The Hill: ტეხასელი ნავთობინდუსტრიის ხელმძღვანელი "MEGOBARI აქტის" წინააღმდეგ ლობირებს
სტივ ნიკანდროსმა, ჰიუსტონში დაფუძნებული ენერგეტიკული კომპანიის თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა, რომელიც საქართველოში ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტის ოდენობის ინვესტიციებს აანონსებს, ამ თვეში სულ მცირე ერთ რესპუბლიკელ კონგრესმენს წერილი გაუგზავნა და მოუწოდა, წინააღმდეგობა გაეწია "MEGOBARI აქტისთვის". ამის შესახებ ინფორმაციას The Hill ავრცელებს.
ნიკანდროსის წერილში აღნიშნულია, რომ მისი კომპანია მომდევნო ორი წლის განმავლობაში საქართველოში 100 მილიონი დოლარის ოდენობის ახალ საინვესტიციო პროგრამას ამზადებს. მისი მტკიცებით, "MEGOBARI აქტი" და თბილისზე სანქციების დაწესების სხვა მცდელობები საქართველოში მოქმედ ამერიკულ ბიზნესებს ზიანს მიაყენებს.
"MEGOBARI აქტი" მასობრივი პროტესტების ძალადობრივი ჩახშობის, დემოკრატიული უკუსვლისა და რუსეთის, ჩინეთისა და ირანის მიმართ დაახლოების გამო, ქართული ოცნების დასჯას ისახავს მიზნად. The Hill წერს, რომ კანონპროექტი ამ ეტაპზე კონგრესში გაჩერებულია და მიღების მკაფიო პერსპექტივა არ აქვს.
- ამერიკული მედია: რესპუბლიკელი სენატორი მარკუეინ მალინი "MEGOBARI აქტის" მიღებას ბლოკავს
- ალექს რაუფოღლუ: სენატორი მალინი აქტიურად ბლოკავს MEGOBARIA აქტის თავდაცვის ავტორიზაციის აქტში NDAA-ში ჩართვას
მიუხედავად ამისა, კანონპროექტს ფართო მხარდაჭერა აქვს როგორც წარმომადგენელთა პალატაში, ისე სენატში. დოკუმენტი 2025 წლის მარტში წარმომადგენელთა პალატამ დიდი ორპარტიული მხარდაჭერით დაამტკიცა, თუმცა სენატში მის წინსვლას ხელი სენატორმა მარკვეინ მალინმა შეუშალა.
ნიკანდროსს კონგრესში მარკვეინ მალინის საარჩევნო კამპანიის, მისი პოლიტიკური კომიტეტის და სხვა რესპუბლიკელი სენატორებისთვის თანხა აქვს შეწირული. მალინმა სექტემბერში The Hill-ს განუცხადა, რომ მისი წინააღმდეგობა "MEGOBARI აქტის" მიმართ ნიკანდროსთან კავშირში არ არის. ამასთან, 2020 წელს, საქართველოს მთავრობასთან დავის დროს, მალინი ნიკანდროსის ერთ-ერთი კომპანია Frontera Resources-ის ინტერესებს იცავდა.
The Hill-ის ცნობით, ნიკანდროსმა 19 იანვარს კონგრესმენებს წერილი გაუგზავნა და მოუწოდა, "MEGOBARI აქტისთვის" (H.R. 36 / S.868) და ნებისმიერი დამატებითი კანონმდებლობისთვის, რომელიც მას ეფუძნება, წინააღმდეგობა გაეწიათ". წერილი ნიკანდროსმა თავისი კომპანია TXN Energy Holdings Inc.-ის სახელით დაწერა. კომპანიის ვებგვერდი იმავე მისამართს იყენებს, რასაც Frontera Resources.
Frontera Resources-ის 2020 წლის დავის დროს კომპანია საქართველოში 500 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიციაზე საუბრობდა. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიამ ლობირებაზე დაახლოებით 1 მილიონი დოლარი დახარჯა, ხოლო იმავე წლის ივლისში თბილისმა Frontera-ს ქვეყანაში ოპერაციების განახლების უფლება მისცა.
"MEGOBARI აქტიც" რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის (სამხრეთი კაროლინა) ინიციატივაა, რომელმაც ადრე ნიკანდროსის ლობისტური საქმიანობის მიმართ შეშფოთება გამოთქვა.
- The Hills: სენატორმა ჯონ თუნმა უარი განაცხადა მაიკ ჯონსონის მოთხოვნაზე "MEGOBARI აქტი" NDAA-ში შეეტანა
- ჰელსინკის კომისია მოუწოდებს აშშ-ის მთავრობას და მოკავშირეებს, გადაამოწმონ თბილისში მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტი და დააწესონ სანქციები
- სალომე ზურაბიშვილი National Journal-თან აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" იმავე წესებით ხელმძღვანელობს, რომლითაც პუტინი
- ჯო უილსონი: "ჩვენ გვჭირდება MEGOBARI აქტი!"
- ჯო უილსონის თქმით, MEGOBARI აქტის მიღება აუცილებელია, რათა ქართველმა ხალხმა რთულად მოპოვებული თავისუფლება შეინარჩუნოს
- ჯო უილსონი: "MEGOBARI აქტი" საჭიროა, დაუყოვნებლივ!"
- ჯო უილსონი: მადლიერი ვარ ტრამპის ძლიერი ანგარიშისთვის, რომელიც ხაზს უსვამს ანტიამერიკული "ოცნების" რეჟიმის მიერ სიტყვისა და თავისუფლების ჩახშობას
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები