2026 წელი ქართულ კალათბურთში — საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
ფოტო: საქართველოს ბანკი
გასული 2025 წელი ქართული კალათბურთის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული, წარმატებული და ამაღელვებელი გამოდგა. ვიასპარეზეთ ზედიზედ მე-6 ევრობასკეტზე და მოვხვდით ევროპის 8 საუკეთესო გუნდს შორის, დავამარცხეთ ესპანეთისა და საფრანგეთის ნაკრებები და ევროპული საკალათბურთო ოჯახი ჩვენს სენსაციაზე ავალაპარაკეთ.
ჩვენი ნაკრების მომდევნო გამოწვევა თაობათა ცვლა და 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობაა. ნოემბერში, ოლეკსანდარ ჯიკიჩის მიერ გაწვრთნილი კალათბურთელები საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაერთნენ, სადაც ესპანეთსა და უკრაინას დაუპირისპირდნენ. სამწუხაროდ, ორივე შეხვედრაში დავმარცხდით, თუმცა, ამის მიუხედავად, ჯგუფიდან გასვლის შანსს კვლავ ვინარჩუნებთ.
ჯგუფური ეტაპი
საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველო ესპანეთის, დანიისა და უკრაინის ნაკრებებთან ერთად A ჯგუფში მოხვდა. მსოფლიო ჩემპიონატისკენ მიმავალი გზა ასეთია: იმისთვის, რომ ჩვენი ნაკრები მსოფლიო პირველობაზე ზედიზედ მეორედ მოხვდეს, პირველ რიგში, საჭიროა, რომ მან A ჯგუფში 1-3 ადგილი დაიკავოს.
ამ სცენარით, საქართველო მეორე რაუნდში გადაინაცვლებს, სადაც 6 გუნდს შორის მოხვდება. ანალოგიურად, ჩვენს კალათბურთელებს აქაც მინიმუმ 1-3 ადგილისთვის ბრძოლა მოუწევთ. უფრო დეტალურად: პირველი ეტაპის გამარჯვებულები მე-2 ეტაპზე მხოლოდ იმ გუნდებს დაუპირისპირდებიან, რომლებსაც მანამდე არ შეხვედრიან. პირველ რაუნდში დაგროვებული ქულები გუნდებს მეორე რაუნდშიც გადაჰყვებათ, შესაბამისად, საუკეთესო სამეული ჯამურად მოპოვებული ქულებით გამოვლინდება.
2026 წელს საქართველო 4 ოფიციალურ მატჩს გამართავს:
- 27 თებერვალი | დანია v საქართველო;
- 3 მარტი | საქართველო v დანია;
- 2 ივლისი | უკრაინა v საქართველო;
- 5 ივლისი | საქართველო v ესპანეთი.
ჩვენი კალათბურთელების შესახებ
რამდენიმე კალათბურთელს გამოვყოფთ. დავიწყოთ NBA-ის ლეგიონით: გოგა ბითაძესა (ორლანდო მეჯიქი) და სანდრო მამუკელაშვილს (ტორონტო რაპტორსი) შესანიშნავი პერიოდი აქვთ. ბითაძეს მიმდინარე სეზონში 37 შეხვედრა მოუგროვდა, სადაც საშუალოდ 6.1 ქულას, 5.3 მოხსნას და 1.3 ასისტს უყრის თავს. მის მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურებს ორლანდოს მთავარი მწვრთნელი: როდესაც გოგას შანსი ეძლევა, მას შესანიშნავად იყენებს. — თქვა ჯამალ მოსლიმ გოგას მიერ შესრულებული ორმაგი დუბლის შემდეგ.
რაც შეეხება სანდროს, მისი მონაგარი ახალ კლუბში ასეთია: 40 შეხვედრა, 10.3 ქულა, 4.9 მოხსნა, 1.9 ასისტი. მამუს ფაქტობრივად ყველა კომპონენტში გაუმჯობესებული შედეგები აქვს და ტორონტოში მისი ტრანსფერი გამართლებულად უნდა ჩავთვალოთ, ვინაიდან, გაცილებით მეტი სათამაშო დრო და თავისუფლება ეძლევა.
დანიასთან მატჩებში, NBA-ის კალენდრიდან გამომდინარე, ოკეანის გაღმა მოთამაშე ბითაძე და მამუკელაშვილი ვერ დაგვეხმარებიან. ითამაშებენ თუ არა ისინი ივლისში, ასევე სათუოა და არაერთ ფაქტორზეა დამოკიდებული. ნებისმიერ შემთხვევაში, მათი პროგრესი და საკალათბურთო მექაში თავის დამკვიდრების პროცესი ქართული კალათბურთის ისტორიაში ახალ ფურცლებს წერს.
ჩინებულ ფორმაშია ჩვენი ნაკრების კაპიტანიც: შენგელია, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ ევროლიგაში მე-300 მატჩი ჩაატარა, ბარსელონას ერთ-ერთი ლიდერია, ესპანური კლუბი კი, რეალთან ჩამორჩენის მიუხედავად, ჩემპიონატის მოსაგებად იბრძვის.
იმ ფონზე, როდესაც გიორგი შერმადინმა სანაკრებო კარიერა დაასრულა, უფრო მკვეთრად გამოიკვეთა თაობათა ცვლის საკითხი საქართველოში. მტკივნეულ, მაგრამ აუცილებელ პროცესს მიმდინარე წელს აუცილებლად მივადევნებთ თვალს. საინტერესოა, გვეყოლება თუ არა დებიუტანტები და რომელ კალათბურთელებზე გააკეთებს აქცენტს ჯიკიჩი. ამ გარდამავალ პროცესში, ვიხილავთ არაერთ ექსპერიმენტსა და ცვლილებას, რისი მთავარი მიზანიც ახალი ნაკრების ჩამოყალიბება იქნება.
რამდენადაც თითოეული ქომაგისთვის ძალიან სასურველია 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ადგილის მოპოვება, იმდენად კიდევ უფრო მეტად პრინციპული და აუცილებელია, ჩამოყალიბდეს ახალი საქართველოს ნაკრები, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე გასვლის ტრადიციას არ დაარღვევს და მორიგი გამარჯვებებით გაგვახარებს. ჩვენ დავინახეთ, სად მიჰყავს გამარჯვების ჟინსა და წყურვილს ადამიანი, ჩვენი ნაკრები. ასე რომ, იმედიანად დაველოდოთ 2026 საკალათბურთო წელს და თვალი ვადევნოთ ახალი საქართველოს ნაკრების დაბადებას.
ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს. საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები