ჰოლივუდის ნიშანზე ლიფების უნებართვოდ ჩამოკიდების გამო, სიდნი სვინი მორიგ სკანდალშია
სიდნი სვინი კვლავ ყურადღების ცენტრშია — მსახიობმა ახალი სარეკლამო რგოლი გამოაქვეყნა, სადაც ჩანს როგორ ადის ღამით ჰოლივუდის ნიშანზე და მის ასოებზე ერთმანეთზე გადაბმულ ბიუსტჰალტერებს კიდებს (ეს აქტი ქალის საცვლების ბრენდის ახალი რეკლამის ნაწილი იყო). ჰოლივუდის სავაჭრო პალატა აცხადებს, რომ სიდნი სვინის ჰოლივუდის ნიშანზე ლიფების ჩამოკიდებაზე ნებართვა არ ჰქონია.
სიდნი სვინის ახალი სარეკლამო რგოლი
ფოტო: კადრები ვიდეოდან
სვინიმ ორშაბათს ღამით ინსტაგრამზე გააზიარა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ავსებს ის და მისი მცირე გუნდი მინივენს საცვლებით და შემდეგ ჰოლივუდის ბორცვებისკენ მიემართებიან. ადგილზე მისვლის შემდეგ, ვიდეოში ჩანს, როგორ აბამს სვინი ლიფებს ერთმანეთზე და ჰოლივუდის ნიშნის ასოებზე კიდებს.
LA Times-ის ინფორმაციით, ჰოლივუდის სავაჭრო პალატამ, ორგანიზაციამ, რომელიც ჰოლივუდის ნიშნის ინტელექტუალურ უფლებებს ფლობს, განაცხადა, რომ ეს ღამის ოპერაცია არ იყო ავტორიზებული. ასევე ითქვა, რომ Hollywood Sign Trust-ს, რომელიც ნიშნის მართვაზეა პასუხისმგებელი, ამ ქცევის შესახებ ინფორმაცია საერთოდ არ ჰქონდა.
"ნებისმიერმა პირმა ან ჯგუფმა, რომელიც ჰოლივუდის ნიშნის კომერციული მიზნებით გამოყენებას ან მასზე წვდომას გეგმავს, ამისთვის ჰოლივუდის სავაჭრო პალატისგან ლიცენზია ან ნებართვა უნდა მიიღოს", — განუცხადა LA Times-ს ჰოლივუდის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა სტივ ნისენმა — "სიდნი სვინის მონაწილეობით განხორციელებული აქტი, არ იყო ავტორიზებული ჰოლივუდის სავაჭრო პალატის მიერ და წინასწარ არც ვიცოდით ამის შესახებ".
ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, სვინის მიერ ტერიტორიაზე უნებართვო გადაადგილებაზე (trespassing) პოლიციაში ოფიციალური საჩივარი ამ დროისთვის არ არის შეტანილი.
კადრი სიდნი სვინის ახალი სარეკლამო რგოლიდან
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სვინი სარეკლამო კამპანიის გამო კრიტიკის ცენტრში აღმოჩნდა. 2025 წლის ნოემბერში, სერიალ ეიფორიის ვარსკვლავი American Eagle-ის ჯინსების კამპანიის სახე გახდა, სლოგანით — "სიდნი სვინის კარგი ჯინსები აქვს", რაც სიტყვათამაშია ფრაზაზე (კარგი გენები). კამპანიამ სოციალურ ქსელებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, კრიტიკოსების თქმით, ბრენდი მსახიობის თეთრ წარმოშობას იდეალიზებდა.
მაშინ სვინიმ ჟურნალ GQ-ს განუცხადა, რომ არ მიიჩნია საჭიროდ რეკლამაში საკუთარი მონაწილეობა აეხსნა, რადგან, მისი თქმით, "ყოველთვის მჯეროდა, რომ ჩემი საქმე არ არის ადამიანებს ვუკარნახო, რა იფიქრონ".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები