31 იანვრამდე პორშე ცენტრი თბილისის შოურუმში ახალი Cayenne Electric ექსკლუზიურად იქნება წარმოდგენილი
ფოტო: თეგეტა
მაღალი შესრულება, იმპულსური დიზაინი და ინოვაციური ტექნოლოგიები — ეს ის მახასიათებლებია, რომლებსაც Porsche-ს ისტორიაში ყველაზე მძლავრი სერიული მოდელი ახალი, სრულად ელექტრული Porsche Cayenne აერთიანებს. გერმანული ბრენდის ავტომობილი, რომლის გლობალური გაყიდვები მიმდინარე წლის მაისის ბოლოს დაიწყება, პორშე ცენტრი თბილისის შოურუმში უკვე ხელმისაწვდომია. მომხმარებლები უახლესი მოდელის ექსკლუზიურად ნახვას 31 იანვრამდე შეძლებენ.
ფოტო: თეგეტა
თამარ ხოსროშვილი, პორშე ცენტრი თბილისის მარკეტინგის ხელმძღვანელი: “მოხარულები ვართ, რომ შესაძლებლობა მოგვეცა, Porsche-ს რიგით მეორე, სრულად ელექტრული SUV Cayenne Electric გაყიდვების ოფიციალურ დაწყებამდე 4 თვით ადრე, Porsche-ს ქართველ ენთუზიასტებს ავტომობილი ექსკლუზიურად წარვუდგინოთ. ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ საქართველო იმ ქვეყნებს შორის აღმოჩნდა, რომლებმაც მომხმარებლებს უნიკალური შესაძლებლობა მისცეს, ავტომობილი თავად გამოსცადონ და მის მახასიათებლებს დეტალურად გაეცნონ. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენი შოურუმი სპეციალურად ამ მოდელის შესაბამისად იქნება გაფორმებული, იმისთვის რომ ავტომოყვარულებმა ექსკლუზიური გამოცდილება მიიღონ და სრულად შეიგრძნონ Cayenne Electric-ის ხასიათი და ინოვაციურობა“.
ახალი Cayenne უახლესი ტექნოლოგიებითა და დახვეწილი ინტერიერით გამოირჩევა, რომლებიც ბრენდის სხვა მოდელებისგან განსხვავდება. აქ Porsche-ს ტრადიციული დნმ ინოვაციურ ტექნოლოგიებსა და ეკომეგობრულობას ერწყმის. ავტომობილი Porsche-ს ელექტრომობილების უახლეს არქიტექტურულ ბაზაზეა შექმნილი და სპორტული SUV-ს ბაზარზე ახალ სტანდარტს ამკვიდრებს, როგორც ვიზუალური, ისე კომფორტისა და ტექნიკური მახასიათებლების თვალსაზრისითაც:
ფოტო: თეგეტა
- სიმძლავრე: 1,156 ცხ.ძ
- ჩქარება: 0-დან 100 კმ/სთ-მდე - 2.5 წმ
- მაქსიმალური სიჩქარე: 260 კმ/სთ
- ერთი დამუხტვით გაივლის 642 კილომეტრს
- დამუხტვის სიმძლავრე 400 კვტ-მდე, 10-დან 80%-მდე დამუხტვის დრო — 16 წუთი
ახალი Cayenne Electric არა მხოლოდ სპორტულობასა და ექსკლუზიურობას აერთიანებს, არამედ ხაზს უსვამს Porsche-ს ერთგულებას მდგრადი მობილობისადმი. ახალი მოდელის წინასწარი შეკვეთები საქართველოში უკვე დაწყებულია. მომხმარებლებს კი, რომლებსაც ავტომობილის გაცნობა სურთ, 26-31 იანვარს შეუძლიათ, პორშე ცენტრი თბილისის შოურუმს ეწვიონ.
ფოტო: თეგეტა
თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულება თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია პორშე ცენტრი თბილისი ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებსა და აქსესუარებს სთავაზობს. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ვებგვერდზე კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც პორშე ცენტრი თბილისი უზრუნველყოფს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები