PEN გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევებზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
ჟენევაში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, საქართველოს ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ 2026 წლის 26 იანვარს დაგეგმილი განხილვის წინ, PEN საქართველო, PEN International და PEN America საქართველოს ხელისუფლების მიერ კულტურულ სფეროს წარმომადგენლებზე განხორცილებულ სისტემურ თავდასხმებზე შეშფოთებას გამოხატავენ. ორგანიზაციები მოუწოდებენ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოსა და მის წევრ სახელმწიფოებს, წარმოადგინონ კონკრეტული რეკომენდაციები, რომლებიც საქართველოს ადამიანის უფლებათა დარღვევებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას მიზნად ისახავს.
PEN-ის ერთობლივი განცხაების მიხედვით, 2021–2025 წლებში ოცნების ხელისუფლებამ რეპრესიული კანონების ტალღა მიიღო, რომელმაც გამოხატვის, გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლება მკვეთრად შეზღუდა.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სრული დაუსჯელობის პირობებში ჟურნალისტები, მწერლები, ხელოვანები და აქტივისტები შევიწროებას, თვითნებურ დაკავებებსა და ფიზიკურ ძალადობას სისტემურად განიცდიდნენ. ორგანიზაციების შეფასებით, დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო საზოგადოება გადარჩენის ზღვარზეა, ხოლო კულტურული ინსტიტუტები კვლავ განიცდიან ხელისუფლების ჩარევასა და ზეწოლას.
"PEN-ის დოკუმენტი ავლენს განხილული პერიოდის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეპრესიების შოკისმომგვრელ სიჩქარესა და მასშტაბს. საგანგაშოა BBC-ის ბოლო გადაცემაში გაჟღერებული ბრალდებები 2024 წელს მომიტინგეების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროს გამოყენებული საშუალებების მსგავსი აკრძალული ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შესახებ. თუმცა, დამოუკიდებელი გამოძიების დაწყების ნაცვლად, ხელისუფლებამ მიზანში ამოიღო ექსპერტები, ჟურნალისტები და სხვა პირები, რომლებმაც დოკუმენტურ ფილმში საუბრობენ, და, გავრცელებული ინფორმაციით, BBC-ის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებენ. ჩვენ მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ შეწყდეს რეპრესიები და ვთხოვთ გაეროს წევრ სახელმწიფოებს, საქართველოში ადამიანის უფლებებისა და ანგარიშვალდებულების გასაძლიერებლად კონკრეტული ზომები მიიღონ" — განაცხადა PEN საქართველოს პრეზიდენტმა, ხათუნა ცხადაძემ.
"ჩვენ ვაგრძელებთ ვეტერანი ჟურნალისტისა და სახაროვის პრემიის ლაურეატი მზია ამაღლობელის, ასევე აღიარებული პოეტისა და მთარგმნელის, ზვიად რატიანის მხარდაჭერას, რომლებიც არაერთხელ გახდნენ დევნის ობიექტი განსხვავებული შეხედულებების გამო და მოგვიანებით პოლიტიკურად მოტივირებულ საფუძვლებზე მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთა. კვლავ მოვითხოვთ მათ გათავისუფლებას და მოვუწოდებთ გაეროს წევრ სახელმწიფოებს, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ მწერლების კრიტიკულ როლს საქართველოში ფუნდამენტური უფლებების დაცვაში," — განაცხადა PEN International-ის "პატიმრობაში მყოფი მწერლების კომიტეტის" თავმჯდომარემ, მა თიდამ.
"საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის სიცოცხლით სავსე ხელოვნების სფეროს დამოუკიდებლობის შერყევა მიზანმიმართულად სცადა, რათა კონტროლი მოეპოვებინა მწერლებისა და ხელოვანების საქმიანობაზე და კრიტიკული ხმები ჩაეხშო. ეროვნული კულტურული ინსტიტუტების თანამშრომლები და ხელმძღვანელები საკუთარი აზრის გამოხატვის თავისუფლების გამო თანამდებობებიდან გაათავისუფლეს. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს კულტურული სექტორის დამოუკიდებლობა და შეწყვიტოს გამოხატვის თავისუფლებაზე შურისძიება. გაეროს წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მოუწოდონ საქართველოს, მოახდინოს უკანონოდ გათავისუფლებული კულტურის მუშაკების კომპენსაცია და — სამართლებრივი შესაძლებლობის შემთხვევაში — მათი თანამდებობებზე აღდგენა. კულტურული ინსტიტუტები ხელისუფლების ჩარევისგან თავისუფალი უნდა იყოს," — განაცხადა PEN America-ს PEN/Barbey Freedom to Write Center-ის მმართველმა დირექტორმა, ლიზლ გერნჰოლცმა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები