Volvo-ს უნიკალური არტინსტალაცია გუდაურში — ვოლვო ქარ საქართველოსა და Nikakoi-ს კოლაბორაცია მდგრადი მომავლისთვის
ფოტო: თეგეტა
დამუხტვადი ჰიბრიდებისა და სრულად ელექტრულ ავტომობილების საშუალებით შესაძლებელია, უფრო ფერადი, ლამაზი და მრავალფეროვანი სამყაროს შექმნა — ასეთია ვოლვო ქარ საქართველოსა და არტისტ ნიკა მაჩაიძის (Nikakoi) კოლაბორაციის მთავარი სათქმელი.
ეკოლოგიური პასუხისმგებლობისა და მდგრადი განვითარების ფარგლებში, კომპანიამ, ხელოვანთან ერთად, გუდაურის სათხილამურო კურორტ, ხადას ქოხი ხიჟინას ტერიტორიაზე, Volvo-ს ბრენდირებულ კონტეინერზე უნიკალური არტინსტალაცია შექმნა. ნამუშევარი, რომელიც ვოლვო ქარ საქართველოსა და Nikakoi-ს წინა კოლაბორაციის გაგრძელებაა, არტისტის ხედვით მომდევნო 5 წლის თბილისს სრულად ელექტრული და მდგრადი ქალაქის სახით ასახავს.
ფოტო: თეგეტა
ეკა კევლიშვილი, ვოლვო ქარ საქართველოს მარკეტინგის ხელმძღვანელი: “Volvo-ს კონტეინერზე განთავსებული ინსტალაცია წარმოადგენს არტისტის ხედვას მომავლის თბილისის შესახებ. ფერადი, დინამიკური ვიზუალი სიმბოლურად გამოხატავს მოძრაობას — გარდამავალ პერიოდს ჰიბრიდული ტექნოლოგიებიდან სრულად ელექტრული მომავლისკენ. არტინსტალაცია ბუნებრივ გარემოში, მთებსა და თოვლს შორის, Volvo-ს ავტომობილთან ერთად, ხაზს უსვამს ბრენდის ძირითად ღირებულებებს: ტექნოლოგიას, ხელოვნებასა და პასუხისმგებლობას.
ამ თანამშრომლობით არა მხოლოდ ბრენდის გლობალური სტრატეგია აისახება, არამედ ჩვენი სურვილი, ელექტრული ტრანსპორტის მომავალზე ადგილობრივ აუდიტორიასთან შემოქმედებითი ფორმით გვესაუბრა. ამ გზით ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ მდგრადი არჩევანის პოპულარიზაციას და საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რომ ელექტრომობილების ფლობის ღირებულება გაცილებით დაბალია და გარემოზე ნეგატიურ ზეგავლენას არ ახდენს“.
ფოტო: თეგეტა
ვოლვო ქარ საქართველოსა და ნიკა მაჩაიძის კოლაბორაცია ჯერ კიდევ 2021 წელს დაიწყო. მაშინ Nikakoi-მ კომპანიისთვის ვიზუალური და მუსიკალური ნამუშევრები შექმნა, რომლებიც 2025 წლის თბილისს წარმოადგენდნენ, როგორც მდგრად, ენერგიულ და პროგრესულ ქალაქს. წელს კი კომპანიამ ამ ხედვის გაგრძელება გადაწყვიტა და არტისტს სთხოვა, წარმოედგინა თბილისი ახლა უკვე მომდევნო 5 წლის შემდეგ.
ნიკა მაჩაიძე, არტისტი: „ვოლვო ქარ საქართველოსთან კოლაბორაციით შექმნილი ნამუშევარი ბავშვობის მოგონებებზეა დაფუძნებული. გუდაურში Volvo-ს კონტეინერზე დატანილი ეს ნახატი სწორედ ჩემი ბავშვობიდან მოდის — დედაჩემი გეოლოგი იყო და პატარაობაში სულ ვუყურებდი, როგორ იხატებოდა ქანების ჭრილები, პროფილური რუკები... ყველაფერს თავისი ფერი აქვს, რაც მეხსიერებაში ჩამრჩა და სულ მინდოდა შემექმნა ინტერპრეტაცია. ახლა კი ეს ყველაფერი გავაერთიანე და მივიღე ლანდშაფტი, როგორც ზემოდან დანახული მიწის მონაკვეთი, ჯადოსნური რუკა. ვფიქრობ, ნამუშევარი პირდაპირ ეხმიანება კომპანიის მთავარ სათქმელს, რომ ელექტრომობილების გამოყენება უფრო ეკოლოგიურია და მხარს უჭერს მწვანე მომავალს. ამ კონკრეტულ ნამუშევარში ჩემი სათქმელიც სწორედ ეს არის, რომელსაც სხვა გაგრძელებებიც აქვს“.
ფოტო: თეგეტა
ვოლვო ქარ საქართველოს მიზანი უცვლელია — საზოგადოებამდე მაქსიმალურად ახლოს მიიტანოს ის უპირატესობები, რომლებიც ელექტრომობილებს გამოარჩევს და გარემოზე ნეგატიურ ზემოქმედებას ამცირებს. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ ასეთი ინიციატივები ხელს უწყობს საზოგადოების დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლას. ეს კოლაბორაცია კი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ტექნოლოგიასა და ხელოვნებას ერთობლივად შეუძლიათ ხელი შეუწყონ უფრო მწვანე მომავლის შექმნას. ამიტომ ვოლვო ქარ საქართველო და ნიკა მაჩაიძე მსგავსი თანამშრომლობის გაგრძელებას მომავალშიც გეგმავენ, საქართველოში ელექტრული ავტომობილებისა და მდგრადობის მიმართ ცნობიერების კიდევ უფრო ასამაღლებლად.
--
თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია ვოლვო ქარ საქართველო შვედურ ბრენდს საქართველოში 2019 წლიდან წარმოადგენს. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ოფიციალური იმპორტიორია. ვოლვო ქარ საქართველო მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც ვოლვო ქარ საქართველო უზრუნველყოფს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები