კანიე ვესტმა ანტისემიტური ქმედებები ბიპოლარული აშლილობით ახსნა და მოიბოდიშა
ფოტო: Getty Images
კანიე ვესტმა Wall Street Journal-ში ბოდიშის წერილი გამოაქვეყნა, სათაურით "მათ, ვისაც ტკივილი მივაყენე".
წერილში რეპერი ნაცისტობასა და ანტისემიტობას უარყოფს და ამბობს, რომ ებრაელი ხალხი უყვარს. ამასთან ერთად მომღერალი წარსულ ქმედებებს, მათ შორის შეურაცხმყოფელ განცხადებებსა და სვასტიკის გამოსახულებიანი მაისურების გაყიდვას, ბიპოლარულ აშლილობას მიაწერს.
ვესტი, რომელიც ამჟამად Ye-ს სახელით არის ცნობილი, ამბობს, რომ აშლილობის გამო რეალობასთან კავშირი დაკარგა და ამ მდგომარეობამ უბიძგა გამოეყენებინა სვასტიკა — სიმბოლო, რომელიც მომღერლის თქმით, მისთვის ყველაზე დამანგრეველ ძალასთან ასოცირდებოდა.
კანიემ ებრაელ თემს 2023 წელსაც მოუბოდიშა, თუმცა 2025 წლის თებერვალში მან სვასტიკის გამოსახულებიანი მაისურების გაყიდვა დაიწყო, რის გამოც პლატფორმა Shopify-მ მისი ვებგვერდი დახურა. მაისში ვესტმა ახალი სიმღერა, სახელად Heil Hitler გამოუშვა, რომელიც ჰიტლერის სიტყვით გამოსვლის ჩანაწერს შეიცავდა და ნაცისტ ლიდერს აქებდა. სიმღერა გერმანიაში სიძულვილის ენისა და ექსტრემიზმის კანონების დარღვევისთვის აიკრძალა, თუმცა ინტერნეტში სწრაფად გავრცელდა. გასულ კვირას მემარჯვენე ინფლუენსერების, მათ შორის ენდრიუ ტეიტისა და ნიკ ფუენტესის ვიდეოები გავრცელდა, რომლებშიც ჩანს, მაიამის ღამის კლუბში როგორ ასრულებენ ნაცისტურ მისალმებას კანიეს სიმღერის ფონზე. ამასთან ერთად, კანიემ წარსულში ჰოლოკოსტიც კი უარყო.
ფოტო: shutterstock
"პირველი ტიპის ბიპოლარული აშლილობის (ბიპოლარული I აშლილობა) ერთ-ერთი ყველაზე რთული ასპექტი რეალობასთან წყვეტის ის მომენტებია, რომლებმაც მცდარი გადაწყვეტილებებისა და გაუწონასწორებელი ქმედებებისკენ მიბიძგა. ძალიან ვნანობ იმ ყველაფერს, რაც ამ მდგომარეობაში ჩავიდინე. მზად ვარ პასუხისმგებლობის აღებისთვის, მკურნალობისა და ცვლილებებისთვის, თუმცა ეს ყოველივე ჩემს საქციელს მაინც არ ამართლებს", — წერს რეპერი.
ვესტმა საკუთარი მდგომარეობა 2002 წელს მომხდარი ავტოკატასტროფით ახსნა: "იმ დროს მთელი ყურადღება ხილულ დაზიანებებზე — მოტეხილობაზე, შეშუპებასა და მყისიერ ფიზიკურ ტრავმაზე იყო მიმართული, უფრო ღრმა დაზიანება კი, რომელიც ჩემს თავის ქალაში იმალებოდა, შეუმჩნეველი დარჩა".
ფოტო: Spin
მომღერლის თქმით, ტვინის დაზიანების სათანადო დიაგნოსტირება მხოლოდ 2023 წელს მოხდა: "ამ სამედიცინო შეცდომამ ჩემს ფსიქიკურ ჯანმრთელობას სერიოზული ზიანი მიაყენა და ბიპოლარული I აშლილობა გამოიწვია". აღნიშნული დიაგნოზი რეპერს 2016 წელს დაუსვეს.
ვესტი წერს, რომ 2025 წლის დასაწყისში მან ოთხთვიანი მანიაკალური ეპიზოდი გადაიტანა, რომელსაც თან ახლდა "ფსიქოზური, პარანოიდული და იმპულსური ქცევები, რომლებმაც ჩემი ცხოვრება დაანგრია". მისივე თქმით, ამ მდგომარეობამ მას სუიციდური ფიქრებისკენ უბიძგა. რეპერი აღნიშნავს, რომ როცა მდგომარეობა გაურთულდა, პროფესიონალური დახმარების მიღება მეუღლემ, ბიანკა ცენსორიმ, ურჩია.
ფოტო: Getty Images
"ბიპოლარულ აშლილობას საკუთარი დაცვის სისტემა აქვს — უარყოფა. მანიაკალური ეპიზოდის დროს არ გჯერა, რომ ავად ხარ, გგონია, რომ ყველა დანარჩენი რეაგირებს გადამეტებულად" — წერს ის.
ამ აშლილობის ყველაზე საშინელი მხარე ისაა, თუ რამდენად დამაჯერებლად გეუბნება, რომ შენ დახმარება არ გჭირდება
კანიემ აღიარა, რომ მის საყვარელ ადამიანებს, სავარაუდოდ, ყოფილ მეუღლეს, კიმ კარდაშიანსა და უფროს ქალიშვილს, ნორთ ვესტს ყველაზე ცუდად ეპყრობოდა. წერილში აღნიშნავს, რომ მათ მოუწიათ "შიშის, დაბნეულობის, დამცირებისა და დაღლილობის ატანა, რასაც იმ ადამიანის გვერდით ყოფნა იწვევს, რომელიც ზოგჯერ სრულიად ამოუცნობი ხდებოდა".
ფოტო: Getty Images
ვესტმა შავკანიან თემსაც მოუბოდიშა. გასულ წლებში რეპერმა განაცხადა, რომ შავკანიანების მონობა არჩევანი იყო, ის ასევე ატარებდა მაისურს წარწერით "თეთრკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია" და იყენებდა კონფედერაციის დროშის სიმბოლიკას.
"შავკანიანი საზოგადოება უდავოდ ჩემი იდენტობის საფუძველია. ძალიან ვწუხვარ, რომ იმედები გაგიცრუეთ. მე თქვენ მიყვარხართ", — წერს მუსიკოსი.
კანიემ შვება ონლაინ ვებგვერდებზე იპოვა, სადაც მანიაკალურ და დეპრესიულ ეპიზოდებზე სხვა ადამიანების გამოცდილების შესახებ კითხულობდა: "მათი ისტორიები წავიკითხე და მივხვდი, რომ მარტო არ ვარ. მხოლოდ მე არ ვინადგურებ ცხოვრებას ყოველ წელს, იმის მიუხედავად, რომ ყოველდღიურად მედიკამენტებს ვიღებ. მხოლოდ მე არ მეუბნებიან "მსოფლიოს საუკეთესო ექიმები" რომ არა ბიპოლარული აშლილობა, არამედ აუტიზმის სიმპტომები მაქვს".
ფოტო: Getty Images
მომღერალმა განაცხადა, რომ წამლები, თერაპია, ვარჯიში და ჯანსაღი ცხოვრების წესი სიცხადის დაბრუნებაში დაეხმარა და მისცა მოტივაცია, რომ პოზიტიური და ღირებული ხელოვნება შექმნას.
ვესტის ახალი ალბომის, Bully-ის გამოსვლა რამდენჯერმე გადაიდო, თუმცა სავარაუდოდ ახლო მომავალში მოვისმენთ.
"მე არ ვითხოვ თანაგრძნობას ან პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას, თუმცა ყველანაირად ვეცდები, თქვენი პატიება დავიმსახურო. ამას მხოლოდ იმისთვის ვწერ, რომ მოთმინება და გაგება გთხოვოთ, სანამ სახლისკენ მიმავალ გზას ვეძებ", — განაცხადა მომღერალმა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები