თამარ ონიანი: უკვე მალე დასრულდება მზია ამაღლობელის საქმის წარმოების ეტაპი და ევროსასამართლო გავა გადაწყვეტილების გამოსატანად
"უკვე მალე დასრულდება მზია ამაღლობელის საქმის წარმოების ეტაპი და ევროსასამართლო გავა გადაწყვეტილების გამოსატანად", — ამის შესახებ "ბათუმელებთან" საუბრისას საია-ს თავმჯდომარემ, თამარ ონიანმა განაცხადა. მან თქვა, რომ მზია ამაღლობელის ორი საჩივარი აქვთ სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილი. პირველი ეხება მის მიმართ აღკვეთი ღონისძიების გამოყენებას და აქედან გამომდინარე სხვა დარღვევებს და მეორე — ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებს.
"მეორე საქმე, რომელიც 2025 წლის ნოემბერში გაიგზავნა, ეხება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებს, რომლებიც სისხლის სამართლის საქმის პარალელურად მიმდინარეობდა. პირველი საქმე უკვე კომუნიცირებულია. ეს ნიშნავს იმას, რომ არსებითი განხილვის ეტაპზე არის გადასული და სასამართლოსგან შეკითხვები უკვე გამოეგზავნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, რომელზეც მან გასცა პასუხები და შემდეგ უკვე ჩვენ ვუპასუხეთ, ხუთ იანვარს გავაგზავნეთ შეპასუხება.
როცა სტრასბურგი იღებს საქმეს არსებითად განსახილველად, მიმართავს მეორე მხარეს, ანუ სახელმწიფოს შეკითხვებით. როდესაც სახელმწიფო ამ შეკითხვებს პასუხს გასცემს, მომჩივანს აქვს უფლება, უპასუხოს იუსტიციის სამინისტროს, ანუ, ასე ვთქვათ, შეპასუხების შეპასუხება გააკეთოს. საერთო ჯამში არის ორი რაუნდი: საჩივარი — იუსტიციის სამინისტროს პასუხი, შემდეგ ჩვენი პასუხი იუსტიციის სამინისტროს შეპასუხებაზე და საბოლოოდ, იუსტიციის სამინისტროს პასუხი.
... 5 იანვარს გავგზავნეთ ჩვენი შეპასუხება. იუსტიციას კვლავ ექნება უფლება, გვიპასუხოს. სასამართლოს მხრიდან გარკვეული კვირების განსაზღვრა ხდება, თუ სახელმწიფო არ მოითხოვს ასევე ვადის გახანგრძლივებას, რასაც ითხოვს ხოლმე და სასამართლო გარკვეულ შემთხვევებში ამას კმაყოფილებს, თუმცა კოლოსალურად არ წელავს ამ პროცესს.
სავარაუდოდ უკვე მალე დასრულდება ამ საქმის წარმოების ეტაპი და სასამართლო გავა გადაწყვეტილების გამოსატანად.
მეორე საქმეს [ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე] საკმაოდ სწრაფად მიენიჭა რეგისტრაციის ნომერი, იმიტომ, რომ ეს საქმე 2025 წლის 14 ნოემბერს გავაგზავნეთ და 12 იანვარს მივიღეთ ფოსტით გზავნილი, რომ რეგისტრაციის ნომერი მიენიჭა. რეგისტრაციის ნომრის მინიჭების უკვე შემდეგი ეტაპი არის საქმის კომუნიცირება, ანუ საქმის არსებითი განხილვის დაწყება და შეკითხვების გამოგზავნა იუსტიციის სამინისტროსთვის", — განაცხადა თამარ ონიანმა.
მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლოს დადგენილი ვადები არ აქვს, თუმცა პროცედურები მჭიდრო დროში მიდის და ეს ნიშნავს იმას, რომ სასამართლო მალე გავა გადაწყვეტილების გამოსატანად.
- კლუნების ფონდი TrialWatch მზია ამაღლობელის საქმეზე ანგარიშს აქვეყნებს
- ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრი: მზია ამაღლობელი ქართველების ოცნებებს ციხიდან იცავს
- საია: რეალური მართლმსაჯულების აღსრულება მზიას გამარჯვებით უნდა დასრულდეს
- ჟურნალისტური ეთიკის ქარტია: მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვება განგრძობითი სირცხვილია იმ პოლიტიკური ძალისთვის, რომელიც მას მართავს
- საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა მზია ამაღლობელის დაკავებიდან ერთი წლისთავს ეხმაურება
- "ქართული ოცნების" პროპაგანდა და ყალბი ინფორმაცია მზია ამაღლობელის წინააღმდეგ
- "ისუნთქეთ და იცოცხლეთ მათთვის, ვინც გარეთ არის" — მზია ამაღლობელის მიმართვა მოშიმშილე სინდისის პატიმრებს
- 12 იანვარს, 20:00 საათზე მარში — "მზიას თავისუფლებისთვის" გაიმართება
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები