვლები, როგორც წესი, შორეულ და მიუდგომელ ადგილებში ხდება.
ფოტო: ჩიანგ იინგ იინგ / AP
ასვლამ ერთდროულად აღფრთოვანებაც და შეშფოთებაც გამოიწვია, განსაკუთრებით იმ ეთიკური საკითხების გამო, რომლებიც ასეთ მაღალრისკიან ქმედებას პირდაპირ ეთერში გადაცემასთანაა დაკავშირებული.
ჰონოლდი არ არის პირველი ადამიანი, ვინც Taipei 101 აიარა, თუმცა ის პირველია, ვინც ეს თოკის გარეშე გააკეთა. ფრანგმა კლდეზე მცოცავმა ალან რობერტმა შენობა 2004 წლის შობის დღეს დალაშქრა, მაშინ, როცა ის მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობა იყო.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები