აშშ-მა დაკავებული ნავთობტანკერ Marinera-ს ქართველი კაპიტანი ავთანდილ კალანდაძე დიდი ბრიტანეთის ტერიტორიული წყლებიდან გაიყვანა
აშშ-ის სანაპირო დაცვამ დაკავებული ნავთობტანკერ Marinera-ს ქართველი კაპიტანი ავთანდილ კალანდაძე დიდი ბრიტანეთის ტერიტორიული წყლებიდან გაიყვანა და ახლა ის აშშ-ის სანაპირო დაცვის ხომალდზე იმყოფება. ამის შესახებ Reuters წერს.
ეხო კავკაზას ცნობით, გემის კაპიტანთან ერთად ევაკუირებულია მისი პირველი თანაშემწეც და ორივე სანაპირო დაცვის გემ Munro-ზე იმყოფება. BBC-ის ინფორმაციით, ეკიპაჟის დანარჩენი წევრებიც, მათ შორის რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეები, უახლოეს პერიოდში დატოვებენ დიდ ბრიტანეთს.
- საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აზუსტებს იმყოფებოდნენ თუ არა აშშ-ს მიერ დაკავებულ რუსულ ტანკერზე ქართველები
- რუსული მედია: აშშ-ს მიერ დაკავებული რუსული ტანკერის ეკიპაჟის 6 წევრი, მათ შორის კაპიტანი ქართველია
ტანკერის კაპიტან ავთანდილ კალანდაძის დიდი ბრიტანეთიდან ევაკუირების შესახებ ცნობილი შოტლანდიის სასამართლოს სხდომის დროს გახდა. სხდომაზე კალანდაძის ახლობლებმა მისი ქვეყნიდან გაყვანის წინააღმდეგ სასამართლო აკრძალვის მოხსნა მოითხოვეს.
კაპიტნის მეუღლის, ნათია ძაძამიას ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ კალანდაძე შოტლანდიის სასამართლოებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სამართლის ფარგლებში დაცული უნდა ყოფილიყო.
სასამართლომ გასცა განკარგულება, რომ საქმის დეტალური განხილვის დასრულებამდე კალანდაძის წინააღმდეგ ყველა ქმედება შეჩერებულიყო. თუმცა ამის შემდეგ შოტლანდიის გენერალურმა პროკურორმა, რუთ ჩარტერისმა სასამართლოს აცნობა, რომ კაპიტანი უკვე აღარ იმყოფებოდა ქვეყანაში.
"კაპიტანი და პირველი ოფიცერი ახლა აშშ-ის სანაპირო დაცვის გემ Munro-ზე არიან და უკვე გასცდნენ გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიულ წყლებს," — განაცხადა მან.
სასამართლო სხდომის შემდეგ კაპიტნის მეუღლის ადვოკატმა განაცხადა, რომ აშშ-ის ხელისუფლებამ კალანდაძე შოტლანდიიდან "ფაქტობრივად გაიტაცა".
"გემი, რომელსაც უცხო ქვეყნის სამხედრო ძალები იცავდნენ, ორ კვირაზე მეტხანს იმყოფებოდა შოტლანდიის ტერიტორიულ წყლებში, ამ დროის განმავლობაში კი ხელისუფლებამ საკუთარი იურისდიქციის დასაცავად, ან ბორტზე მყოფი პირების სამართლებრივი უფლებების უზრუნველსაყოფად ეფექტური ნაბიჯები არ გადადგა ," — განაცხადა ადვოკატმა აამერ ანვარმა.
როგორც რადიო თავისუფლების ქართული სამსახური იუწყებოდა, ავთანდილ კალანდაძე 47 წლის საქართველოს მოქალაქეა და ბათუმში ცხოვრობს.
წინასწარი მონაცემებით, ტანკერზე კიდევ ხუთი საქართველოს, 17 უკრაინის, სამი ინდოეთის და ორი რუსეთის მოქალაქე იმყოფებოდა.
ონლაინ რეჟიმში გამართულ შოტლანდიის სასამართლო სხდომაზე გაირკვა, რომ ეკიპაჟის 26-მა წევრმა ტანკერი დატოვა და თავდაპირველად ბრიტანეთის საიმიგრაციო უწყებებმა ისინი ელგინის სასტუმროში დააბინავეს. სამშაბათს ჟურნალისტებმა დააფიქსირეს, როგორ დატოვეს მეზღვაურებმა ელგინის სასტუმრო და გადავიდნენ აბერდინის სასტუმროში. ბრიტანეთის ხელისუფლების ცნობით, მათგან ხუთი მალე შოტლანდიიდან აშშ-ში გაფრინდება, დანარჩენები კი საკუთარ ქვეყნებში დაბრუნდებიან. ჩარტერისის თქმით, არც ერთ მეზღვაურს არ უთხოვია გაერთიანებული სამეფოსთვის თავშესაფარი და ისინი გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებენ.
9 იანვარს, ტანკერის დაკავებიდან მალევე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა "მიიღო გადაწყვეტილება Marinera-ს ეკიპაჟის ორი რუსი მოქალაქის გათავისუფლების შესახებ", თუმცა 24 იანვარს სამინისტრომ განაცხადა, რომ კვლავ გაურკვეველია, "როდის შეასრულებს ამერიკული მხარე საბოლოოდ ამ დაპირებას".
თავის მხრივ, უკრაინის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ტანკერზე უკრაინის მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ.
დეკემბრის ბოლოდან Marinera რუსულ კომპანია Burevestmarine-ს ეკუთვნის, რომელიც რიაზანის ოლქშია რეგისტრირებული.
ვაშინგტონმა ტანკერი Marinera სანქციების დარღვევაში დაადანაშაულა — კერძოდ, ვენესუელაში, რუსეთსა და ირანში გასაგზავნი ნავთობის ტრანსპორტირებაში. გემი, რომელიც თავდაპირველად Bella 1-ის სახელით იყო ცნობილი, აშშ-ის ფედერალური სასამართლოს მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე ჩრდილო ატლანტიკაში დააკავეს.
აშშ-ის საზღვაო ძალები ტანკერს ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში მისდევდნენ. გემი ჩრდილო ატლანტიკაში, შოტლანდიასა და ისლანდიას შორის დააკავეს. აშშ-ის განცხადებით, ტანკერს სანაპირო დაცვის გემი USS Munro აკვირდებოდა. ამერიკული მხარის ცნობით, დაკავების მომენტში ტანკერი დაცლილი იყო, თუმცა მანამდე იგი ვენესუელური ნავთობის გადაზიდვაში გამოიყენებოდა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები