გაეროს ანგარიში ადამიანის უფლებებზე: მოვუწოდებთ საქართველოს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ყველა სინდისის პატიმარი
დღეს, 26 იანვარს, ჟენევაში საქართველოში შექმნილ ვითარებაზე, ადამიანის უფლებებზე მოსმენა გაიმართება, სადაც მიწვეულია ქართული ოცნების სანქცირებული შინაგან საქმეთა მინისტრი მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე, რომელიც ადამიანის უფლებებზე ისაუბრებს. მანამდე გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ანგარიში გაავრცელა.
ანგარიშში საუბარია საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშზე 2024 წლის აქციების შესახებ, სადაც დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებაზეა საუბარი:
"საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, საანგარიშო პერიოდში საქართველოში მართლმსაჯულებისა და სამართალდამცავი სისტემის ფუნქციონირება მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე იდგა, რაც გამოიხატებოდა საზოგადოებრივ პროტესტებში, პოლიციის მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენებაში და ანგარიშვალდებულებასთან დაკავშირებულ პრობლემებში. განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო 2024 წლის გაზაფხულისა და ზამთრის საპროტესტო აქციების დროს დაფიქსირებული ადამიანის უფლებების დარღვევები. სახალხო დამცველის აპარატის შეფასებით, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მხრიდან დემონსტრანტების, მათ შორის ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების მიმართ არასათანადო მოპყრობის სავარაუდო შემთხვევები სისტემურ ხასიათს ატარებდა და რიგ შემთხვევებში ფართოდ გავრცელებულიც იყო.
სახალხო დამცველის აპარატმა აღნიშნა, რომ გამოძიებას ობიექტურად აფერხებდა ის გარემოება, რომ დემონსტრაციების დასაშლელად მობილიზებულ პოლიციის დანაყოფებს არ ჰქონდათ იდენტიფიკაციის ნიშნები" — ვკითხულობთ ანგარიშში.
გაეროს ანგარიშის მიხედვით, "ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ საქართველო წამებისა და არასათანადო მოპყრობის შემაშფოთებელ ტენდენციას ახორციელებდა, განსაკუთრებით მომიტინგეებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ. მან მოუწოდა საქართველოს, დაუყოვნებლივ შეეწყვიტა ყველა დაკავებულის წამება და არასათანადო მოპყრობა, დაენერგა პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფდა მეტ რესურსს წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ პრეტენზიების მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი გამოძიებისთვის და დაავალოს პასუხისმგებელ უწყებებს სრულად დაიცვან სტამბოლის პროტოკოლის სტანდარტები, როდესაც დაადგენენ, საკმარისია თუ არა მტკიცებულებები წამების საქმეების სასამართლოში წარსადგენად".
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ "ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციამ (HRF) მოუწოდა საქართველოს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ყველა სინდისის პატიმარი და შეაჩეროს სასამართლო პროცესებზე სისტემატური დარღვევები, მათ შორის თვითნებური დაპატიმრებები და დაკავებები".
ანგარიშში ასევე საუბარია ოცნების ხელისუფლების მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების შესახებ, რომელიც, მათი თქმით, ზღუდავს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას. "კანონი ავალდებულებდა არაკომერციულ ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოური წყაროდან იღებდნენ, დარეგისტრირებულიყვნენ სტიგმატიზებელი იარლიყით — "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციები". ასეთ ორგანიზაციებზე ვრცელდებოდა მძიმე ანგარიშგების ვალდებულებები, ასევე იუსტიციის სამინისტროს მხრიდან მონიტორინგისა და ზედამხედველობის ფართო უფლებამოსილებები," — წერია ანგარიშში.
ანგარიშში ასევე საუბარია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებსა და ეუთო/ოდირის ანგარიშზე.
"ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანომ განაცხადა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა "სერიოზული შეშფოთების" ფონზე, რომელიც ეხებოდა ფუნდამენტურ თავისუფლებებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ახლახან მიღებული კანონმდებლობის გავლენას, არჩევნებში ჩართული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის შემცირებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს და ამომრჩევლებზე ზეწოლას, რამაც საფრთხე შეუქმნა ზოგიერთი ამომრჩევლის შესაძლებლობას, ხმა მიეცათ შურისძიების შიშის გარეშე.
2023 წლიდან საქართველომ განიცადა საგანგაშო ვარდნა დემოკრატიული განვითარებისა და კანონის უზენაესობის მხრივ, რაც გამოიხატა მმართველი პარტიის, ქართული ოცნების მიერ ძალაუფლების კონსოლიდაციით და სამოქალაქო სივრცის ეროზიით. პროტესტები და აქტივისტების დაკავება/ჩაგვრა გაგრძელდა, რაც ქმნიდა შიშისა და რეპრესიების ატმოსფეროს, რაც სერიოზულ გავლენას ახდენდა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებაზე," — ვკითხულობთ ანგარიშში.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე დარახველიძე სანქცირებულია ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, ჩეხეთისა და დიდი ბრიტანეთის მიერ. ბალტიის ქვეყნებმა მას სავიზო, ხოლო ბრიტანეთმა ეკონომიკური შეზღუდვები დაუწესა.
- დიდმა ბრიტანეთმა პოლიციის მაღალჩინოსნები, მათ შორის მინისტრი გომელაური დაასანქცირა
- ესტონეთმა, ლიეტუვამ და ლატვიამ "ოცნების" ათეულობით წარმომადგენელს ქვეყანაში შესვლის აკრძალვა დაუწესეს
- ლიეტუვა "ოცნების" 102 სანქცირებული მაღალჩინოსნის სიას ასაჯაროებს
- ჩეხეთის მთავრობამ სანქციების ეროვნულ სიას საქართველოს ხუთი მოქალაქე დაამატა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები